ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა დაბლოკოთ სასიცოცხლო ენერგიის ორგანიზმიდან გადინება

№34

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.09, 2021 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი. თუ გეცოდინებათ, რომელ ორგანოს მიაქციოთ მეტი ყურადღება, შესაძლო საფრთხესაც აიცილებთ თავიდან და საკუთარ ჯანმრთელობასაც შეუწყობთ ხელს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა ყოველ წუთს ხდება. ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ. ზოგადად, ადამიანი არა მარტო მატერიალური სხეულია, არამედ, ენერგიების კრებულიც. ეს არის ტვინის ელექტრონული გამოსხივება, კერძოდ, ნეიტრონები, რომლებისგანაც ატომი შედგება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ენერგია, რომელსაც მეცნიერებმა ბიოენერგია უწოდეს. მის შემსწავლელ მეცნიერებას კი ბიოენერგეტიკას უწოდებენ.

თუ გეცოდინებათ, თქვენი ზოდიაქოს დაბადების ნიშნის მიხედვით, რომელი ორგანო გაქვთ სუსტი, როგორ მართოთ საკუთარი პოტენციალი და ენერგია, დაზღვეულიც იქნებით და სიბერემდე ჯანმრთელიც. მაგალითად:

ვერძი – ქრონიკული დაავადებები იშვიათად ემართებათ. ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი არ ეკარგებათ იმედიანი განწყობა. მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენერგიის გამო ვერძების უმრავლესობა ხშირად ვარდება სახიფათო სიტუაციაში. ყველაზე სუსტი კი თავის არეა.

კურო – არ არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან. მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. აქვს მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტისა და ზედა სასუნთქი ორგანოების ვირუსული ინფექციების მიმართ.

ტყუპები – სუსტი აქვთ ფილტვები და სასუნთქი სისტემა. შესაბამისად, ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქული ასთმა და ჰაერის უკმარისობა.

კირჩხიბი – მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რათა გამორიცხონ ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის რისკი.

ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ დგას. თუმცა, დიდი სასიცოცხლო პოტენციალი აქვთ და ურთულეს დაავადებებსაც კი ადვილად ამარცხებენ.

ქალწული – ხშირად აწუხებთ კუჭ-ნაწლავისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც აქტუალურია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სასწორი – ყურადღება მიაქციეთ ზედმეტი წონის საკითხსა და თირკმელების მუშაობას. გირჩევთ, ორგანიზმი ჩვეულ და ჯანსაღ რიტმში დააბრუნოთ, თუნდაც ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე.

მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებში არცთუ იშვიათად ვხვდებით გართულებულად მიმდინარე ეპიდემიური დაავადებების შემთხვევებს. ამიტომ, მაქსიმალურად იყავით ფრთხილად.

მშვილდოსანი – მეტი ყურადღება მიაქციეთ ღვიძლის გამართულად მუშაობას. რადგან, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არცთუ იშვიათად, სწორედ, ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

თხის რქა – უმთავრესი სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. არიან რადიკულიტისკენ მიდრეკილი.

მერწყული – აწუხებთ ჰაერის უკმარისობა, ვენების გაგანიერება ან სხვადასხვა სახის დაავადებები. თუმცა, ცვალებადი ენერგეტიკის წყალობით, ამ ადამიანებში რაიმე სახის სერიოზული დაავადება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

თევზები – მთავარი პრობლემა, რასაც შედეგად ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს, ცხოვრების მიმართ მათივე ფსიქოლოგიურ მიდგომაში იმალება. ამიტომ, შეცვალეთ სამყაროს აღქმა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეიცვლება.

რაც შეეხება ენერგეტიკულ დონეზე ურთერთობებს და მათ ზეგავლენას, თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, განიცდით დისკომფორტს და ღიზიანდებით, ეს პიროვნებები თქვენგან ენერგიას „იწოვენ“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნიან ჯანმრთელობის პრობლემებს. ბიოენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ, აუცილებელია მისი აღდგენა. გაითვალისწინეთ, ადამიანს აუძლურებს გაბრაზება, გაღიზიანება, ეჭვიანობა და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში, სწორედ, ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები”, საიდანაც ძალა გამოედინება. დაკარგული ენერგიის შევსება კი საყვარელი ადამიანების, ახლობლებისა და გარემოცვის ხარჯზე ხდება. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც ემოციური გადაღლა და ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. თუ ხვდებით, რომ მოსაუბრეს თქვენგან ენერგია მიაქვს, მასთან ურთიერთობისას ნელ-ნელა გრძნობთ დაღლასა და სისუსტეს, ხელები გულმკერდზე დაიკრიფეთ, ფეხები გადააჯვარედინეთ და ასე დაბლოკეთ ენერგიის გადინება. ასეთი ქმედებით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ – დაიცავთ საკუთარ ორგანიზმს და შესაბამისად, ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი