ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ გვამცნობენ ნივთები მოვლენებს წინასწარ

№6

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:07

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ყოველდღიურად ჩვენ გარშემო უამრავი შემზარავი ფაქტი ხდება. ზოგის მიზეზი გასაგებია, ზოგის კი – ამოუხსნელ-ამოუცნობი. თუ ადამიანი თავად არ დაეხმარა საკუთარ თავს და სიტუაცია არ გაანეიტრალა, რთულია პრობლემებს ასცდეს. ამიტომ, უნდა შეიმსუბუქოთ ცხოვრება და გაითვალისწინოთ ის, რასაც ასტროლოგები და გამოცდილი ადამიანები გირჩევენ. მაგალითად, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა ცამეტი რიცხვი პარასკევს ემთხვევა. ამ დროს კი დიდია ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. ეს უბრალო დამთხვევა არ არის. ამიტომ, გირჩევთ, ასეთ დღეებში მოერიდოთ მგზავრობას, უცხო ხალხთან კონტაქტს, გადაადგილებებს, რომ დღე მშვიდად და კონფლიქტების გარეშე განვლოთ. სხვათა შორის, ასეთ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან უიღბლოები არიან და მათ თითქმის ცხოვრების ყველა სფეროში ეცარებათ ხელი.

კონკრეტული ადამიანების მსგავსად, არსებობენ უიღბლო ხალხები, მაგალითად, ავსტრალიაში საშიშია მზის გამოსხივება, რომელიც მოსახლეობის კანის კიბოთი დაავადებისა და მისგან ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი ხდება. ქართველები უიღბლო ერების სიაში არ ვწერივართ. ჩვენი ქვეყანა ამიტომაც არ განიცდის დიდ კატაკლიზმებსა და იშვიათად და შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანები ხდებიან სტიქიური უბედურების მსხვერპლი. უიღბლო ერებში გაცილებით ხშირია ზვავები, მეწყერები, მიწისძვრები, ნგრევა... მართალია, ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და მსგავსი მოვლენები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ აქ მასშტაბურ უბედურებებზეა საუბარი.

ასევე, არსებობს მინიშნებები, რომლებსაც ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს და ასეთი უამრავია: თვალის თამაში, ხელისგულის ქავილი, კონკრეტულ მოვლენასა თუ ადამიანზე აკვიატებული აზრი და ასე შემდეგ. ამას თავად უნდა დააკვირდეთ და მიხვდეთ, რა მოვლენა როგორ მოქმედებს თქვენზე, რას მოაქვს ბედნიერება თუ ნეგატიური შედეგი.

ყველაზე უტყუარი კი ნივთების წინასწარმეტყველებაა. მაგალითად, ზოგს მინის ჭურჭლის გატეხა კარგად აქვს დაცდილი. თუ ადამიანს, ხელიდან უცვივა ჭურჭელი და ტყდება, ეს კი რამდენიმე დღე გრძელდება, ბედნიერების ნიშანია, მაგრამ თუ თავისით ტყდება, მაშინ – ცუდის მომასწავებელი.

თუ ადამიანს სერიოზულ საქმეზე უწევს წასვლა და წინასწარ სურს გაიგოს, მომგებიანი იქნება ეს მისთვის თუ არა, ერთ უტყუარ ხერხს უნდა მიმართოს - ონკანიდან აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მოსვით სამი ყლუპი, მერე მარჯვენა ხელით აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, ჩაყარეთ წყლით სავსე ჭურჭელში, ნელა შეანჯღრიეთ და დააცადეთ ცოტა ხანი. წყალი რომ დაიწმინდება, დააკვირდით, როგორ განთავსდა ჭიქის ფსკერზე ბრინჯის მარცვლები. თუ ბრინჯმა წრე შეკრა, ეს კარგია, რადგან ამ დღეს საქმეში ხელი მოგემართებათ და საქმიანი პარტნიორები თქვენს ყველა იდეასა თუ წინადადებას მოიწონებენ. თუ მარცვლები სამკუთხედად განლაგდა, თქვენი გეგმები სულ მალე რეალიზდება და დიდ გასამრჯელოსაც მიიღებთ. თუ ბრინჯმა ოთხკუთხედი შეკრა, მაშინ მშვიდად ჩაივლის ამ დღეს ყველანაირი მოლაპარაკება და ბევრ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. მაგრამ, თუ ვარსკვლავის ფორმა მიიღო ან ბრინჯის მარცვლები ჭიქის ფსკერზე უაზროდ გაიბნა, მაშინ ეს დღე ცუდია და უმჯობესია, ყველანაირი საქმიანი წინადადებისა თუ ახალი წამოწყებისგან თავი შეიკავოთ. ვერც პარტნიორებთან გაიტანთ თქვენსას და საერთოდ, ვერც საყვარელ ადამიანებთან ასცდებით კამათსა და ჩხუბს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი