ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა გადალახოთ მარტივად დაძაბული პერიოდები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.10

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

დაძაბულ და რთულ პერიოდებს, აუცილებლად მოსდევს აღმასვლისა და წარმატების პერიოდები. განსაცდელი სხვა არაფერია, თუ არა მეთოდი, რომ ჩვენში უფრო ძლიერი, ამტანი პიროვნება „გამოვძერწოთ“. ასტროლოგიურად, არსებობს მეთოდები, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ, შეარჩიოთ რა რა სახის ქმედებებს ჯობია, მიმართოთ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ დეპრესია და ცუდი განწყობა გიტევთ.

ვერძი – მას სურს ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და სწორედ იქ უშვებს შეცდომას. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის, რადგან, მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში, შეუძლია, დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. ეს საუკეთესო გზაა მისთვის დეპრესიიდან გამოსაძვრომად.

კურო – დეპრესია დიდხანს უგრძელდება, თუკი საწყის ეტაპზევე არ მოერია. კუროს შემთხვევაში, სტრესთან ბრძოლის მეთოდებს შორის, ყველაზე უსარგებლო, საკვების გაათმაგებული დოზაა. უმჯობესია, ამ მხრივ, განტვირთვის გზად ბუნებასთან კავშირი, მცენარეების ან ქოთნის ყვავილების მოვლა გამოიყენოთ. მიწასთან კავშირი, ნებისმიერი კუროს ანტიდეპრესანტია.

ტყუპები – დეპრესია იშვიათად უტევს. თუმცა, თუ მაინც დგება ცუდ ხასიათზე, სტრესის დასაძლევად მისთვის საუკეთესო გზა საინტერესო წიგნების სამყაროში ჩაძირვაა. ლიტერატურა და ტყუპის ზოდიაქო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად, ერთი-ორი კარგი წიგნის გადაკითხვა საკმარისია, რომ ცხოვრების მიმართ ძველებური ოპტიმიზმი დაუბრუნდეს.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ეს ნიშანი და დეპრესია ხშირად არიან მეგობრები. თუმცა, კირჩხიბების უმეტესობა, გარკვეულ სიამოვნებასაც კი პოულობს სევდასა და ქვითინში. საუკეთესო გზა სტრესისგან გასათავისუფლებლად მისთვის არის წყალი. ნებისმიერი ტიპის წყლის პროცედურა – დაწყებული ცურვით, დასრულებული ჰიდრომასაჟით ან სპა პროცედურებით – კირჩხიბს გუნებას მომენტალურად გამოუკეთებს.

ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, ბევრს შესაძლოა, ეჭვი შეეპაროს, რომ მათ ოდესმე დეპრესია ან უგუნებობა შეაწუხებს. თუმცა, ეს ასე არ გახლავთ. ის ყველაფერს გულით და ღრმად განიცდის. შესაბამისად, სტრესთან საბრძოლველად, მისთვის საუკეთესო გზა სიყვარული, ახალი რომანტიკული გატაცება ან ფლირტია.

ქალწული – მათ ჩუმი დეპრესია სტანჯავთ. იშვიათად ახასიათებთ ემოციური გამოვლინება და ცრემლები. თუმცა, რეალურად, ყველაფერს საკმარისზე მეტად განიცდიან. ქალწულისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტად შეიძლება, იქცეს ახლობლებზე ზრუნვა. ის ნებისმიერ ნეგატივს განდევნის, როცა სხვაზე ზრუნვას იწყებს.

სასწორი – ამ ადამიანებს ყოველთვის მომხიბვლელი და თავაზიანი ღიმილი დასთამაშებთ სახეზე. თუმცა, პერიოდულად მათაც აწუხებთ სტრესი და დეპრესია. საუკეთესო გზა უგუნებობის დასაძლევად სახელოვნებო სფეროთი დაინტერესებაა. კარგი სპექტაკლის ნახვა, მუსიკის მოსმენა, რომანტიკულ და პოეტურ გარემოში გასეირნება სასწორს უცებ მოიყვანს ხასიათზე.

მორიელი – საკმაოდ მძაფრი და ძლიერი დეპრესიისკენაა მიდრეკილი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ვერასდროს ეგუება წაგებას. საუკეთესო მეთოდი დაგროვილი ნეგატივისა და სტრესის დასაძლევად, ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი სახეობაა. მას უხასიათობის დაძლევაში ადრენალინის დიდი დოზა შველის

მშვილდოსანი – ბუნებით ოპტიმისტი და ხალისიანი ნატურაა, შეიძლება, ზოგჯერ – ზედმეტადაც კი. თუმცა, დგება პერიოდები, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ეჯახება და გარკვეული სევდა შეუტევს. ასეთ დროს მათ ბუნებასთან უნდა იკონტაქტონ. ეს ნებისმიერი სახის დარდს დაავიწყებთ.

თხის რქა – გარეგნული უშფოთველობის მიღმა, საკმაოდ ემოციურ ფსიქიკას მალავს. ძალიან თავმოყვარე და პატივმოყვარეა. ყველაზე ხშირად დეპრესია პროფესიულ სარბიელზე წარუმატებლობის გამო უტევს. ისინი უგუნებობას ფიზიკური ვარჯიშით, ხანგრძლივი სეირნობითა და ხელსაქმით გაიქარვებენ.

მერწყული – ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა, პერიოდულად ახასიათებს უგუნებობა. მათთვის საუკეთესო გზა განტვირთვისა და სტრესთან ბრძოლისთვის მეგობრული თავყრილობების მოწყობა და გართობაა.

თევზები – თანდაყოლილი მელანქოლიურობით ხასიათდებიან. სევდანარევი განწყობა ამ ადამიანებისთვის ნორმაც კია. თუმცა, სერიოზულ სტრესთან ბრძოლისთვის სახელოვნებო სფეროებში ჩაღრმავება შველით. განსაკუთრებით კარგია ამ მხრივ, ლიტერატურა ან ეზოთერიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა