რაზე მიუთითებს განწყობა, რომელიც კონკრეტული საქმის კეთებისას გეუფლებათ და რის მანიშნებელია, თუ მასზე მუშაობა დისკომფორტს გიქმნით
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 01.08

როგორ უნდა ამოიცნოთ ბედისწერის მინიშნება? - ამას გაიგებთ დღევანდელი ინტერვიუდან. თუ მოცემული სამი კატეგორიის მინიშნებებიდან რომელიმე მაინც ამოიცანით, იცოდეთ, იღბალი თქვენ მხარესაა. თუმცა ადამიანითა უმეტესობა ისეა ჩაფლული ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში, დიდად არც აქცევს ყურადღებას მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მისგან მომდინარე სიგნალებს. მაგრამ, ვინც ამ მინიშნებებს შეამჩნევთ, სრულიად შესაძლებელია, იღბლისა და წარმატების გზაზე აღმოჩნდნენ. ამიტომაც, ყური უგდეთ ეზოთერიკოსის, ბატონი გელა შ-ს რჩევებს და იღბალი ნამდვილად გაგიღიმებთ.
- ცხოვრება სავსეა შეფარული შეტყობინებებითა და მინიშნებებით, რომელთა ამოცნობის შემთხვევაში, შეიძლება იღბალმა გაგიღიმოთ და წარმოუდგენელი შესაძლებლობები გაგეხსნათ. სამყარო მუდმივად გვიგზავნის გარკვეული სახის მინიშნებებსა და სიგნალებს. მთავარია, მათი ამოცნობა და დროულად დანახვა შეძლოთ. ენერგეტიკისა და სიმბოლიზმის შემსწავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი მინიშნების მიხედვით, ადამიანს შეუძლია, განსაზღვროს: სწორ გზას ადგას თუ - არასწორს, მზად არის თუ არა ცვლილებებისთვის, რა ელოდება წინ და ასევე, შეიტყოს საკუთარი შინაგანი მდგომარეობის შესახებაც. რაც შეეხება სიმბოლოებს, არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც გამცნობენ, რომ იღბალი თქვენკენაა და წინ დიდი წარმატება გელოდებათ. ამჯერად განვიხილავთ სამ ისეთ მინიშნებათა კატეგორიას, მხოლოდ დადებითად რომ აღიქმება და იღბალი და წარმატება შეუძლია, მოგიტანოთ.
- ძალიან საინტერესოა, რით ვიწყებთ?
- გაგიკვირდებათ და სპონტანური შეხვედრებით. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი დღის განმავლობაში ხვდებით, ზოგჯერ შეიძლება სრულიად შემთხვევით, ისე რომ, თვითონაც არ ჰქონდეს წარმოდგენა, გახდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინების მომტანი. სრულიად შესაძლებელია, სწორედ მათთან საუბრისას მიიღოთ პასუხი აქტუალურ კითხვაზე, აქამდე რომ ასე გაწუხებდათ და პასუხს ვერ პოულობდით. ავტობუსის გაჩერებაზე, მაღაზიაში, რიგში ან კაფეში უცნობ ადამიანთან შემთხვევითი საუბარიც კი, შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო აღმოჩნდეს და ისეთი ინფორმაცია, სიგნალები მიიღოთ მისგან, თქვენი ცხოვრება და მომავალი სასიკეთოდ შეცვალოს. ყურადღება მიაქციეთ ქუჩაში თქვენ წინ მიმავალი უცნობისგან შემთხვევით გაგონილ სიტყვებს, შეეცადეთ, გაშიფროთ გამოგზავნილი შეტყობინების მნიშვნელობა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს შინაგან განწყობასაც...
- ჩვენივე ემოციებს მოაქვს სამყაროს გზავნილი?
- დიახ და რა თქმა უნდა, თუ ეს სიხარულია. სიხარულისა და კმაყოფილების განცდა მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რაც თქვენს თავს ხდება. თუ რამეს სიამოვნებით აკეთებთ, ეს ბედისწერის ნიშანია და გამცნობთ, რომ საქმეს სწორად აკეთებთ და სწორი მიმართულებით მიდიხართ. თუ დისკომფორტს გრძნობთ და ყოველ ჯერზე გჭირდებათ, საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ დაიწყოთ კონკრეტული რაღაცის კეთება, ესე იგი, თქვენი გზა არასწორია. გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად დააკვირდით, გული რას გკარნახობთ. თუ თქვენი სურვილი დისკომფორტსა და ნეგატივს იწვევს და გაქვთ შესაძლებლობა, უარი თქვათ მასზე და სხვა რამ დაიწყოთ, მაშინ გააკეთეთ ეს. ენდეთ თქვენს ინსტინქტებსა და ინტუიციას.
- და მესამე მინიშნება?!.
- ეს სიტყვები და რიცხვებია. ბედისწერის ზოგიერთი მინიშნება შეგიძლიათ სწორედ მათი საშუალებით იპოვოთ, თან, სრულიად შემთხვევით. ყური დაუგდეთ სიტყვებსა და რიცხვებს სარეკლამო რგოლებში ან წაიკითხეთ ქუჩაში ბილბორდებზე, სარეკლამო დაფებზე, მოუსმინეთ სიტყვებს რადიოში, დააკვირდით თქვენ გარშემო არსებულ სიგნალებს. სიტყვები, რომლებიც თქვენთვის პირად შეტყობინებას შეიცავს, შეიძლება აღმოჩნდეს გაზეთებში, ჟურნალებში, დაიწეროს პლაკატებსა და ტელევიზორის ეკრანზე. სავსებით შესაძლებელია, სწორედ მათი საშუალებით იპოვოთ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, ან ეს იყოს მითითება იმისა, რომელი გზა აირჩიოთ პრობლემის მოსაგვარებლად და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ საამისოდ.
- მაინც როგორ შეიძლება ამის განხორციელება ცხოვრებაში?
- მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სამსახურში დაწინაურება სურდა, მაგრამ, რადგან კომპანიაში ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, ვერ ბედავდა, ოფიციალურად გაემჟღავნებინა ამის მოთხოვნა. ერთ დღეს კი, ოფისში მიმავალმა შენიშნა, რომ მაღაზიებს, რომელთაც ყოველ დილით ჩაუვლიდა ხოლმე და დაკეტილი ხვდებოდა, რატომღაც იმ დღეს, უკლებლივ ყველას კარზე ეწერა: „ღიაა“. სწორედ ამ სიტყვამ აფიქრებინა, რომ მისთვისაც ღია იყო გზა. იმავე დღეს შევიდა უფროსთან და მას ხელფასის მომატების მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. რაც შეეხება რიცხვებს, მიიჩნევა, რომ ისეთი თანმიმდევრობა, როგორიცაა: 111, 333, 1212 და სხვა, შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და იღბალი თან გდევს. ცხოვრება ურთიერთდაკავშირებული მოვლენების კვეთაა და ირგვლივ არსებული სიგნალების ამოცნობამ შეიძლება, დაგვანახვოს განსხვავება ჩვეულებრივ არსებობასა და იღბლითა და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას შორის. გამოიჩინეთ გონიერება, იყავით დაკვირვებული და ყურადღებიანი, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გაითვალისწინეთ შეფარვით მოწოდებული სიგნალები - მათი საშუალებით მიხვალთ წარმატების გზამდე. სამყარო სიგნალს ყველას უგზავნის, მათ შორის მათაც, ვისაც მისი არ სჯერა. მთავარია, ეს ყველაფერი დაინახოთ და სწორად გამოიყენოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან