რატომ უნდა გქონდეთ სახლში თქვენი დაბადების თვის შესაბამისი მცენარე
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.10
ასტროლოგიასა და ეზოთერიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცენარეებს. იმის მიხედვით, თუ რომელ თვეში დაიბადეთ, თქვენთვის კონკრეტულ მცენარესთან კონტაქტია რეკომენდებული, რომელიც მოგიტანთ იღბალსა და ბედნიერებას.
ასე რომ, გაარკვიეთ რომელი ოთახის მცენარეა თქვენთვის საუკეთესო თილისმა, შეიძინეთ, მიიტანით სახლში, გაახარეთ და მოუარეთ.
ვერძი – ვერძს პლანეტა მარსი მფარველობს. ეს ცეცხლოვანი პლანეტა მებრძოლ სულს აღვიძებს, ამიტომაც არის, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ყვავილიც ეკლიანია. თუ 21 მარტიდან 20 აპრილამდე შუალედში ხართ დაბადებული, გირჩევთ, ყურადღება სამეფო ბეგონიას ან მბრწყინავ ექმეას მიაქციოთ. ასევე კარგია, სახლში გაახაროთ ინდური ან იაპონური აზალია.
კურო – ვინც 21 აპრილიდან 21 მაისამდე დაიბადა, ვენერა მართავს. ამ ზოდიაქოს ნიშნის თილისმად ირანული ციკლამენი მიიჩნევა ან იები.
ტყუპები – ამ ნიშნის თილისმას ფუმფულა ფოთლები და ხვეული ფორმები აქვს. 22 მაისიდან 21 ივნისამდე დაბადებულ ადამიანებს მერკური მფარველობს. ტყუპებისთვის კარგია მარტივი მცენარეები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ, მაგალითად, ტილანდია, რომელსაც ნიადაგიც კი არ უნდა. ქლოროფიტუმი კი ტყუპებს ჯანმრთელობას გაუუმჯობესებს და ენერგიით აავსებს.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები წყლის სტიქიას მიეკუთვნებიან. მათ მთვარე მფარველობს. ამ ნიშნის თილისმას ძალიან უყვარს წყალი და შესაბამისად, უხვი მორწყვა სჭირდება. თქვენი თილისმაა ბეგონია მესონი, ასევე, ჰიბრიდული ფუქსია.
ლომი – ლომს მზე მართავს, ამიტომ მან კაშკაშა და ლამაზი მცენარეები უნდა გაახაროს. ვინც 21 ივლისიდან 20 აგვისტომდე დაიბადა, ჩინური ვარდი მათი თილისმა მცენარეა. ასევე, კარგია კალები.
ქალწული – ქალწულები ინტელექტითა და ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მათი მცენარე-თილისმაა სინგონიუმი და ასევე, დრაცენა.
სასწორი – ამ ადამიანების თილისმა დეკემბერაა. ორქიდეა კი მათ ტემპერამენტზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
მორიელი – იდუმალებით მოცული მორიელის მფარველი მარსი და პლუტონია. ამ ზოდიაქოს თილისმა მცენარეა სტაპელია. ასევე, ნებისმიერი კაქტუსი.
მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშანს იუპიტერი მართავს. მის მცენარე თილისმად ბონსაი ითვლება.
თხის რქა – სატურნი მართავს თხის რქას. მისი თილისმა ფულის ხეა, ასევე, დრაცენა.
მერწყული – მერწყულისთვის კარგია გვიმრა. აგრეთვე, მათი მცენარე-თილისმაა პუანსეტია.
თევზები – თევზების თილისმა მცენარე აზალიაა. ასევე, ძალიან დადებითად მოქმედებს ამ ნიშანზე აკვარიუმის მცენარეები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან