შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: ნონა დათეშიძე 48 წუთის წინ
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 2004 წლის 6 ოქტომბერს, დილის 8 საათსა და 14 წუთზე. რა საქმიანობას მოჰკიდოს ხელი, რომ წარმატებას მიაღწიოს და თუ არის უცხოეთი მისი კარმული მისია?
პასუხი: მისთვის უცხოეთი კარმული მისიაა. იქ დაგროვილი გამოცდილებით, კაპიტალითა და ცოდნით მან უნდა გადალახოს სამშობლოში ბარიერები და პრობლემები, რომლებიც აქვს. თუ უცხოეთში არ უნდა წასვლა, შეუძლია, იმუშაოს სამშობლოში უცხოურ ფირმაში. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პოლიტიკა, ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი, ოღონდ პედიატრიის გამოკლებით, საქველმოქმედო სფერო, დასასვენებელი ინდუსტრია, სასტუმროების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, მწერლობა, ხელოვნების ფართო სპექტრი.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 27 იანვარს, საღამოს, დაახლოებით, 11 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი სფერო ავირჩიო წარმატების მისაღწევად?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ უნდა გახდეთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პრაქტიკული. გამოიჩინეთ ინიციატივა, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. წინა პლანზე წამოსწიეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყავით ოპტიმისტი, მაქსიმალისტი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატების მომტანი: გასართობი ინდუსტრია, ხელოვნების სფერო, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, სადალაქო საქმე, სამასაჟო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინიდან – სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პოლიტიკა, სავაჭრო, ეკონომიკური, საფინანსო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, პედაგოგიკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



