ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: 2021 წელი საქართველოსთვის იქნება გარდამტეხი, თავს დავაღწევთ გაჭირვებას, კრიზისებს და სამშვიდობოზე გავალთ

№53

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.01

ნანული ლალიაშვილი
დაკოპირებულია

25 დეკემბერს, ქრისტეშობას, ცნობილ ქართველ ნათელმხილველს,  ალტერნატიული მედიცინის აკადემიის დამფუძნებელს, ქალბატონ  ნანული ლალიაშვილს  დაბადებიდან  74 წელი შეუსრულდა.
  

ნანული ლალიაშვილს ქართველი საზოგადოება კარგად იცნობს. ის დღეს თბილისში ყველაზე მოთხოვნადი ბიოენერგოკორექტორია. ნათელმხილველი, რომელიც სამშობლოში ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაბრუნდა, ძალიან სწრაფად მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მის შესახებ ბევრი იწერება ქართულ პრესაში, იწვევენ გადაცემებში და სატელევიზიო შოუებში.

ქალბატონი ნანული ათეული წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში. ამერიკასა და შემდეგ მოსკოვში გატარებულმა წლებმა მას საერთაშორისო აღიარება და დიდი წარმატებები მოუტანა. ქალბატონი ნანული ევროპის ბიოენერგოკორექტორთა საერთაშორისო კონგრესის საპატიო წევრია.
ქალბატონი ნანული ოთხ ათეულ წელზე მეტია, ეხმარება ადამიანებს გადალახონ პრობლემები, მოიპოვონ წარმატება, კეთილდღეობა, ბედნიერება და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს იუბილეს ქალბატონ ნანულის და მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მასთან – რას მოგვიტანს 2021 წელი და რას უნდა ვუფრთხილდეთ ყველაზე მეტად, ამის შესახებ თავად ქალბატონი ნანული გიამბობთ.

ნანული ლალიაშვილი: დიდი მადლობა თქვენც და უამრავ ადამიანს, რომლებმაც მომილოცეს ეს დღე კეთილი სურვილებით. ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა უცხოეთიდან, სადაც წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მათ შორის ჩემი კოლეგებიც, რომლებიც წელს საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ კორონაპენდემიამ შეგვიშალა ხელი. საქართველოში დაგეგმილი იყო ექსტრასენსთა და ბიოენერგოთერაპევტთა კონგრესი და ლექციების ჩატარება, ასევე, ძალიან მინდოდა ჩემს დაბადების დღეს მომეწყო ჩემი წიგნისა და აკადემიის პრეზენტაცია, მაგრამ ახლა რთული პერიოდია, უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის ექსპერტებისა და მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. კორონაპანდემია მალე დამთავრდება და შემდეგ გვექნება დრო დღესასწაულებისა და ზეიმებისთვის.
ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. დიდ დღესასწაულზე – ქრისტეშობას ვარ დაბადებული. ბედნიერი და იღბლიანი ქალი ვარ, დავიბადე ასეთ ლამაზ ქვეყანაში. ბავშვობა გავატარე თბილისში, ორთაჭალაში, ძალიან კარგ ოჯახში. გვერდით მყავდნენ საუკეთესო ადამიანები – ბებია-პაპები, მშობლები, მათ მასწავლეს ადამიანების სიყვარული, სიკეთის, თანადგომის ფასი. დღეს მაქვს დიდი და კარგი ოჯახი – მეუღლე, სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი. კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი გზით – მქონდა ძალიან აქტიური და საინტერესო ცხოვრება, ურთიერთობა ძალიან საინტერესო ადამიანებთან. მე თავად წლები ვიმუშავე კრემლში. აქტიურად ვთანამშრომლობდი ჯუნა დავითაშვილთან, რომელიც მოსკოვში ჩასვლის დროს გავიცანი. ჩვენ ერთად საინტერესო პროექტი განვახორციელეთ სირიაში. ახლა ამაზე საუბარი უკვე შეიძლება, საიდუმლოების დაცვის ვალდებულება აღარ მაქვს (იცინის).
ყველაზე მთავარი, რაც მაქვს და რის გამოც მადლიერი ვარ ღმერთის, არის ადამიანების სიყვარული, რასაც ყოველთვის ვგრძნობ. არც ერთი აკადემიის წევრობა არ არის ჩემთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო, პირიქით, როდესაც ეხმარები ადამიანს, რომელსაც ძალიან რთული პერიოდი აქვს, შენ თავად გრძნობ თავს კარგად, ერთმანეთის თანადგომა არის ერთადერთი სწორი გზა, რაც უნდა ავირჩიოთ ამ რთულ ცხოვრებაში.
– ძირითადად, რა პრობლემები ჰქონდათ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“? დღეს რა სახის პრობლემების დროს მოგმართავენ დასახმარებლად?
– ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, ადამიანებს ყველა დროში თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვთ, რაც უნდა წარმატებული იყოს ადამიანი, მაინც ბევრი სირთულის გადალახვა უწევს, ხანდახან ისეთიც კი, რასაც ვერც კი წარმოიდგენთ. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ათეული წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, აქაურობასთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია. რაც უნდა წარმატებული იყო სხვაგან, შენს სამშობლოში ცხოვრებას არაფერი შეედრება, ვნანობ, რომ უფრო ადრე არ დავბრუნდი ჩემს სამშობლოში ჩემი ხალხის დასახმარებლად. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ჩვენი ემიგრანტების მიმართ. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ძალიან ცოტა ადამიანს ვიღებდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მათ იმდენად ბევრი პრობლემა ჰქონდათ, ყველას ერთნაირად სჭირდებოდა დახმარება და ვერ განვასხვავებდი, ვინ იყო ცნობილი და ვინ – არა. დღეს ადამიანებს ბევრი გასაჭირი აქვთ – სოციალური, ყოფითი, დაულაგებელი პირადი ცხოვრება, კარიერა... სტრესი, შფოთვა, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. კორონაპანდემიის რთულ პერიოდს საზოგადოებაში ემოციური ფონის გამძაფრება მოჰყვა.
– 2020 წელი მართლაც ძალიან რთული წელი იყო მთელი სამყაროსთვის, რა პროგნოზებს გააკეთებთ, როგორი იქნება 2021 წელი?
– 2020 წელი მართლაც რომ გამორჩეული წელი იყო, ბევრი სირთულე შეგვხვდა და ალბათ, ბევრი რამ ვისწავლეთ კიდეც, ბევრი სირთულის მიუხედავად, საყვედური არ ვუთხრათ ამ წელს და მშვიდობიანად გავაცილოთ. 2020-მა წელმა დაგვაფიქრა მთავარ ღირებულებებზე, რაც ცხოვრების მძიმე მარათონში ჩართულ ადამიანებს დავიწყებული ჰქონდათ. ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ამ წლისგან ვისწავლეთ, არის ერთმანეთზე ზრუნვა და გაფრთხილება, ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაფასება, მადლიერების დაბრუნება. სამყარო არ გაჩერდება, ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება, მაგრამ ადამიანებს მეტი თანადგომის, სიკეთის, სიყვარულის გამოჩენა მოგვიწევს. ჩვენ ნელ-ნელა გამოვალთ პლანეტური პანდემიისგან, კორონაპანდემია მალე დასრულდება. მთავარია, ყველამ ჯანმრთელებმა და ცოცხლებმა მივაღწიოთ იქამდე.
საქართველო გამორჩეული ბედისაა. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მას ისეთი იღბალი აქვს, მალე გავა სამშვიდობოზე. 2021 წელი საქართველოსთვის გარდამტეხი წელია. პირველი თვეები მძიმე იქნება, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება. ვხედავ ახალ სახეებს ჩვენს საზოგადოებაში, მოდის ახალი თაობა, ახალგაზრდები, რომლებიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან. იქნება გარდამტეხი პროცესები ეკონომიკაში, ადამიანები შეძლებენ ამოსუნთქვას მძიმე, დუხჭირი ცხოვრებიდან.
ეს იქნება წელი, როდესაც უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, წარსულში დატოვოთ ხელისშემშლელი ფაქტორები, აგრესიული, არაკეთილმოსურნე ადამიანები.
ეს არის პერიოდი ახალი გეგმების, ახალი მიზნების საფუძვლის ჩასაყრელად. შეხვდით ახალ წელს მხნედ, ოპტიმიზმით. იყავით მშვიდი, თავდაჯერებული, გონიერი. ნუ მიანიჭებთ პრობლემებს იმაზე მეტ ძალას, ვიდრე მათ აქვთ. თქვენი ძალა კი საკუთარი ცხოვრებისთვის გამოიყენეთ. ყველა ადამიანში არის რესურსი, გაუმკლავდეს ცხოვრების რთულ პერიოდს და შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.
გილოცავთ 2021 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და სიხარულს! წარმატებები და გამარჯვებები მოეტანოს 2021 წელს ჩვენი ქვეყნისთვის! უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს!
ქალბატონ ნანული ლალიაშვილთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ, დარეკოთ: 579-70-00-57, 599-07-33-22.
უცხოეთიდან ნანული ლალიაშვილის ოფისთან დაკავშირება შესაძლებელია „ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“:
WHATSAP 599-07-33-22; VIBER+ 79857278451.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი