რას უნდა დააკვირდეთ და გაითვალისწინოთ, რომ მარტი დანაკარგებისა და პრობლემების გარეშე განვლოთ
ავტორი: ნონა დათეშიძე 12:42
ზამთარი მიიწურა და გაზაფხული დადგა. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, გაზაფხულის პირველი თვე, მარტი, ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, დაინახოს კარმული ასპექტების გამოვლინება. თვის ბოლო პერიოდი კი ენერგიით აავსებს ადამიანებს და დედამიწის ბიოსფეროც აქტიურ ფაზაში გადავა.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება გაზაფხულის პირველი თვე, რა ტენდენციებს შემოიტანს და ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
– მარტის თვეში, 11 რიცხვამდე, ნეგატიურ სიტუაციას რეტროგრადული პლანეტა იუპიტერი კიდევ უფრო გაამძაფრებს. 9 მარტს მერკურისა და იუპიტერის ტრინის, ასევე, 15 მარტს მერკურისა და მარსის შეერთების წყალობით, სახელმწიფოების მიერ მიღებული კანონები გააძლიერებენ სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ კავშირებს. რომლებიც, ასევე, მიზნად დაისახავენ ოჯახის დაცვას. მარტის პირველი და მეორე დეკადა ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას, დაინახოს კარმული ასპექტების გამოვლინება, რომლებიც ადრე მათ ურთიერთობებში იყო დამალული. ეს პერიოდი, ასევე, ხელსაყრელია ზედმეტი კავშირების, ვალების, ძველი ვალდებულებების ან ცუდი ჩვევების მოშორებისთვის.
– ეს ტენდენცია თვის ბოლომდე გასტანს, თუ უნდა ველოდოთ მოვლენათა სხვაგვარად განვითრებას?
– 30 მარტიდან მზარდი მთვარე ადამიანებს ენერგიებით აავსებს და 2 აპრილის, გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობის ფორმირებას დაიწყებს.
– ამ პერიოდში როგორი იქნება დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?
– ბიოსფეროს მდგომარეობა, 28 მარტიდან 12 აპრილამდე, ნეგატიურ ფაზაში იქნება. ამიტომ, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ თქვენი ქმედებების, სიტყვებისა და საქმეების მიმართ. პლანეტა ვენერას დადებითი ენერგიები ბევრს დაეხმარება ოჯახური, მეგობრული კავშირების განმტკიცებაში. მეგობრობის, სიყვარულისა და სტრატეგიულ პარტნიორებზე დაყრდნობით შეგიძლიათ, ძალიან წარმატებით განახორციელოთ გეგმები და დასახული მიზნები.
– რა სიახლეების მომტანია მარტი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რას დავაკვირდეთ და რისი გათვალისწინება მოგვიწევს, რომ დანაკარგები და პრობლემები თავიდან ავიცილოთ, ეს თვე ადვილად განვლოთ?
– 4 მარტიდან 13 მარტამდე პერიოდში ვერძები შეძლებენ, წარმატებით დაასრულონ პროექტები, შეხვდნენ ადამიანებს და მოაგვარონ პრობლემები. 13-დან 20 მარტამდე პერიოდში კი წარმოიშვება გარკვეული სირთულე. 20 მარტის მერე კი იგრძნობენ ძალების მომატებას.
კუროს ჯანმრთელობასა და განწყობისთვის მარტი ძალიან ხელსაყრელი დროა. ეცდებიან ცხოვრებაში მნიშვნელოვანის შეცვლას. ადვილად დაამყარებენ ურთიერთობებს. 20 მარტიდან შედარებით დინამიკური პერიოდი დაიწყება და შესაძლოა მაცდური წინადადების წინაშე აღმჩნდნენ. პროფესიულ სფეროში ხელსაყრელი ცვლილებები გელით.
მარტი ტყუპების ენერგიისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე პოზიტიური თვე არ არის, მაგრამ კარიერული და ფინანსური კუთხით საკმაოდ წარმატებულია. ბიზნესში მოსალოდნელია უცაბედი სასიკეთო ცვლილება. ურთიერთობებში კი ზოგი კავშირი გაწყდება, ზოგი კი – გამყარდება.
კირჩხიბებისთვის მარტი საკმაოდ წარმატებული და მოვლენებით დატვირთული პერიოდია. აქტიურად უნდა იმოქმედონ თვის პირველ ნახევარში. 20 მარტის მერე შესძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს მათ სასიკეთოდ. ამისთვის კი საჭიროა, გამოიჩინონ ინიციატივა და აქტიურად იმოქმედონ.
მარტში ლომს ექნება შესაძლებლობა, წარმატებით დაასრულოს საქმეები. თვის პირველი ნახევარი კარგია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. 20 მარტიდან ძალების მოზღვავებას იგრძობენ. მთავარია, გათვალონ რისკები, რომ ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯი მოგვიანებით არ ინანონ.
ქალწულისთვის მარტი აქტიური თვეა, როცა საქმიანი კავშირები, ახალი გეგმები და რომანები მათგან მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვენ. თვის პირველი ნახევარი საკმაოდ პოზიტიურია. თვის შუა დეკადა არ ვარგა კონტრაქტების დასადებად. თვის ბოლო დეკადა კი მეტად ჰარმონიულია ქორწინებისთვის, ხელშეკრულების დასადებად, სხვა სამსახურში გადასასვლელად.
მარტის პირველი ნახევარი სასწორის ჯანმრთელობისა და ცხოვრებისთვის არც ისე სახარბიელოა, თუმცა ეს პერიოდი მათ ენერგიებით შეავსებს. თვის შუა პერიოდი არ არის კარგი ქორწინებისთვის და ხელშეკრულების დასადებად. თვის ბოლო დეკადა კი ბიზნესში მნიშვნელოვანი პროგრესის დროა.
მარტი მორიელებისთვის საინტერესო თვეა, როცა ადვილად მიაღწევენ მიზნებს. 20 მარტიდან პერიოდი საკმაოდ ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, სულიერი დასვენებისთვის, ასევე, მავნე ჩვევების დასაძლევად.
მიუხედავად იმისა, რომ მარტი მშვილდოსნებისთვის დაბალვიბრაციული ენერგიების პერიოდია, საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდება. თვის პირველ ნახევარში წარმატებით გადაჭრიან ფინანსურ საკითხებს. თვის შუა პერიოდში სჯობს, მიენდონ იღბალს, მოდუნდნენ და დაისვენონ. 20 მარტიდან კი კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.
თხის რქებისთვის მარტი აქტიური და ნაყოფიერია. წარმატებულია თვის პირველი ნახევარი. კარგია ხელშეკრულების გაფორმება, ახალი კავშირები და ქორწინება. ფინანსური მდგომარეობაც სტაბილური იქნება. 20-დან 30 მარტამდე კი ძალების შესუსტებას იგრძნობენ, თუმცა ფინანსურ მდგომარეობაზე და პროფესიონალურ სფეროზე ეს არ იმოქმედებს.
მერწყულს მარტის კოსმიური დადებითი ენერგიები მოვლენათა მორევში ჩართავს. მატერიალური მდგომარეობის გაძლიერების პერიოდია. შესაძლოა თვის პირველი ნახევარი სასიყვარულო სფეროში გარდამტეხ მომენტად იქცეს. თვის ბოლო პერიოდი კარგია ცხოვრების წესებისა და ჩვევების პოზიტიურად შესაცვლელად.
თევზებისთვის მარტის პირველი ნახევარი წლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. თევზები ბევრს შეძლებენ, თუ მზად იქნებიან ცვლილებების მისაღებად, ახალ სფეროში ძალების მოსასინჯად. მნიშვნელოვანია ბევრი კომუნიკაცია, მოგზაურობა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. თვის შუა პერიოდში უნდა გააკონტროლონ ხარჯები. 20 მარტიდან კი დიდი სიხარული მოელით სიყვარულში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



