ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით დეკემბერში და როგორ განვვლოთ წლის ბოლო დეკადა მშვიდად და მომგებიანად

№49

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 09.12

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

შემოდგომის თბილი დღეები მიიწურა და უკვე დადგა ზამთრის ცივი სეზონი. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, დეკემბრის თვის დასაწყისი, დაახლოებით, ერთი კვირა, საკმაოდ პოზიტიური დროა და ის სასიკეთო შანსების გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. თვის შუა პერიოდი კი, შედარებით, დაძაბული აღმოჩნდება, რადგან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ მოვლენებს, საერთაშორისო მასშტაბის სიახლეებსა და ცვლილებებს. კონფლიქტური სიტუაციები კი ცუდად იმოქმედებს ადამიანების მოტივაციაზე, ჯანმრთელობასა და მოქმედების შედეგიანობაზე. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დედამიწის ბიოსფერო კვლავ ჰარმონიულ კოსმიურ ზონაში გადაინაცვლებს და მოიმატებს დადებითი ენერგიები.

ზოგადად კი, რას უნდა ველოდოთ წლის ბოლო თვისგან, არის თუ რა დეკემბრის თვე შედარებით სტაბილური და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წლის ბოლო დეკადა მშვიდად და მომგებიანად განვვლოთ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო მიხეილ, წინასწარი ასტროლოგიური გათვლებით, როგორი იქნება 2024 წლის ბოლო თვე და რა მოვლენებისა და სიტუაციების წინაშე აღმოვჩნდებით წლევანდელი დეკემბრის თვეში?

– წლევანდელი დეკემბრის თვე პოზიტიურად დაიწყება. ამიტომ, სასურველია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ სასიკეთო პერიოდის დადებითი შანსები. 21 რიცხვამდე მზე იმოძრავებს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, რაც განაპირობებს ცვლილებების აქტიურად ძიებისა და პროფესიულ სფეროში განვითარების ახალი გზების პოვნის სურვილს. 7 დეკემბრამდე კოლეგებთან, პარტნიორებთან, მოკავშირეებთან, ხელმძღვანელ პირებთან და მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა, შესაძლოა, წარმოუდგენლად დადებითი მიმართულებით შეიცვალოს. ამიტომ, ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ცვლილების დოკუმენტურად დაფიქსირება, ხელშეკრულების გაფორმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვის შუა პერიოდში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საპირისპირო ნეგატიურ მოვლენებს. მანამდე კი, დეკემბრის დასაწყისში, აუცილებელია საქმიანი კავშირების, მეგობრული ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება, ახალი კავშირების დამყარება, საკუთარი გრძნობების, მოსაზრებებისა და იდეების უფრო ზუსტად ფორმულირება და გამოხატვა. ასევე, სასურველია როგორც ახალ წლამდე პერიოდის, ისე უფრო ხანგრძლივვადიანი პერსპექტივის მქონე საქმეების დაგეგმვა. 7 რიცხვამდე გააზრებული და ჩამოყალიბებული ყველა იდეა, გეგმა და სტრატეგია საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება და მას მარტივად დაუჭერენ მხარს როგორც ახლობლები და პოტენციური პარტნიორები, ისე დამფინანსებლები და ზემდგომები.

– რა დრომდე გასტანს ეს შედარებით მშვიდი და პერსპექტიურლი პერიოდი და არის თუ არა მოსალოდნელი სიტუაციის გაუარესება?

– 8-დან 16 დეკემბრამდე პერიოდში, სიტუაცია დაიძაბება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ მოვლენებს, საერთაშორისო მასშტაბის სიახლეებსა და ცვლილებებს, რაც ხელს შეუშლის ნებისმიერი სახის პოზიტიურ იმპულსებს. შენელდება ეკონომიკური და სოციალური განვითარება, პირად ურთიერთობებში გაჩნდება ახალი პრობლემები. კონფლიქტური სიტუაციები ცუდად იმოქმედებს ადამიანების მოტივაციაზე, ჯანმრთელობასა და მოქმედების შედეგიანობაზე.

– დაძაბული სიტუაცია როდიდან დაიწყებს დამშვიდებას?

– წინა პერიოდთან შედარებით, სიმშვიდეა მოსალოდნელი 18-დან 22 დეკემბრის შუალედში. მაგრამ 23 რიცხვიდან ადამიანთა ფსიქოემოციეური ფონი, ისევ უკიდურესად დაიძაბება. არაა გამორიცხული როგორც წვრილმანი უსიამოვნებები და კამათი, ისე დიდი და სერიოზული პრობლემები, საგზაო შემთხვევები, საავტომობილო და ავიაკატასტროფები, ხანძრები. გარდა ამისა, 28 დეკემბრამდე შესუსტდება ინტუიცია, გაიზრდება ემოციურობა და დაქვეითდება მოთმინება.

– ეს მოვლენები ახალი წლის დღეებშიც ნეგატიურად იმოქმედებს ადამიანებზე?

– 29 დეკემბრიდან დედამიწის ბიოსფერო ჰარმონიულ კოსმიურ ზონაში გადაინაცვლებს. მოიმატებს ქმედითუნარიანი შემოქმედებითი ენერგიები. ამ დროს მნიშვნელოვანია ოპტიმიზმი, ემოციების გაკონტროლება, გამოცდილი, გონიერი და ბრძენი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება, რათა ახალ წელს შევხვდეთ ჯანმრთელნი, ბედნიერნი და საციცოცხლო ძალებით სავსე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა