რით დაამახსოვრებს თავს იანვარი ადამიანებს და რატომ იქნება თვის ბოლო რთულად გასავლელი
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00
დადგა წლის პირველი თვე და როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, პირველი ნახევარი რთული ენერგიებით იქნება დატვირთული, ამიტომ დაკვირვებითა და ფრთხილად უნდა განვლოთ. თვის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება ბედის უკეთესობისკენ შეცვლა, გეგმების განხორციელება, დადებითი ცვლილებები პირად ცხოვრებასა თუ ბიზნესში. ამიტომ გეგმების რეალიზება და მნიშვნელოვანი საქმეები თვის მეორე და მესამე დეკადაში უნდა დაგეგმოთ. მთავარია, თქვენი ძალები სწორად გამოიყენოთ და პოზიტივისკენ მიმართოთ.
– ბატონო მიხეილ, გავაცილეთ 2025 წელი და დადგა 2026. როგორც ასტროლოგს, რა გათვლები გაქვთ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები, როგორი იქნება იანვარი და რა მოვლენების წინაშე ავღმოვჩნდებით წლის პირველივე თვეში?
– იანვარი ადამიანებს საშუალებას მისცემს, სულიერი და შემოქმედებითი ძალების დიდი ნაწილი საკუთარი ბედის უკეთესობისკენ შესაცვლელად მიმართონ. 18 იანვარს აქტიურად განვითარდება მთავარი საქმეები. ახალმთვარეობის შემდეგ მთვარე გაძლიერდება მარსითა და მერკურით. პლანეტა ვენერას ენერგიები 17 იანვარს, 16:45 წუთზე მერწყულში შევა; 20 იანვარს, 05:46 საათზე კი მზის ენერგიები ვერძშია, რაც გაზრდის აქტივობას. ამიტომ, დაიწყეთ ძირითადი გეგმების განხორციელება, მარტივად გაუმკლავდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს პირად ცხოვრებაში თუ ბიზნესში.
– ანუ, იანვრის თვის მეორე დეკადა, საგრძნობლად პოზიტიურია ცვლილებების განსახორციელებლად?
– თვის მეორე დეკადაში გეგმების უმეტესობა სწრაფად განხორციელდება. 23 იანვრამდე, სანამ პლანეტა მარსი თხის რქაშია, კომუნიკაცია ძალიან პერსპექტიულია, რაც ხელს შეუწყობს წინააღმდეგობების მოგვარებას. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები 22 იანვრამდე დაასრულოთ.
– რა ტენდენციები გველის თვის ბოლოს?
– პლანეტა მარსი 23 იანვარს, 13:18 საათზე შევა მერწყულში, 26 იანვრიდან პლუტონთან შეერთებაშია. თვის ბოლო კვირა ადამიანებს მოულოდნელი ცვლილებების შოკით დაამახსოვრდებათ. 26 იანვარს მნიშვნელოვანი მოვლენაა – პლანეტა ნეპტუნი გადადის ვერძში. 27 იანვარს მთვარე შევა შეერთებაში პლანეტა ურანთან კუროს ზოდიაქოში, ამიტომ ბოლო კვირა გამოიწვევს საქმიანი, მეგობრული, სასიყვარულო ურთიერთობების კატეგორიულად გაწყვეტას. ჩემი რჩევაა, უკიდურესად გაფრთხილდეთ. ასევე, იზრდება დანაშაულებებისა და ავარიების რისკი. საერთო ჯამში, თვე მშვიდი და სტაბილური არ არის, ამიტომ ნებისმიერ დეტალსა თუ სფეროში ყველა ჩვენგანისგან მაქსიმალურ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.
– რა რეკომენდაციებსა და რჩევებს მისცემთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რომ თვე დანაკარგის გარეშე განვლონ და ზოგადად, რას გვპირდება იანვრის თვე, ზოდიაქოს ნიშნის კუთხით, რომ ყურადღება მივაქციოთ და მეტად ფრთხილად ვიყოთ?
– იანვარი ვერძების ჯანმრთელობისა და ენერგიებისთვის არასახარბიელო თვეა. თვის მეორე და მესამე დეკადა შედარებით სტაბილური და პოზიტიურია. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, რომელიც ღრმა გრძნობებს გამოიწვევს. ვერძები, ასევე, შეძლებენ, იპოვონ ახალი ნიშა შემოსავლის ზრდისთვის.
იანვარში კუროები შეძლებენ წარმატებით აწარმოონ ბიზნესი. 8-იდან 12 იანვრამდე მოსალოდნელია უსიამოვნო ცვლილება. ეს არახელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისთვის, ასევე, კონტრაქტის გასაფორმებლად. 12 იანვრიდან კი სიტუაცია დასტაბილურდება. 15-დან 25 იანვრამდე პერიოდი ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ეს გრძნობა იქნება ღრმა, ვნებიანი და ბევრ რამეს შეცვლის კუროების ცხოვრებაში.
იანვარში ტყუპები იგრძნობენ ენერგიის შესუსტებას. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება. ამიტომ, ამ კუთხით მეტი სიფრთხილეა საჭირო 8-დან 12 იანვრის ჩათვლით. ასევე, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. მეორე და მესამე დეკადაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, მოულოდნელი შეხვედრა, სასიყვარულო კავშირი.
კირჩხიბებს იანვარში მეტი მოთმინება მართებთ. პროფესიული საქმიანობა კი გააქტიურდება. გაჩნდება შესაძლებლობა ახალი გრძელვადიანი პარტნიორული შეთანხმებისა და კონტრაქტისთვის. თვის ბოლოს აუცილებელია შემოსავლის გონივრულად გადანაწილება.
იანვარი ლომებისთვის არახელსაყრელი პერიოდია. ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას. თვის მეორე ნახევარი კი მეტად პოზიტიურია, კარიერაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. შესაძლოა, უეცრად განვითარდეს სასიყვარულო რომანი და ურთიერთობა მეტად ძლიერი და ხანგრძლივი გახდეს.
ქალწულებისთვის იანვარი პოზიტიური ენერგიის მატარებელია. გადახედეთ თქვენს გეგმებს. თვის ბოლოს შესაძლებელია რომანტიკული შეხვედრები, კარგია ქორწინება.
სასწორებისთვის იანვრის თვე, 8-დან 12 რიცხვის ჩათვლით, მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. თუმცა არ გირჩევთ დიდ შესყიდვებსა და გრანდიოზული გეგმების განხორხციელებას. 12 იანვრის შემდეგ შესაძლებელია შემოსავლის ზრდა. ოჯახში კი სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.
იანვარში მორიელებს მოემატებათ სასიცოცხლო ენერგია და შემოქმედებითი შესაძლებლობები. თვის შუა პერიოდში შესაძლოა, სერიოზული რომანტიკული ურთიერთობები. გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც მორიელების ცხოვრებაში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებენ.
მშვილდოსნები იანვარში ფრთხილად უნდა იყვნენ ფინანსებთან დაკავშირებით. თვის მეორე ნახევარში იგრძნობენ ენერგიის მატებას, მოიმატებს სასიკეთო კავშირების რაოდენობაც.
თხის რქისთვის კი იანვარი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რომელიც ახალ ყოველწლიურ ციკლს იწყებს. მოემატებათ ენერგია. პირადი ცხოვრება კი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მერწყულებისთვის იანვრის თვეში სასიცოცხლო ენერგია შედარებით იკლებს. თვის მეორე ნახევარი კი გაცილებით პოზიტიური იქნება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ურთიერთობებში, შემოსავლის ზრდა, რაც ოცნების ახდენაში დაგეხმარებათ.
იანვრის თვე თევზებისთვის ძალიან აქტიური და პოზიტიური პერიოდია. იგრძნობენ ძალების მოზღვავებას, რეალიზდება გეგმები. თვის მეორე და მესამე დეკადა საინტერესო პერიოდია თევზების პირადი ცხოვრებისთვის – შესაძლოა, გაჩნდეს ღრმა და სერიოზული გრძნობა, რომელიც მათ ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





