რატომ არ შეიძლება ხელოვნური ქვისგან დამზადებული სამკაულის დიდხანს ტარება
ავტორი: „თბილისელები“ 55 წუთის წინ
კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ადამიანზე დადებითად იმოქმედებს. ასე რომ, შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო მინერალური ქვა და დარწმუნდებით, რომ თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემებისა და ბარიერების გადალახვას. რაც შეეხება ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, მათი ტარება საშიშია, რადგან ხასიათდებიან ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსებით. ამის გამო კი არანაირი სამკურნალო და წარმატების მომტანი თვისებები არ აქვს. მათი დიდხანს ტარება აქვეითებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებულ სამკაულებს მაქსიმალურად მოერიდეთ. ასტროლოგიურ ქვასთან შეხებისას კი მისი ენერგია, ადამიანის სხეულის თითოეულ უჯრედამდე აღწევს. სწორედ ამიტომ, მინერალურ ქვებს ესთეტიკურ-საიუველირო დანიშნულების გარდა, სამკურნალო და მაგიური დანიშნულებაც აქვს. ისინი მფლობელს ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან იცავს, კურნავს სხვადასხვა დაავადებისგან, მოაქვს წარმატება და სულიერი სიმშვიდე. ქვების საშუალებით, ადამიანის ბიოველში არსებული ენერგეტიკული დეფიციტის შევსებაც ხდება, რადგან ქვას პლანეტების შესაბამისი ენერგეტიკა აქვს. ეს ენერგეტიკა საკმაოდ ძლიერია და თუ სწორად შეარჩევთ, თვალსაჩინო ეფექტსაც მალე მიიღებთ.
ქვები შეგიძლიათ, აარჩიოთ როგორც ჰოროსკოპის ნიშნით, ასევე, ფერების მიხედვით, რა უფრო შეესაბამება თქვენს გუნება-განწყობილებას, მიზან-სურვილებს და სიტუაციას.
მწვანე ფერის ქვები – კარგია ფულის, ხვავის, ბარაქის, კეთილდღეობის, მატერიალური წინსვლის მოსაზიდად. ასევე, ხელს უწყობს გამრავლებას. ის დედამიწის, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს.
აგურისფერ-ცეცხლისფერი ქვები – ენერგიის, მიმზიდველობის, სითბოს, ენთუზიაზმის, გონების სტიმულაციის სიმბოლოა.
ლურჯი და ცისფერი ქვები – წყლის, ცის, მშვიდობის, განახლების, სტაბილურობის, სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ეს ფერი ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, ნდობასთან, მოთმინებასა და ბედნიერებასთან.
შავი ქვები – აძევებს და შთანთქავს ყოველგვარ უარყოფითს, გვიცავს ბოროტი და ავი თვალისგან. ის ნაყოფიერებისა და სექსუალურობის სიმბოლოდაც აღიქმება.
ყავისფერი ქვები – ნიადაგისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ასოცირდება სახლთან, კომფორტთან, ერთგულებასთან, რწმენის სიმტკიცესთან, უბრალოებასთან, სასიცოცხლო ძალებთან.
ნაცრისფერი ქვები – აძლიერებს ერთგულების გრძნობას, უსაფრთხოებას, საზრიანობას, თავმდაბლობას, თავშეკავებულობასა და პრაქტიკულობას.
ვარდისფერი ქვები – მოაქვს სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, ნაზი გრძნობები, კომფორტი, ქალურობა და ჯანმრთელობა.
იისფერი ქვები – სიმშვიდის, განახლების, სიწყნარის ფერია.
წითელი ქვები – ენერგიის, ჯანმრთელობის, სექსუალობის, ვნების, სიყვარულის, მფარველობის, სიმამაცის სიმბოლოა. ასევე, აგრესიისა და ძალადობის ნიშანი.
ყვითელი ქვები – ინტელექტუალობის, მჭევრმეტყველების, აზროვნების, ფანტაზიის, თავდაჯერებულობის, ინტუიციის სიმბოლოა. ჰაერისა და მზის ფერია. ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან, ოპტიმიზმთან.
თეთრი ქვები – მშვიდობის, სიწმინდის, უმწიკვლობის, თავმდაბლობის სიმბოლოა. განასახიერებს მთვარეს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



