ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ ურთიერთობებზე

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.01, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის ხასიათისა და სასიყვარულო მიდრეკილებების შესახებ ინფორმაციის მიღება დაბადების თვის მიხედვით შეიძლება. სწორედ, იმ თვის მახასიათებლებსა და ენერგეტიკაზეა დამოკიდებული თქვენი ცხოვრების მთავარი მოვლენები, როგორც პირად, ასევე კარიერულ სფეროში, რომელშიც დაიბადეთ.

იანვარი – ამ თვეში დაბადებულები სერიოზულად ფიქრობენ ნებისმიერ ცხოვრებისეულ დეტალზე. გამოირჩევიან კრიტიკულობით. არ უყვართ, საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი. მხოლოდ იმ ადამიანებს უახლოვდებიან, რომლებიც მოსწონთ და რომლებიც მათთან ინტელექტუალურად ახლოს დგანან.
თებერვალი – ამ თვეში დაბადებული ადამიანი რომანტიკულია. ყველას არ შეუძლია, გაიგოს მათი ამოუცნობი სულიერი მდგომარეობა და მუდმივად ცვალებადი ხასიათის მიზეზი. წარმოსახვის უნარითა და აბსტრაქტული აზროვნებით გამოირჩევა. უყვარს ერთგულება და თუ ერთხელ მოატყუებთ, მას ვეღარასდროს ნახავთ.
მარტი – ძლიერი ქარიზმა და შარმი ახასიათებთ. ერთგულები არიან. რთულად უყვარდებათ. მათი განაწყენება ერთი მარტივი სიტყვითაც შეიძლება. სასიყვარულო პარტნიორს თავად ირჩევენ. და თუ მეგზურად მარტში დაბადებული ეყოლებათ, შესანიშნავად გაუგებენ ერთმანეთს და ეს კავშირი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.
აპრილი – არის კომუნიკაბელური და ნებისმიერ ადამიანთან მარტივად პოულობს საერთო ენას. ეჭვიანია და ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი ნებისმიერი კამათი ემოციების ნამდვილი აფეთქებაა. ასე რომ, სჯობს, საეჭვიანო მიზეზი არ მისცეთ. ყველაზე უკეთ იცის, რა არის სიამოვნება. საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს მხოლოდ იმ ადამიანებს უზიარებს, ვინც ამას იმსახურებს.
მაისი – ერთგული და მიზანდასახულია. გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველები არიან, რაც მათ რთულ ხასიათს ნიღბავს. მაისში დაბადებულის შეყვარება საშიშია, რადგან, თუკი მას თავდავიწყებით არ შეიყვარებთ და არ უერთგულებთ, ეს ტრაგიკული სიყვარული იქნება.
ივნისი – პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ზოგჯერ ისე, რომ სიტყვებსაც არ არჩევს. არასდროს ფიქრობს, რომ მისი ამ საქციელით შეიძლება, სხვა ადამიანს სტკენს გულს. სიყვარულში საშიში მოთამაშეები არიან. თუმცა, თუ ის აგირჩევთ, მის გვერდით თავდაუზოგავი სიყვარულის ხაფანგში აღმოჩნდებით.
ივლისი – პატიოსნებითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩევა, თუმცა ამოუცნობი და ძალიან ჭკვიანია. შესანიშნავი სასიყვარულო პარტნიორია, მაგრამ, თუ ერთხელ მოატყუებთ, სამუდამოდ დაკარგავთ. ისინი, არასდროს პატიობენ ტყუილს.
აგვისტო – ამ თვეში დაბადებული სიყვარულში ყოველთვის იმარჯვებს. საკმაოდ ჭკვიანები არიან. არ უყვართ, როდესაც მასზე იუმორში საუბრობენ. ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ და ცდილობენ, მათ გვერდით მყოფი საყვარელი ადამიანი მაქსიმალურად გააბედნიერონ.
სექტემბერი – სასიყვარულო პარტნიორისგან მათთვის მთავარი ერთგულებაა. ღალატს არასდროს არავის აპატიებენ. თუ სასიყვარულო პარტნიორს მცირე ხნით და გასართობად ეძებთ, ამისთვის სექტემბერში დაბადებული ადამიანი ნამდვილად არ გამოგადგებათ. ისინი საკმაოდ კრიტიკულები არიან საკუთარი თავის მიმართ და სწორედ, ამიტომ, აქვთ პარტნიორებისგან ძალიან დიდი მოლოდინები.
ოქტომბერი – ძლიერი და უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევა. ემოციურია და საკმაოდ ჭკვიანი იმისთვის, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა ყველას არ გადაუშალოს. მუდმივად იღებენ კომპლიმენტებს საპირისპირო სქესის წარმომაგდგენლებისგან და საკმაოდ ღირსეული პირადი ცხოვრება აქვთ.
ნოემბერი – აქტიური და თანმიმდევრულია. მარტივად ხვდება ტყუილს, ამიტომ მის გრძნობებზე თამაში კატეგორიულად იკრძალება. მასთან არასდროს მოიწყენთ. არასდროს ჰკითხოთ აზრი, თუკი სიმართლის მოსასმენად მზად არ ხართ.
დეკემბერი – მოუთმენელი ხასიათით გამოირჩევა. საკმაოდ იღბლიანია. ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია, გამარჯვებული გამოვიდეს. ყველაზე უკეთ იცის, როგორ აუმაღლოს განწყობა მის საყვარელ ადამიანს. ცხოვრება არ აშინებს და მიზანსაც ყოველთვის აღწევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი