ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ფარულ ძალას ფლობთ დაბადების ზოდიაქოს მიხედვით

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.11

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ყველა ადამიანი განსხვავებული, ინდივიდუალურია და თავისი ძლიერი თუ სუსტი მხარეები აქვს, რასაც ხშირად ავლენს, უფრო – ფარულად. ამ თვისებებს დაბადებისას ზოდიაქოს ნიშანი განსაზღვრავს.

ვერძი – ყველაზე სექსუალური ნიშანია. ის ყველანაირ ადამიანს იზიდავს. აქვს უჩვეულო ქარიზმა, რის წინაშეც თითქმის ყველა უძლურია. მის ბუნებრივ მომხიბვლელობას ვერცერთი სხვა ნიშანი ვერ შეედრება.

კურო – ამ ნიშნით დაბადებულის ძლიერი მხარეა სიკეთე. არ უყვართ კონფლიქტი, ლანძღვა-გინება და მსგავსი ნეგატიური ქმედება. ამჯობინებს საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ კუროს გვერდით ყველაზე შარიანი ადამიანიც კი უცოდველ კრავად გადაიქცევა ხოლმე.

ტყუპები – ყველაზე ოპტიმისტური ნიშანია. ბევრს შურს, რომ მათ ყოველთვის უმართლებთ. ერთი შეხედვით, მისი ყველა საქმე წარმატებით მთავრდება. სინამდვილეში, მისი წარმატების გასაღები ოპტიმიზმშია. კარგი განწყობა კი წარმატების საწინდარია. ზუსტად ამ მიზეზის გამო ტყუპები ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშანია.

კირჩხიბი – შეუძლია, იამაყოს მყარი ურთიერთობებითა და მეგობრული ოჯახით. ოჯახი, მისთვის უპირველესია. ის ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად უყურებს. მეორე ნახევარს რომ იპოვის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, ეს კავშირი შეინარჩუნოს.

ლომი – ხშირად ავლენენ ეგოიზმს. ადამიანებით მანიპულაციის მეშვეობით ის ახერხებს და რაც სურს, ყველაფერს აღწევს. უყვარს, როცა მის სურვილებს პატივს სცემენ და ეთანმხებიან. ასევე, ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები დაკარგულ ენერგიას სხვებისგან ივსებენ.

ქალწული – ყველაზე ერთგული ნიშანია. როდესაც ქალწული მეორე ნახევარს იპოვის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება მასთან გაატაროს. ის არასდროს ღალატობს პარტნიორს.

სასწორი – აღმერთებს ურთიერთობებს და სწორედ ამით ახერხებს, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. სასწორის ირგვლივ ისეთი ადამიანები იკრიბებიან, ყოველ მის სიტყვას ყურს რომ უგდებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს მძიმედ გადააქვს მარტოობა. ეს მათთვის ტანჯვის ტოლფასია.

მორიელი – ფარული ვერაგობა ამ ნიშნით დაბადებულის საიდუმლო იარაღია. მას უამრავი მტერი ჰყავს და ეს არც არის გასაკვირი. თუკი ვინმე გაბედავს, შეეწინააღმდეგოს, ის აუცილებლად მტრების სიაში მოხვდება. ამის შემდეგ კი იწყება მორიელის შურისძიება, ოღონდ ჩუმი და შენიღბული, მაგრამ მტკივნეული.

მშვილდოსანი – ყურადღებას თავისი სილამაზით იპყრობს. საოცარია მისი სულისა და სხეულის ჰარმონიული სილამაზე. ის ზრუნავს არა მარტო გარეგნულ სილამაზეზე, არამედ შინაგან სრულყოფილებაზეც.

თხის რქა – ამ ნიშნით დაბადებულის საიდუმლო იარაღი ჩაკეტილობაა. ვერავინ მიხვდება რას ფიქრობს, თუმცა ძალიანაც აინტერესებთ. მას შეუძლია, დაგაინტრიგოთ თავისი ცივი ბუნებით. მოგაჩვენოთ, რომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე სხვამ.

მერწყული – განუმეორებელი ტალანტია. ოღონდ, სიზარმაცის გამო, ზოგჯერ თავადვე ანადგურებს საკუთარ ბუნებრივ ნიჭს. მათი ყველა ნააზრევი და ჩანაფიქრი მხოლოდ გონებაში რჩება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ თავიანთი პროექტების რეალიზებაც კი ეზარებათ.

თევზები – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის იარაღი მისი ფარული ძალაა. თევზები ძალიან მგრძნობიარენი არიან, მაგრამ მათში ვეებერთელა პოტენციალია. საკმაოდ ამბიციურია და სისუსტის მიუხედავად, შეუპოვრად მიიწევს მიზნისკენ. ის ხშირად ტირის, მაგრამ არ ნებდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა