ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა აღიდგინოთ დახარჯული ენერგია და მართოთ ის სწორად

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.01

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ავადმყოფობა მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავის ენერგიას არასწორად ხარჯავს. ყველა დაავადება ბიოველის დაზიანებით იწყება, შემდეგ ეს გადადის ასტრალურ სხეულზე, შედის ფიზიკურ სხეულში და ფიქსირდება, როგორც დაავადება. ასევე, მოქმედებს ჯადოც. ჯადო უარყოფითი ფსიქოენერგოინფორმაციაა, რომელიც აზიანებს ადამიანის ენერგოველს და მასში იბუდებს. ენერგიის სწორი ხარჯვა კი სწორი ცხოვრების წესია და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ასე რომ, ეს კვლევებმაც აჩვენა და ფაქტია, რომ ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად დახარჯული ენერგია.

ადამიანები, უზარმაზარ ენერგიას ვფლობთ, რომლის ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ვახერხებთ. მოჭარბებული ენერგია კი, თუ გამოსავალი ვერ ნახა, ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, ყველანაირი დაავადება სამ კატეგორიად იყოფა:

* შთაგონება ზემოდან, ანუ როცა ადამიანი იღებს გამოგზავნილ სასჯელსა და განსაცდელს, რომელმაც მას მძიმე დანაშაული უნდა აარიდოს. ეს ის დაავადებაა, რომელსაც შთაგონებისთვის გვიგზავნიან ზემოდან. დღეს ასეთი დაავადებით ხშირად ინფიცირდებიან არა მხოლოდ დიდები, არამედ მოზარდებიც. ასეთი დაავადება არა მარტო გარშემო მყოფებს აშორებს საფრთხეს, არამედ თავად ადამიანსაც იცავს უარესისგან;

* მეორე კატეგორიაში შედის ისეთი დაავადებები, რომლებიც ჩვენი სულის თვისებების პროვოცირებას ახდენს. ესაა მემკვიდრეობით მიღებული დაავადებები. აქვე გეტყვით, რომ დაუკმაყოფილებელი სურვილი ყოველთვის აგზავნის ტვინში დამახინჯებულ და ავადმყოფურ სიგნალებს, რასაც ადამიანის ორგანიზმი განადგურებამდე მიჰყავს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შედეგი იქნება ნევროზი, რომელიც შემდეგ დეპრესიითა და ფიზიოლოგიური დაავადებებით მთავრდება;

* მესამე კატეგორიის დაავადებები, მაგალითად, ასთმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ალერგია და სხვა ადამიანს უჩნდება გაორების დროს. ამ სამივე დაავადების მთავარი და საწყისი მიზეზი, მაინც მოჭარბებული ენერგიის არასწორი ხარჯვაა.

ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ, ასევე, შეიძლება, ოჯახი დანგრევამდე მიგიყვანოს. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო ბევრი ცოლ-ქმარი იტანჯება. კონფლიქტის მიზეზი კი ბევრჯერ ელემენტარულია, მაგრამ მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის მეთოდი. მაგალითად, ნორმალური ადამიანი დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც თავად იტანჯება და ავადმყოფურად განიცდის. ენერგია ორგანიზმიდან მუდმივად უნდა გაედინებოდეს. შეკავების შემთხვევაში, ის აუცილებლად შეაწუხებს და დისკომფორტს შეუქმნის ადამიანს.

თუ გრძნობთ რომ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის ფიზიკურ დაავადებაში გადავა, გირჩევთ, ბევრი დრო დაყოთ ბუნებაში, ხეების გარემოცვაში და ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი.

სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია ვარჯიში, აგრეთვე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც დადებითი და სასიამოვნო ემოციებით გავსებენ. ამისთვის ხანდახან განმარტოებაც კარგია. ყოველივე ამის ხარჯზე კი თქვენ შეძლებთ, ადვილად დაიცვათ თავი ენერგოვამპირის შემოტევისგან, აღიდგინოთ საკუთარი ენერგია, გახდეთ მეტად მშვიდი, ენერგიული და შრომისუნარიანი. ეს კი ყველა ადამიანს სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა