ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა არის თქვენი ნაკლი ზოდიაქოს მიხედვით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.11

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ყველა ადამიანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს და ამაში დიდი წვლილი დაბადების ზოდიაქოს ნიშანსაც მიუძღვის. ზოდიაქოს მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს ხასიათში, დადებით თვისებებთან ერთად, უარყოფითი თვისებებიც აქვს. თუმცა, ის თუ რამდენად ახერხებთ საკუთარ ხასიათში უარყოფითი თვისებები დადებითით ჩაანაცვლოთ, ეს უკვე კონკრეტულად თქვენზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე.

ვერძი

უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან კი აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.

კურო

ძირითადი ნაკლი სიჯიუტეა. არ უყვარს, როცა რაიმე ახალს სთავაზობენ, რადგანაც სიახლეების შიში აქვთ. ამის გამო, ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს ხშირად უშვებს ხელიდან. დადებითი თვისებებიდან კი კუროს ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინება აქვს.

ტყუპები

თვისებებიდან ყველაზე გამაღიზიანებელი გაუთავებელი ლაპარაკი და საშინლად ცვალებადი ხასიათია. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში, მესამეს აკეთებს. დადებითი თვისება ტყუპებში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.

კირჩხიბი

ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნია. მას ძალიან უჭირს წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვებისა და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ხასიათში, გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახი აღიზიანებთ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში. უყვარს სუსტების მფარველობა.

ქალწული

უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ანგარებიანი დამოკიდებულების გამო გარშემო მყოფების მიმართ. დადებითი თვისება კი ისაა, რომ თავდადებული ზრუნავს მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორი

ნაკლი მერყევი ხასიათია. ხშირად თავად ვერ გაუგია, რა სურს ან სურს კი საერთოდ რამე. გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის პრობლემების საბაბი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულის ხასიათში ცუდ ჩვევად, შეიძლება, მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივად გულში ჩარჩენა. თუმცა, დადებითი თვისებაც ბევრი აქვთ. ისინი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანები არიან. არასოდეს ჩაგრავენ ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.

მშვილდოსანი

ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი მათი საოცარი გულითადობა მეგობრების მიმართ, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათია.

თხის რქა

ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც.

დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია, თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით.

მერწყული

ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. დადებითი კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ის აქვთ, რომ ისინი უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასდროს ყოფენ საზოგადოებას ფენებად და არ გააჩნიათ მიუღებლობა რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს და რეალურ სამყაროში იცხოვრონ. დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და მოსმენის ნიჭი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა