ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ავეჯის განლაგება ადამიანის გონებრივ განვითარებაზე

№45

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ადამიანის ფიზიკურ ჩამოყალიბებაზე, გონებრივ განვითრებასა და ინფორმაციის სწორად აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს სახლში არსებული ზონები. თუ თქვენს შვილს ასტროლოგიურად მიუღებელ ადგილას სძინავს, სკოლაში ის ცუდად ისწავლის და გამოცდების ჩაბარებაც გაუჭირდება. ასევე, ცუდი და გაურკვეველი ურთიერთობა ექნება მეგობრებთან, დედმამიშვილებთან და მშობლებთან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის საწოლისკენ მიმართული არ იყოს თაროების ან მაგიდის მახვილი კუთხეები, განსაკუთრებით თავთან ახლოს. საწოლის თავის მხარე, არ უნდა იყოს ფანჯრის პირდაპირ, უმჯობესია, ის კედელს მიაყრდნოთ.

ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ოთახში არსებულ ფერებს, ფარდებსა და ზოგადად გარემოს, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს და მეცადინეობს. ამ ოთახის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უკეთესია თეთრი და ლითონის ფერები, რადგან ის ლითონის სექტორად მიიჩნევა. მოერიდეთ წითელ ფერებს, რადგან წითელი ფერი ცეცხლის ელემენტია და ლითონს ადნობს. სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილებისთვის შეარჩიეთ ხის ნივთები, ხოლო კედლებისთვის სასურველია ლალისფერი და მწვანე.

ბიჭებისთვის ყველაზე კარგი ადგილია სახლის აღმოსავლეთი ნაწილი, ამიტომ, სწორედ ამ ადგილას დაუდგით სამეცადინო მაგიდა. ხოლო, საცხოვრებელ ბინაში გოგონებისთვის საუკეთესო ადგილია სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთ სექტორები. ეს ადგილები მათ კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე აგებს პასუხს. ასე რომ, კომპასის მეშვეობით დაადგინეთ, სად მდებარეობს თქვენი შვილებისთვის სასურველი სექტორები და ასე შეურჩიეთ მათი წარმატებების მომტანი ადგილები.

თუ გსურთ საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, უპირველეს ყოვლისა, თქვენი და თქვენი რჩეულის საძინებელში უნდა იყოს წესრიგი და სიმშვიდე. როდესაც რემონტს აპირებთ ან ბინას ყიდულობთ, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დაშორებული იქნება თქვენი საძინებელი სახლის ან ბინის შემოსასვლელიდან, მით უკეთესი. საძინებლის არჩევისას ეცადეთ, ოთახს არ ჰქონდეს საერთო კედელი არა მარტო სამზარეულოსთან, არამედ აბაზანასთან. არ მიადგათ თქვენი საწოლი სველ კედელს. საძინებლის კარი კი არ უნდა იყოს საწოლის პირდაპირ.

ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორია თქვენი საწოლი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრათ, ეგრეთ წოდებული, „დამაშორებელი ნიშნები“, წყვილს აუცილებლად უნდა ედგას ერთი დიდი საწოლი, უნდა ეგოს ერთი ქვეშაგები და ეხუროს ერთი საბანი. არ ვარგა ცოლ-ქმრის დაწოლა გაშლილ დივანზე. უკეთესია, თუ შეიძენთ საწოლს, რომელიც ოთხ ფეხზე დგას.

საძინებელში, აგრეთვე, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, ინახება თუ არა საწოლის ქვეშ ზედმეტი, უსარგებლო ნივთები. სასიცოცხლო ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის, იქ სრული სისუფთავე და სიცარიელე უნდა იყოს.

საძინებელ ოთახში აუცილებლად უნდა იყოს მაგიდა, რომელზეც იდგმება სარკე. სარკე მაგიური ნივთია, რომელსაც შეუძლია, როგორც შეანელოს, ასევე, გააძლიეროს ნეგატიური ენერგია. ამიტომ, ის ისე დადგით, რომ თქვენი საწოლის გამოსახულება სარკის ცენტრში არ მოხვდეს. ასევე, დაწოლის დროს, სარკეში თქვენს ორეულს არ უნდა ხედავდეთ.

ბევრი ადამიანი საძინებელში ამჯობინებს მუშაობას. ეს არ არის სწორი. ოთახში, რომელშიც შედიხართ დასასვენებლად და გსურთ, გაატაროთ დაუვიწყარი ღამე რჩეულთან ერთად და ნახოთ ფერადი სიზმრები, არ შეიძლება მუშაობა, კითხვა, წერა ან ტრენაჟორზე ვარჯიში. ასევე, არ არის რეკომენდებული საძინებელ ოთახში წიგნების კარადის ან თაროების განთავსება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა