ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ახდენს უარყოფით გავლენას თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.09

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობაში ბევრ ადამიანს ეცარება ხელი, ღალატის ან მიტოვების მსხვერპლი ხდება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არსებობს უარყოფითი ასპექტები, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს კონკრეტული ადამიანის რომანტიკულ ურთიერთობაზე. ამიტომ, თუ გეცოდინებათ ადამიანის სახასიათო შტრიხი, სასიყვარულო სფეროში, ბევრ უსიამოვნებას დააღწევთ თავს.

ვერძი – სიყვარულით ტკბობაში ხელს უშლის იმპულსურობა და სიჯიუტე. მათთან ცხოვრება არ არის ადვილი. გაუცნობიერებლად მიისწრაფვიან კონფლიქტებისკენ. საშინლად ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან. შეიძლება მოღალატეებიც იყვნენ, მაგრამ პარტნიორისგან იმავეს ნამდვილად არ მოითმენენ.

კურო – შეუძლიათ, ეჭვიანი და მესაკუთრეები იყვნენ და პარტნიორი თავიანთ საკუთრებად მიიჩნიონ. შეყვარებული კუროს ბნელი მხარე ახირებებთან არის დაკავშირებული. მათი ურთიერთობები შესაძლოა, გართულდეს კომფორტის ზონის დატოვების შიშით. ზოგჯერ სიზარმაცე სძლევთ ხოლმე.

ტყუპები – შეიძლება, სიყვარულში ცივი იყოს, მაგრამ ნამდვილი მსახიობია და მაინც მიაღწევს იმას, რაც სურს. ძალიან არასტაბილურები და ცვალებადები არიან. მუდმივად ერთ პარტნიორთან ყოფნა და ერთფეროვნება მალე სწყინდებათ.

კირჩხიბი – გადაჭარბებულმა ემოციურობამ, შესაძლოა სიყვარულში იმედგაცრუებამდე მიიყვანოს. ისინი უკეთესი მამები ან დედები არიან, ვიდრე რომანტიკული პარტნიორები. მათ ერთგული გვერდში მდგომი უფრო სჭირდებათ, ვიდრე სექსუალური პარტნიორი.

ლომი – ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ, პარტნიორისგან ესაჭიროებათ აღტაცება და აპლოდისმენტები, ამიტომ ხშირად რჩებიან იმედგაცრუებულნი. ამოძრავებთ ინსტინქტები და ვნება.

ქალწული – არიან პერფექციონისტები, უნდობლები და პესიმისტები. არ უყვართ მოლაპარაკებები და მით უმეტეს, კამათი. პარტნიორის წვრილმან დეტალებს აკვირდებიან და სწრაფად იგებენ ნაკლოვანებებს, ამასთან ძალიან მომთხოვნიც არიან, ამიტომაც, სიყვარულში პრობლემები აქვთ.

სასწორი – ვერ იტანენ უსიამოვნებებს და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სიყვარულში პრობლემები აქვთ. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და სურთ იცხოვრონ უკონფლიქტოდ. მათთან საუბარი იმაზე, თუ რას ფიქრობთ და გრძნობთ, დადებითად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობაზე.

მორიელი – ყველაზე ვნებიანი, მგზნებარე ნიშანია და იმავდროულად, ყველაზე რთული წყვილში თანაარსებობისთვის. ეჭვიანი და მესაკუთრეა, არ პატიობს და არაფერს ივიწყებს, შურისმაძიებელია, საყვარელი ადამიანის მიმართაც კი.

მშვილდოსანი – მათთან ცხოვრება რთულია. სჭირდებათ მუდმივი სტიმულირება, რათა შეინარჩუნონ ინტერესი პარტნიორის მიმართ. არ სურთ რაიმეს ხელიდან გაშვება და პირადი მიზნების გამო შეუძლიათ, უარი თქვან რომანტიკულ ურთიერთობებზე. ძალიან რთული ნიშანია სტაბილური ურთიერთობისთვის.

თხის რქა – შეუძლიათ, სიყვარული და სიამოვნება გვერდზე გადადონ სამუშაოსა და მატერიალური ამბიციების განსახორციელებლად. მათი სიცივე, საყვარელ ადამიანში იმედგაცრუებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაქორწინდნენ ფულის ან სტატუსის გამო. თუმცა, კავშირის გაწყვეტას არ ჩქარობენ.

მერწყული – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია. არასდროს გამოხატავენ, რას გრძნობენ. მათი განწყობა ერთ წამში შეიძლება, შეიცვალოს, ისევე როგორც მათი ურთიერთობები. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლება, უარყოფენ ხანგრძლივ ურთიერთობებს და სიყვარულს ჩვეულებრივ მეგობრობას ამჯობინებენ.

თევზები – ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. როცა შეყვარებულები არიან, ღრუბლებში დაფრინავენ და ზოგჯერ სიყვარულს ხედავენ იქ, სადაც არაა. ცდებიან რეალობას და უიღბლო სიყვარულის გამო ხშირად იტანჯებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა