ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა გახდეთ იღბლიანები კვირის დღეების ხასიათის გათვალისწინებით

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.05

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ხშირად სულ მცირე რამეა საჭირო, რომ იღბალი თქვენკენ შემოატრიალოთ, მაგალითად, გაითვალისწინოთ კვირის დღეების „ხასიათი“.

ორშაბათი – დაასაჩუქრეთ ყველა, ვისაც ხვდებით – ყვავილით, ღიმილით, შექებით... და, მადლიერებით მიიღეთ ცხოვრების ყველა საჩუქარი. იზრუნეთ ბედნიერების ცირკულაციაზე ცხოვრებაში – გაეცით და მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში: ზრუნვა, პატივისცემა, ერთგულება, სიყვარული.

სამშაბათი – მიაქციეთ ყურადღება თქვენს გადაწყვეტილებებს. აწმყოში მათი სრული გაცნობიერება მომავალში წარმატების გარანტიაა. გადაწყვეტილების მიღებისას, ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი იქნება ამ მოქმედების შედეგები, ვიქნები თუ არა ბედნიერი და კმაყოფილი? გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელოთ მხოლოდ გონებითა და ლოგიკით, დაუჯერეთ გულსაც. თუ გაკეთებული არჩევანით შინაგან კომფორტს გრძნობთ, მაშინ შეიძლება, თამამად იმოქმედოთ. თუ დისკომფორტი გაქვთ, მაშინ ნუ იჩქარებთ. სჯობს, კიდევ ერთხელ წარმოიდგინოთ, რა შედეგი მოჰყვება თქვენს მოქმედებას.

ოთხშაბათი – აღიქვით ნებისმიერი მოქმედება და მოვლენა, ისეთად როგორიც არის და არა ისე, როგორც გინდოდათ დაგენახათ. ამ დღეს ყოველი მომენტი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. არაა საჭირო ებრძოლოთ სამყაროს. არ განსაჯოთ სხვა და არც საკუთარი თავი. იცოდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა, ესაა საშუალება, გამოავლინოთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები. აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მზად იყავით ნებისმიერი გამოწვევისთვის. არ ეცადოთ სხვები თქვენს აზრზე გადმოიყვანოთ. არავის ეკამათოთ. იყავით ღია ნებისმიერი აზრისთვის.

ხუთშაბათი – იქონიეთ სურვილების სია, ატარეთ თან, ჩაიხედეთ მასში ძილის წინ და დილით. მტკიცედ იყავით დარწმუნებული, რომ თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდოდათ, ამისთვის არსებობს მიზეზები და კოსმიური გეგმები. გააცნობიერეთ მოქმედება აწმყოში. არ მისცეთ წინააღმდეგობას უფლება, ყურადღება გაგიფანტოთ. მიიღეთ აწმყო ისეთი, როგორიც არის და ორიენტირება გააკეთეთ მომავალზე.

პარასკევი – მშვიდად მიუდექით მოვლენებს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნურც სხვების გავლენის ქვეშ მოექცევით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი თქვენი სურვილი ასრულდება, თუ მას რეალურად დასახავთ. მაქსიმალურად ეცადეთ, იყოთ გაწონასწორებული და დიპლომატიური.

შაბათი – ეცადეთ, დასვენებისთვისაც მოიცალოთ და ეს დღე ისე დაგეგმოთ, რომ ფიზიკური შრომა და გონების გადაძაბვა არ მოგიწიოთ. კარგია ახლობლებთან და მეგობრებთან დროის გატარება და ოჯახის წევრებთან კი – მომავალზე საუბარი.

კვირა – მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, დააკვირდით სამყაროს, რას გთავაზობთ ის. არ განსაჯოთ სხვები და ნურც შურისძიებაზე იფიქრებთ. მიუდექით საკითხს ასე:. ყველაფერი რაც ხდება, უნდა მომხდარიყო. დაგეგმეთ მომავალი კვირის სამუშაო განრიგი და მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გვერდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...