ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის უნდა ენდოთ საკუთარ ინტუიციას

№31

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

არსებობს პერიოდები, როცა ინტუიცია გამძაფრებულია, ამას თავად გრძნობს ადამიანი და თუ მას დაუჯერებთ, პრობლემებს ადვილად გადალახავთ, ცხოვრებაში სწორ ნაბიჯებს გადადგამთ და ამით წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ როგორც პირად, ასევე კარიერულ სარბიელზე. ინტუიციას მეექვსე გრძნობას უწოდებენ, ადამიანები მას უკავშირებენ ალღოს, გუმანს, შინაგან ხმას, მფარველ ანგელოზს, მოლაპარაკე სულს და ასე შემდეგ. ასტროლოგიურად კი ინტუიცია რეალურ ჭვრეტას ნიშნავს და ის, მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია.

ინტუიცია არ არის გრძნობა და არც შეგრძნება. ის სწორი აზროვნების საფუძველია, ყველა გრძნობის შეტყობინება, ოღონდ შეუმჩნეველი. ადამიანში ის მომავლის მოვლენების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარია, რომელიც ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს – შედარებით ნაკლებად, ზოგიც კი მის კარნახს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. მამაკაცები, უმეტეს შემთხვევაში, იშვიათად ენდობიან ინტუიციას, ქალები კი ხშირად უსმენენ მას და ითვალისწინებენ. ამიტომაცაა, რომ ხშირად, სწორედ, სუსტი სქესის აზრი ამართლებს.

ზოგადად, ინტუიცია ძალიან ეხმარება ადამიანებს რეალობის უკეთ შეცნობაში. მისი უგულვებელყოფა ცხოვრების უდიდესი ნაწილის იგნორირებას ნიშნავს. ეს ჩვენი ქცევების ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალის, ჩვენი გრძნობების წყაროს, ჩვენი სურვილების უარყოფაა.

ვისაც ინტუიცია ძლიერად აქვს განვითარებული, ის შეძლებს სწორად აირჩიოს პროფესია, ცხოვრების თანამგზავრი; ჰყავდეს ერთგული მეგობრები, მოიწყოს წარმატებული კარიერა, დააგროვოს კაპიტალი და გახდეს წარმატებული. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი შინაგანი ხმა თავადვე გაწვრთნას. ამისთვის კი საჭიროა, ავარჯიშოს გრძნობის ორგანოები – მხედველობა, გემო, ხმა, შეხება და ყნოსვა. კარგად განვითარებული გრძნობათა ეს ხუთეული, თავისთავად, მეექვსე გრძნობას, კერძოდ, ინტუიციას ბადებს. წამოწექით კომფორტულად, რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ იღება თვალუწვდენელი სივრცე. ეს ვარჯიში არა მარტო ინტუიციას წვრთნის, არამედ, განტვირთვასა და სიმშვიდის მოპოვებაშიც გვეხმარება.

ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემასთან შეჯახების დროს, ნუ განმარტოვდებით და ჩაიკეტებით, გონება სხვა რამეზე გადართეთ. მაგალითად, მოუსმინეთ მუსიკას, ხატეთ, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან და ასე პრობლემებს ადვილად დააღწევთ თავს და გამოსავალსაც აუცილებლად იპოვით. აუცილებელია, ყველა საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. უსმინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია, რადგან ის ადამიანს არასდროს ღალატობს. ამიტომ, დააკვირდით თქვენს მეექვსე გრძნობას, მართეთ საკუთარი ქცევა და პრობლემები და ბარიერები ცხოვრებაში ადვილად მოსაგვარებელი და გადასალახი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი