ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა გადადგათ სწორი ნაბიჯები ინტუიციაზე დაყრდნობით

№11

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:56

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

არსებობს დღეები, როცა ინტუიცია გამძაფრებულია და თუ მას დაუჯერებთ, პრობლემებს ადვილად გადალახავთ, სწორ ნაბიჯებს გადადგამთ და ამით წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ როგორც პირად, ასევე კარიერულ სარბიელზე. ინტუიცია არ არის გრძნობა და არც შეგრძნება. ის სწორი აზროვნების საფუძველია, ყველა გრძნობის შეტყობინება, ოღონდ შეუმჩნეველი. ადამიანში ის მომავლის მოვლენების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარია, რომელიც ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს - შედარებით ნაკლებად, ზოგიც კი საერთოდ არ აქცევს მის კარნახს ყურადღებას. ვისაც ინტუიცია ძლიერად აქვს განვითარებული, ის შეძლებს, სწორად აირჩიოს პროფესია, ცხოვრების თანამგზავრი; ჰყავდეს ერთგული მეგობრები, მოიწყოს წარმატებული კარიერა, დააგროვოს კაპიტალი და გახდეს წარმატებული. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი შინაგანი ხმა თავადვე გაწვრთნას. ამისთვის კი საჭიროა, ავარჯიშოს გრძნობის ორგანოები – მხედველობა, გემო, ხმა, შეხება და ყნოსვა. კარგად განვითარებული გრძნობათა ეს ხუთეული, თავისთავად, მეექვსე გრძნობას – ინტუიციას ბადებს.

არსებობს ინტუიციის გაწვრთნის მეთოდი – წამოწექით კომფორტულად, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ იღება თვალუწვდენელი სივრცე. ეს ვარჯიში არა მარტო ინტუიციას წვრთნის, არამედ განტვირთვასა და სიმშვიდის მოპოვებაშიც გვეხმარება.

წლის გარკვეულ პერიოდში ადამიანებში გაძლიერებულია ტელეპათიური და წინასწარმეტყველური ნიჭი. ამ დროს შეიძლება, ადამიანმა გაუცნობიერებლად თქვას ისეთი რამ, რაც შემდეგ ახდება. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ფაქტები თავად მიგანიშნებთ ამაზე და ეს აუცილებლად უნდა დაინახოთ. ასეთი პერიოდი ყველა ადამიანს აქვს და ამ დროს ის მეტად მგრძნობიარეა.

იმის გაგება, რომ თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი ზენიტშია ან ტელეპათიური ხედვა გაქვთ გამძაფრებული, საკმაოდ ადვილია, თუ თქვენი ქცევებისა და ხასიათის ცვლილებას დაუგდებთ ყურს. მაგალითად, ინტუიცია მაშინ არის მომატებული და წინასწარმეტყველური აღქმა გაძლიერებული, როცა გინდათ, ყველასგან შორს იყოთ, განმარტოვდეთ, იფიქროთ განვლილ ცხოვრებაზე და გააანალიზოთ წარსულში მომხდარი დეტალები. ამ დროს საკუთარ თავში იკეტებით და სიმშვიდეს მხოლოდ ფიქრში განიცდით. ამ დროს კი როგორც წინასწარმეტყველური, ასევე ტელეპათიური უნარიც გამძაფრებულია და ეს შეგრძნებები აშკარად შესამჩნევი ხდება.

აზრი და ფიქრი, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. ამ დროს ინტუიციაც მძაფრდება და ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას. ასევე, შექმნილი ფონის ხარჯზე, ფიქრისა და აზრის დონეზე ხდება ყოველივე ამის გაგზავნა სამყაროში. შემდეგ კი ეს გზავნილი ინფორმაციის სახით უკან გვიბრუნდება. ასე რომ, ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა, ადამიანებისთვის სრულიად შესაძლებელი და რეალური ფაქტია.

რატომ არის, რომ შეყვარებულები ერთმანეთის განცდებს, სიხარულს ან, თუნდაც, ტკივილსა და გაჭირვებას, მანძილის მიუხედავად გრძნობენ. ამ დროს აფორიაქებულნი არიან და რაღაც არარეალურს განიცდიან. როდესაც გიყვარს, გული სხვანაირად ძგერს და თუ რაღაც პერიოდი რჩეულთან განშორება გიწევთ, ამ დროს კი დაგეუფლათ შფოთვა და ნერვიულობთ, ესე იგი, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ამის გადამოწმება შეყვარებულ წყვილს ნამდვილად შეუძლია. ამ პერიოდში, დაგეწყებათ გუნება-განწყობის გაუარესება, ვერ იპოვით ადგილს, სადაც მშვიდად იქნებით. ის, თქვენი მეორე ნახევარი, ამ დროს გასაჭირშია, ან რაიმე აწუხებს, ან გამოუვალ სიტუაციაშია. მისი უარყოფითი, წარუმატებლობაზე ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას თქვენ ტელეპათიურად, იმავე სამყაროდან, ინფორმაციის სახით იღებთ.

ზოგადად, განცდები სხვა არაფერია, თუ არა, ენერგეტიკული მუხტი, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და თუ ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ტელეპათიური შეგრძნებების ფონზე უფრო მძაფრდება და ძლიერდება. როცა სიყვარულზე სიყვარულით გპასუხობენ, იქ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი და შესაბამისად, შეგრძნებებიც წინასწარმეტყველური ხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი