ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა პერიოდში ხვდება დედამიწის ბიოსფერო ნეგატიურ ზონაში და როგორ იმოქმედებს ის ივლისში განვითარებულ მოვლენებზე

№26

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 07.07

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ზაფხულის პირველი თვე, ივნისი, ნამდვილად არ ყოფილა მშვიდი მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნებისთვის.ზ რას შეიძლება, ველოდოთ წლის შუა პერიოდში ზაფხულის მეორე თვისგან – ივლისისგან, ამას ბატონ მიხეილ ცაგარელისგან შეიტყობთ და ასევე გაიგებთ, როგორი გასავლელი იქნება ეს დრო კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

– ბატონო მიხეილ, ზაფხულის პირველი თვე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები, რა მოვლენებს უნდა ველოდოთ ახლო მომავალში და როგორც ასტროლოგს, რა გათვლა გაქვთ, რას გვპირდება ივლისი?

– გეთანხმებით, ივნისი საკმაოდ დაძაბული პერიოდი გახლდათ და მძიმედ გადასატანი. თუმცა, ივლისის პირველი ნახევარი ცვლილებებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი დროა, კერძოდ, 7 ივლისს 11 საათსა და 58 წუთზე, პლანეტა ურანი, კუროს ნიშანს დატოვებს და ტყუპების ნიშანში მდებარე პლანეტა ვენერასთან ერთად, უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროსა და ურთიერთობებს.

– უკეთესობაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

– ბევრი ადამიანი დაიწყებს ახალი გზების ძიებას ბიზნესის, კარიერის, შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარებისთვის და ასევე, გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შესაქმნელად. ამიტომ, 16 ივლისამდე, დადგება ევოლუციურ-დინამიკური გარდაქმნების პერიოდი პოლიტიკაში, დიპლომატიასა და ბიზნესში.

– რა მოვლენების წინაშე დაგვაყენებს ივლისის თვის მეორე ნახევარი?

– იმის გაკეთება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ივლისის მეორე ნახევარში უფრო გართულდება, რადგან 18 ივლისიდან 26 ივლისამდე დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ნეგატიურ ზონაში იქნება. გარდა ამისა, 18 ივლისს, 08 საათსა და 40 წუთზე პლანეტა მერკური დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას, რაც შეანელებს პროექტებს, გაართულებს ურთიერთგაგებას.

– ეს რთული და ნეგატიური პერიოდი თვის ბოლომდე გასტანს?

– 24 ივლისს, ახალი მთვარის შემდეგ, გაჩნდება მეტი ენერგია და შესაძლებლობა, განახორციელოთ თქვენი გეგმები. ივლისის ბოლოს დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა კვლავ დამშვიდდება. 31 ივლისს პლანეტა ვენერა შედის კირჩხიბში, პერსპექტივები გაუმჯობესდება. 24 ივლისს, ახალი მთვარის შემდეგ, ეს პერიოდი დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს საშუალებას მისცემს, უფრო ჰარმონიულად ითანამშრომლონ საზოგადოებასთან, განავითარონ კულტურა, განათლება და უზრუნველყონ მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა გვქონდეს დრო, რომ მაქსიმალურად მოვასწროთ ყველაფერი, რაც გასაკეთებელი გვაქვს, რადგან 5 აგვისტოდან ბიოსფეროს მდგომარეობა კვლავ შესამჩნევად გაუარესდება და ენერგიების კლებამ შესაძლოა, ბევრი გეგმა ჩაშალოს.

– აქვე, ტრადიციულად, იქნებ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვისაც გვითხრათ ივლისის თვის პროგნოზი, რომ გავითვალისწინოთ რეკომენდაცია და ეს პერიოდი დანაკარგებისა და ბარიერების გარეშე გავიაროთ?

– ვერძებისთვის ივლისი კარგი დროა, იზრუნონ საკუთარ სახლზე, განახორციელონ მნიშვნელოვანი შესყიდვები, განახლებები. შეძლებენ მიაღწიოს მნიშვნელოვან შედეგებს ბიზნესში და წამოიწყონ ახალი პროექტები. კუროსთვის ივლისი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, ძალიან წარმატებული პერიოდია კარიერის აღმასვლისთვის. მოულოდნელმა მოვლენებმა შესაძლოა, სრულიად შეცვალონ მათი ცხოვრება. თვის მეორე ნახევარი კი არახელსაყრელია მსხვილი შენაძენებისთვის, ინვესტიციებისა და ჯანმრთელობისთვის. ივლისის პირველ ნახევარში ტყუპების უმრავლესობა ენერგიების განახლებას იგრძნობს. სიტუაციები სწრაფად განვითარდება. შესაძლოა, ახალი სამსახურეობრივი შეთავაზებაც კი მიიღონ. მოკლედ, ტყუპებისთვის ივლისის თვე პოზიტიური ცვლილებების პერიოდია და უნდა შეძლონ ინიციატივის გამოჩენა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. თვის მეორე ნახევარში კი, თავი შეიკაონ გარისკვისგან. ივლისის თვე კირჩხიბებისთვის წელიწადის საუკეთესო პერიოდია. ძალიან გაუმართლებთ. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, დასაქორწინებლად. თვის მეორე ნახევარში კი, ცოტა გართულდება ურთიერთობები. ივლისი რთული პერიოდია ლომებისთვის, რადგან მისი ენერგეტიკული ველების ტრანსფორმაცია გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე, კომუნიკაციაზე. თუმცა, მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, დამაინტრიგებელი ურთიერთობები. თვის მეორე ნახევარი კი ფინანსური კუთხით ცოტა რთულია. ივლისის პირველი ნახევარი ქალწულებისთვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდია, ეფექტური მოქმედების, წარმატებული თვითრეალიზაციის, პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით.

თვის მეორე ნახევარში კი ყურადღება უნდა მიაქციონ პარტნიორთა ქცევებს. სასწორების უმრავლესობისთვის, ივლისის თვე ძალიან პოზიტიურია, მაგრამ ნაკლებად აქტიური. პროფესიული თვალსაზრისით გაუმართლებთ, თუმცა თვის მეორე ნახევარში შესაძლოა, კრიტიკის სამიზმე გახდნენ. უნდა ეცადონ, არ დაუშვან შეცდომები. მორიელებისთვის ივლისის თვე პოზიტიურია, განაკუთრებით სულიერი განვითარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად. შეძლებენ დაისახონ საინტერესო გეგმები და პროექტები, რაც მომავალში მოგებასა და კარიერულ ზრდას მოუტანთ. მშვილდოსანი თვის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაზრდის მატერიალურ დოვლათს, მოიპოვებს ახალ კონტრაქტებს, პარტნიორებს. მოსალოდნელია რადიკალური სასიამოვნო ცვლილებები პირად ცხოვრებაში. თვის მეორე ნახევარში კი, მოუწევთ, ყურადღებით გადახედონ ოჯახურ და პროფესიულ საქმეებსა და მოვალეობებს. ივლისის თვეში თხის რქა შთაგონებას იპოვის საკუთარ იდეებსა და გეგმებში. თვის პირველ ნახევარში გაჩნდება ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. თვის მეორე ნახევარში კი მოუწევთ დამატებითი ვალდებულებების აღება. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მოგზაურობისას. მერწყულებისთვის ივლისის თვის პირველი ნახევარი კარგი დროა ახალი გამოცდილების მისაღებად. ივლისის მეორე ნახევარში, ენერგეტიკული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. კარგი იქნება თუ რჩევებს ხშირად დაეკითხებიან უფროს და გამოცდილ ადამიანებს. თევზებისთვის კი ივლისის თვე ძალიან პოზიტიური პერიოდია, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ოჯახში სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი. თამამად შეუძლიათ, რისკზე წასვლა, ძალების მოსინჯვა საქმიანობის ახალ სფეროში. თვის მეორე პერიოდი კი შედარებით საფრთხილოა, რადგან შესაძლოა, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა მოუწიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა