ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა სიურპრიზებს გვთავაზობს იანვრის მოვლენები

№1

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 09.01, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

2023-მა წელმა შემოაბიჯა და ახალი იმედები შემოიტანა. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ცუდი გასულ წელს ჩაბარდა და ახლა უკეთესი პერიოდი იწყება. იანვრის თვე სტატისტიკურად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კუთხით, ნამდვილად არ გამოირჩევა დაძაბული მოვლენებითა და დაპირისპირებებით, თუმცა, ეს მხოლოდ წარსულში იყო. ხოლო, როგორი იანვარი გველოდება წინ და როგორ განვითარდება წელიწადის პირველი თვის მოვლენები, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ასტროლოგ, ბატონ მიხეილ ცაგარელს და მისგან საკმაოდ დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელი რჩევები მოვისმინეთ.

- ბატონო მიხეილ, როგორი იქნება 2023 წლის პირველი თვე და რა მოვლენებს უნდა ველოდოთ?

- ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლების უმეტესობისთვის იანვრის დასაწყისი ყველაზე პოზიტიური, აქტიური და ენერგიული დროა. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მომავალში დაუკავშირდება კარიერულ ზრდასა და ყოფით კეთილდღეობას. ამ პოზიტიურ ცვლილებებს ხელს შეუწყობს დედამიწის ბიოსფეროს აღმავალ მთვარესთან დადებითი ტანდემი, რის გამოც 16 იანვრამდე პერიოდი ძალიან შედეგიანი და იმედის მომცემი აღმოჩნდება.

- ესე იგი, 16 იანვრამდე პერიოდში მიზნის მიღწევას ადამიანების უმრავლესობა პრობლემების, წინაღობებისა და ბარიერების გარეშე შეძლებს?

- მიზნის მიღწევისას, პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ შეთანხმებებისა და დაპირებების არშესრულების შემთხვევაში. ამიტომ, ნურავის დაჰპირდებით ისეთ რამეს, რაშიც თავად არ იქნებით დარწმუნებული.

- ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ანუ თვის მეორე ნახევარი რა სიურპრიზებს გვთავაზობს, რაში გაგვიღიმებს ბედი და ხომ არ იქნება ის დაძაბული, ან რაიმე პრობლემების მომტანი?

-12 იანვარს, ქმედითუნარიანობისა და ბრძოლისუნარიანობის პლანეტა მარსი, დაასრულებს რეტროგრადულ, ანუ უკუმავალ მოძრაობას, ხოლო 17 იანვრიდან სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში. ამ ორი პლანეტის წყვილი განაპირობებს წარმატებებს, როგორც საქმიან მოლაპარაკებებში, ისე შემოქმედებით საქმიანობაში. ყველაზე მეტად კი, იღბალი გაგიღიმებთ ქალბატონებს, რომელთა ინტუიცია თვის შუა პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდება. ამგვარი პლანეტარული კომბინაცია დადებით შედეგებს ჰპირდება ყველას, ვინც არ დაიზარებს და მიზანმიმართულად იმოქმედებს სამსახურში, ბიზნესში თუ საოჯახო კავშირების გასამყარებლად. ეს დრო სასიკეთოა, ასევე, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გასაცნობად და ახალი პირადი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ნებისმიერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა კი, უმჯობესია, დაიგეგმოს და განხორციელდეს 8 რიცხვამდე, ან 19-იდან 27 იანვრის შუალედში. ამგვარად შესაძლებელი იქნება რესურსების ბაზის მოგროვება, რომელიც 21 რიცხვის ახალმთვარეობის შემდგომ სასიკეთოდ განვითარდება. მით უმეტეს, რომ 18 დეკემბრიდან წარმატების პლანეტა იუპიტერიც გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, სადაც ძლიერ ენერგეტიკულ ვიბრაციებსა და იმპულსებს შექმნის. ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ნიშნების შემოქმედებითი საწყისები სასიკეთო შედეგებს გამოიწვევს. მით უმეტეს, რომ დაწყებული წარმავალი წლის ბოლო დღეებიდან განსაკუთრებულად თავდაჯერებულები გახდებიან სწორედ ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენლები - ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. თუმცა არანაკლებ ქმედითუნარიანები იქნებიან ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებიც - ტყუპები, სასწორები და მერწყულები.

- გამოდის, რომ იანვარი გასულ თვეებთან შედარებით, მშვიდი და პოზიტიური იქნება და მაინც, მსგავსი სიმშვიდე და ჰარმონია როდემდე გასტანს?

- ამ წლის ზამთრის ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება 27 იანვარს და გასტანს 9 თებერვლამდე. ამ დროს შემცირდება სასიცოცხლო ენერგია და შესუსტდება ფიზიკური ძალები, მოიმატებს აგრესიულობა და შფოთვა. გულმავიწყობა და გონების გაფანტულობა გაზრდის ძველ საქმეებში შეცდომებს, დანაკარგებს, დაძაბულობასა და ცდომილებას გათვლებში.

- ენერგეტიკის ნაკლებობა მხოლოდ ადამიანის შრომისუნარიანობაზე აისახება თუ ეს საერთაშორისო დონის ურთიერთობებსაც შეეხება?

- რასაკვირველია, ენერგეტიკის ნაკლებობა შეიძლება აისახოს საერთაშორისო ურთიერთობებზეც. გამწვავდება საომარი მოქმედებები, ძველი პოლიტიკური კონფლიქტები და გაჩნდება ახალი უთანხმოებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი