რა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე მისი დაბადების რიცხვი
ავტორი: ნონა დათეშიძე 10:00 21.05

დაბადების რიცხვს, უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ხასიათსა და თვისებებზე. ასე რომ, თუ გსურთ, ადამიანის ხასიათი შეიტყოთ, გაიგეთ მისი დაბადების თარიღი და ასე გაარკვიეთ, რა იმალება მის სახასიათო შტრიხებში და რა კუთხით უნდა მიუდგეთ მას.
1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია, აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული. შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველაფერს, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ, ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ძალიან თავმოყვარეები არიან. თავიანთი მიზანდასახულობით, ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტლექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.
4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს. არიან ემოციურები, ნერვიულები, პესიმისტები, ამიტომ ხშირად ითრგუნებიან მელანქოლიურობის გამო. გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით. ასევე, აქვთ პასუხისმგებლობის უნარი.
5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. მოქმედების დროს ახასიათებთ იმპულსურობა. აქვთ მისწრაფება, იშოვონ ფული და გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით. არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები. გამოირჩევიან გონიერებით.
6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები. ყველაფერს აკეთებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ ურთიერთობა. ახასიათებთ საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა, თუმცა, იმავდროულად, არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია.
8, 17, 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან მგზნებარე ბუნების, ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი. გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, იმავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ – მერყევებიც კი.
9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან სხვების მიმართ დიდსულოვნები, ყოველთვის თანაუგრძნობენ და ეხმარებიან გარშემო მყოფებს. შეუძლიათ, ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება. ასევე, არიან მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ემოციურები. ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან