ჰოროსკოპი და შეუცნობელი

17-23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

№33

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა, კარგ შედეგებს გამოიღებს. სასიყვარულო ურთიერთობაში, მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. არახელსაყრელი დროა ახალი საქმეების დაწყებისათვის.

კურო ♉

ადვილად მოხიბლავთ გარშემომყოფებს. შემოქმედებითი უნარი გამოიყენეთ კონტაქტების დამყარებასთვის. შესაძლოა წარმოიქმნას ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული გაუგებრობა. გადაადგილებები და შეხვედრები კი, დაგიბრუნებთ ხალისს.

ტყუპები ♊

საჭირო კავშირების დასამყარებლად და ინფორმაციის მისაღებად დახმარება სთხოვეთ გამოცდილ კოლეგებს. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობას, რომანტიკის გარეშე აზრი დაეკარგება, ამიტომ ეცადეთ მეტად გულახდილი იყოთ პარტნიორთან.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად. ეცადეთ დროულად მიაქციოთ ყურადღება, უეცრად წარმოქმნილ წინააღმდეგობებს. საყვარელი ადამიანის მოუცლელობის გამო, გაგიჭირდებათ პირადი ცხოვრების გახალისება.

ლომი ♌

გაგიჭირდებათ ბევრ ხალხთან ურთიერთობა. გააქტიურდებიან კონკურენტებიც. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახური სიმყუდროვე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას, ჯანმრთელობის აღდგენასა და მოგზაურობას.

ქალწული ♍

გაიზრდება ენერგობალანსი, ინტუიცია და შემოქმედებითი თვითგამოვლენის უნარი. შემოსავლის მიღება დამოკიდებული იქნება, საქმიან აქტიურობაზე. ეცადეთ, ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. მოგზაურობისას, შესაძლოა უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩნდეთ.

სასწორი ♎

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისათვის შესაძლოა დრო არ დაგრჩეთ, რაც მის პრეტენზიულობას გაზრდის. გამოიჩინეთ სიფრთხილე და პერიოდულად დაისვენეთ, რათა შეინარჩუნოთ ენერგიულობა. კარგი დროა მკურნალობისათვის.

მორიელი ♏

მოიმატებს მომხიბვლელობა, გაგიჩნდებათ ჯანმრთელობისა და გარეგნობის გაუმჯობესების სურვილი. დახარჯული შრომა, თავის შედეგებს გამოიღებს. პირადი და სასიყვარულო ცხოვრება უმჯობესია დაუმალოთ გარშემომყოფებს.

მშვილდოსანი ♐

მიუხედავად წარმოქმნილი სირთულეებისა, ყველა ცვლილება დადებითად წაადგება თქვენს კეთილდღეობას. გამოიყენეთ ეს დრო, ახალი კავშირების დამყარებისთვის.

თხის რქა ♑

საქმიან პარტნიორებთან არსებული პრობლემები, ადვილად მოგვარდება. მოგზაურობა სასიკეთოდ წარიმართება. ახალი სასიყვარულო კავშირი კი, სწრაფად და ვნებიანად დაიწყება.

მერწყული ♒

ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გაუფრთხილდით რეპუტაციას და დამოუკიდებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. კარგი დროა ახლო მოგზაურობისა და დასვენებისთვისაც.

თევზები ♓

გაიზრდება ამბიციები. ეცადეთ, არ მოგიწიოთ ვალის აღება. მოგზაურობის, თავგადასავლებისა და გართობების მოთხოვნილება დაიოკეთ და ნუ გააბამთ სპონტანურად ფლირტს. არ გადაიღალოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი