რატომ ვლინდება სიყვარულის დეფიციტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და რა პრობლემებს იწვევს მთვარის ციკლთან გაწყვეტილი კავშირი
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00
არის დაავადებათა გარკვეული მიმართულება, ადამიანს საგვარეულო ხაზით რომ გადაეცემა და ეს, პასუხია მის ამა თუ იმ ქმედებასა და ცხოვრების წესზე. საგვარეულო ხაზი დაგეხმარებათ, იპოვოთ საკუთარი თავი და ამ ძიებაში დაეხმაროთ სხვებსაც; ასევე, საშიში და არაპროგნოზირებადი სამყარო, რაზეც სხეული შფოთვით რეაგირებს, თქვენთვის მისაღები გახადოს. თუ როგორ მიაღწევთ შედეგს, რომელიც თქვენს ცხოვრებას გამოასწორებს და ჯანმრთელობის პრობლემებსაც მოგიგვარებთ, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი მიშა ბ.
- არსებობს დაავადებათა შვიდი მიმართულება, რომლითაც დასნეულება იმ შინაგანი ძალის დავიწყებაზე მიუთითებს, საგვარეულო პროგრამის საშუალებით რომ გადმოგვეცა... და ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი ღრმად არის ჩაფლული მატრიცულ სამყაროში (სიმბოლოთა სისტემა - ციფრები, კოდები, ალგორითმები, რითაც იმართება სამყარო) და საკუთარ სულს აღარ უსმენს, ივიწყებს თავის ღვთაებრივ ბუნებას და კარგავს სულიერი ცხოვრებისა და საკუთარი უნიკალურობის შეცნობის უნარს.
- უშუალოდ, რა დაავადებებზეა საუბარი?
- იმ დაავადებებს შორის, რომლებიც სწორედ ამ „ხიბლიდან“ გამოსაყვანად „გვემართება“, უპირველესი, რეპროდუქციული ფუნქციის პრობლემებია, განსაკუთრებით ქალებში. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ქალი ქალურობის არსს ივიწყებს, საგვარეულო კი, სწორედ ამ დაავადებების მეშვეობით უბრუნებს მას ენერგიას. როგორც წესი, ეს დაავადებები ქალის ხაზით გადაეცემა თაობიდან თაობას. ამ გაგებით, საშვილოსნო ძალათა შერწყმის, ახალი სიცოცხლის შექმნის ცენტრია. ამიტომ, თუ საკუთარი ქალური არსის მიმღებლობა არ გაგაჩნიათ, თქვენი ძალა იბლოკება და ენერგია ერთ ადგილზე „გუბდება“, რაც შემდეგში დაავადებად გარდაიქმნება. ამ გზით საგვარეულო „კლანი მიგითითებთ“, რომ ამ პროგრამებიდან გამოსასვლელად, თქვენი ქალურობა უნდა მიიღოთ და აღიაროთ. მეორეა: ყელის ტკივილი, ხმისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რაც მიუთითებს, რომ გამოვლინების წამყვანი ძალაა დათრგუნული. ეს კი მოდის საგვარეულოს ქალების წარსულიდან, როცა, იმის შიშით, რომ თავიანთი ნათქვამის, ლოცვის ან შელოცვის გამო, შეიძლება დასჯილიყვნენ, დუმილს ინარჩუნებდნენ. ასეთ შემთხვევებში, საგვარეულო „კლანს“ შეუძლია ხმა ჩაახშოს, რადგან არსებობს შინაგანი ძალის გამოხატვის საწინააღმდეგო დაბრკოლება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთია: დაიწყოთ საუბარი და გამოავლინოთ საკუთარი თავი, რადგან, ვინც უწყის, რა იქნება მომავალში, არის ის, ვინც სიმართლეს იცავს, თავის ნათქვამს ამართლებს და სიტყვით კურნავს.
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები რას უკავშირდება?
- მესამე სწორედ სისხლის დაავადებები და მაღალი არტერიული წნევაა. ამ გზით საგვარეულო ბლოკავს ენერგიას, რომელიც სიყვარულს კრძალავს. სისხლი წინაპართა ენერგიაა, ხოლო წნევა - საგვარეულოს ენერგიისადმი შინაგანი წინააღმდეგობის ნიშანი - სწრაფვა საკუთარი თავის გამოსავლენად. „კლანს“ კი ძალუძს, თქვენს ენერგიაზე ზეწოლის (წნევის) მეშვეობით მართოს ის, რაც მიუთითებს, რომ აღარ გაქვთ საკუთარი ცხოვრება, რის გამოც გაღიზიანებთ საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებული სიტუაციები. ასევე, შეიძლება მუდმივად გრძნობდეთ დაღლილობას, განვითარდეს აპათია და გულგრილობა ყველაფრის მიმართ, რადგან გულსა და სისხლში სიყვარულის არხია დაბლოკილი. ანემია, სისუსტე, ქრონიკული დაღლილობა და სტრესის დონის მატება კი მეოთხე კატეგორიას განეკუთვნება. ამ მდგომარეობით „საგვარეულო კლანი“ თქვენს ძალას ბლოკავს მანამ, სანამ მას არ აღიარებთ და დანებდებით. დაღლილობას იწვევს ის, რომ წინაპართა ენერგია აღარ მოგეწოდებათ, რადგან ამ ნაკადს მიღმა დარჩით და საგვარეულო სისტემაში თქვენი ადგილი აღარ არის. თქვენ კი ამ დროს ძალ-ღონეს არ იშურებთ, რომ საკუთარი სურვილებისა და ზრახვების დათმობის ხარჯზე, იყოთ გამგები, სანდო და დამთმობი, რითაც შინაგანად დამამცირებელ მდგომარეობაში იგდებთ თავს. მაგრამ, როგორც კი საკუთარ ადგილს დაიბრუნებთ, რომელიც თქვენმა სულმა დაბადებისას აირჩია, ენერგიის ნაკადი კვლავ განახლდება.
- ალბათ, სუნთქვითი და ფსიქიკური პრობლემებიც შედის ამ სიაში?
- მეხუთე სწორედ ასთმა და სუნთქვის ნებისმიერი პრობლემაა, რაც მიუთითებს, რომ წინაპართა სულია დათრგუნული და თქვენ დამოუკიდებლად არც სუნთქვა შეგიძლიათ და არც საკუთარი ცხოვრება გაგაჩნიათ. შედეგად, ასეთმა ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვასთან დაკავშირებული დაბადების ტრავმა. სული იცნობს ამ შიშს და ამიტომ, ყოველ შემდგომ ცხოვრებაში, სხეული, რომელიც საგვარეულოს ფესვებიდან მომდინარე სხვადასხვაგვარი შიშის წნეხს ქვეშაა მოქცეული, იხრჩობა. მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰორმონული დისბალანსი და ნაყოფიერების პრობლემები კი მეექვსეა ამ ნუსხაში, რასაც მთვარის ციკლთან გაწყვეტილი კავშირი იწვევს. მთვარესთან კავშირის გაწყვეტა კი ქალის შინაგანი ტანჯვით გამოიხატება. ეს დაავადებები და პრობლემები ვლინდება საკუთარი ქალური არსის, ბუნებრივი მაგიურობისა და უდიდეს ქალურ საწყისთან გაწყვეტილი კავშირის გამო. დაბოლოს, მეშვიდე - ფსიქიკური აშლილობა, გაზრდილი შფოთვა და პანიკური შეტევები, რაც მიუთითებს, რომ მგრძნობელობა და თანაგრძნობის უნარია დათრგუნული. ამ გზით, შეიძლება არაცნობიერად, თავადვე დაიბლოკოთ საკუთარი ხედვის, შეგრძნებისა თუ სივრცის აღქმის ნიჭი. მაშ ასე, საგვარეულო ხაზი უზრუნველყოფს თქვენს ჰიპერმგრძნობელობას, რათა იპოვოთ საკუთარი თავი და ამ ძიებაში სხვებსაც დაეხმაროთ. სანამ შინაგანად დაცული, არაცნობიერის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებით, სამყარო საშიში და არაპროგნოზირებადია თქვენთვის, რაზეც სხეული შფოთვით რეაგირებს, მის უკან კი სხვადასხვა სპექტრის შიში იმალება. ამიტომ, თუ საკუთარ თავს, გრძნობებსა და მდგომარეობას მეტ ყურადღებას დაუთმობთ, პიროვნულად და ასევე, ცხოვრებაშიც საკუთარ არჩევანს გააკეთებთ, ეს მნიშვნელოვნად გამოასწორებს ნებისმიერ სიტუაციას და მოგიხსნით ჯანმრთელობის პრობლემებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




