ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით

№4

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ გენეტიკური კოდი, რომელიც ადამიანს ჩასახვისას ეძლევა, მასში მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება და ფუნქციურია. ამ პერიოდში ადამიანი იძენს ცოდნას, გამოცდილებას და მიდრეკილებას იჩენს სხვადასხვა სფეროს მიმართ. კოსმოსში ყველაზე დიდ დანაშაულად აბორტი მიიჩნევა. ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ რჩება და შემდეგ დაუგეგმავ ჩანასახში ახერხებს ჩასახლებას. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არ ფიქრობს. არადა, ბავშვის ჩასახვისას მისი გენეტიკური კოდი უკვე რეალურად არსებობს. კერძოდ, ბავშვს კოდს კოსმოსი ჩასახვისას აძლევს, ხოლო, როცა ქალი ბავშვს იცილებს და აბორტს იკეთებს, ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ, ანუ უსხეულოდ რჩება. ის შესაძლოა, დაუგეგმავად სხვა ჩანასახში მოხვდეს. ბავშვი თუ იმ გენეტიკურ ნიადაგზე არ იზრდება, რომელსაც ეკუთვნის, ოჯახში უცნაური ცვლილებები ხდება და ეს შეიმჩნევა. ასევე, როცა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში სრულყოფას მიაღწევს, გარდაცვალების შემდეგ მისი სული დედამიწაზე აღარ მოდის და კოსმოსში რჩება.

როცა ქალის ორგანიზმში ადამიანი ჩაისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრებისგან პროგრამა, კერძოდ, როგორი უნდა იყოს, რისი ნიჭი და უნარი ექნება, ცხოვრებაში რა გზაზე ივლის და ასე შემდეგ. დედის მუცელში ჩასახული არსება ამ პროგრამას ენერგეტიკის სახით იღებს. მშობლები შვილებთან გენეტიკურ-ენერგეტიკულად არიან დაკავშირებული. ის აზრი კი, რომ მშობლის სახელის დარქმევა შვილზე ნეგატიურად იმოქმედებს, სრული აბსურდია. ამით მას არც მშობლის ბედი გადაეცემა და არც მისი აურა. უბრალოდ, შესაძლოა, ცხოვრების სტილი ერთნაირი ჰქონდეთ, ეს კი გენეტიკის ბრალია.

ადამიანები ცხოვრებაში ბევრ რამეს ვგეგმავთ და საკუთარ თავს ვაპროგრამებთ წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, სიხარულსა თუ სიკვდილზე. აზრსა და ფიქრს მატერიალიზების უნარი აქვს. ადამიანის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შთაგონებაა. როცა ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს წყევლის, მას ამ დროს არ აქვს გაცნობიერებული რამხელა შეცდომას უშვებს. კოსმოსი კი ყველა სიტყვის გამგონეა და იქ სიტყვის მარცვალიც კი არ იკარგება. საკუთარი ცხოვრება შეგვიძლია, თავადვე დავგეგმოთ, მაგრამ ისე არა, რომ იციან თქმა – ოღონდ ამას მივაღწიო და მერე თუ გინდა, მოვკვდეო. ასე თუ მოიქცევით, მაშინ მიაღწევთ საწადელს და სიკვდილს დაელოდებით.

ძლიერი შთაგონება ბიოლოგიურ პროცესებზეც მოქმედებს. დაბადების დღე ყველა ჩვენგანისთვის ზეიმი და მნიშვნელოვანი თარიღი უნდა იყოს. სხვათა შორის, ქვეცნობიერიც სწორედ დაბადების დღეს ახდენს დიდ ზეგავლენას ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე. ადამიანი, როცა თავის მისიას, დაბადების დღეს დაგეგმილ პროგრამას შეასრულებს, იღუპება, ანუ, ზუსტად იმ დროს, როცა ქვეცნობიერმა თავად დაგეგმა სიკვდილი.

შთაგონებას, ისევე, როგორც ყველაფერს, თავისი ენერგეტიკა აქვს. ენერგიას ვხარჯავთ ჩანაფიქრის დამახსოვრებისას. სწორედ ასე ვქმნით ენერგეტიკულ მასას, რომელსაც გარკვეული ძალა აქვს და ზოგიერთი მოვლენის შეცვლა შეუძლია.

ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს საკუთარ დაბადების დღეზე და თითოეული სიტყვა, აზრი თუ ჩანაფიქრი აკონტროლოს. რადგან ამ დღეს მის გარშემო დიდი ენერგიების დაგროვება ხდება და მათი კონტროლი საკმაოდ რთულია. ამიტომ, მეტად უნდა აკონტორლოთ თქვენი ემოცია და შთაგონება. რომ ამბობენ, დასწყევლოს ღმერთმა ჩემი დაბადების დღე ან ნეტავ, სულ არ დავბადებულიყავი, ბედი მაინც არ დამყვაო, ეს ძალიან საშიშია. ამ სიტყვებით ადამიანები კოსმოსში აგზავნიან უარყოფით ენერგიას და რაღაც დროის შემდეგ ის უკანვე უბრუნდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი