ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 9 – 15 მაისი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.05, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ნუ ენდობით უცნობებს და გადაამოწმეთ ყველა სიახლე. კონფლიქტური და მტკივნეული სიტუაციები საკუთარ ქცევებზე დაგაფიქრებთ. საყვარელ ადამიანთან კამათისას, ზედმეტი არაფერი თქვათ. აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

კურო ♉

აქტიური, მაგრამ ემოციური პერიოდია. რთული არჩევანის გაკეთება დაგჭირდებათ. ეცადეთ ყველა უთანხმოება დროულად მოაგვაროთ. ახალი პირადი ურთიერთობა გაამძაფრებს თქვენს გრძნობებს და მომავალი მღელვარების საბაბი გახდება. მოგზაურობა, არაა რეკომენდებული

ტყუპები ♊

ზედმეტად ნუ იოცნებებთ და დასახეთ მხოლოდ რეალური გეგმები. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორის მიმართ. შესაძლოა მოგინდეთ ყოველივე ძველის დანგრევა და დავიწყება და ახალი კავშირის დამყარება.

კირჩხიბი ♋

პერიოდი არ უწყობს ხელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი საქმეების დაწყებას. ახალი ნაცნობობა, თქვენს ცხოვრებას გაახალისებს. შეამცირეთ გადაადგილებები და უარი თქვი მოგზაურობაზე. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ძველი სასიყვარულო პარტნიორის გამოჩენა.

ლომი ♌

რთული პერიოდია. არ გადაიღალოთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საქორწინო და სასიყვარულო სფეროში კი, ბევრი რამე იქნება დაფარული და საიდუმლო. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

ქალწული ♍

ბევრი საქმის შესრულება მოგიწევთ. ნუ გარისკავთ და ერიდეთ გარშემომყოფების მოტყუებას. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში, მოსალოდნელია არაერთაზროვანი მოვლენები, რამაც შეიძლება დაღლილობის გრძნობა გამოიწვიოს.

სასწორი ♎

ეცადეთ საბუთები წესრიგში გქონდეთ, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ. პირად ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს ნუ განახორციელებთ. მოგზაურობისას კი, მეტი ყურადღება გმართებთ უცნობი ადამიანების მიმართ.

მორიელი ♏

ხალხთან ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა მოთმინებას მოითხოვს.

მშვილდოსანი ♐

პირადი ურთიერთობა ბევრ განცდასა და არარეალურ ხედვას შემოიტანს. შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გაჩნდეს ოჯახში. გადაამოწმეთ საბუთები, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის აღსადგენად კი, შესაძლოა აუცილებელი გახდეს მკურნალობის ჩატარება.

თხის რქა ♑

ყურადღებას მოითხოვს იურიდიული და პარტნიორული პრობლემების მოგვარება, რის გამოც დასვენებისთვის დრო არ დაგრჩებათ. მოერიდეთ ავანტიურულ საქმეებში მონაწილეობას. სამსახურში გადატვირთვის შემთხვევაში, ეცადეთ რიგიანად გამოიძინოთ და აღიდგინოთ ძალები.

მერწყული ♒

სამსახურში მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციები. პირადი პრობლემების გამო გაგიჭირდებათ მუშაობა. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ნაკლებად იურთიერთოთ არასასიამოვნო ხალხთან. არაა გამორიცხული ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა თქვენი კავშირი მეტად საქმიანი ხასიათის იქნება, ვიდრე რომანტიკული.

თევზები ♓

სჯობს თავი შეიკავოთ დიდი შენაძენებისგან. შესაძლოა მოგიწიოთ სხვათა ნაცვლად დამატებითი მოვალეობების შესრულება. არავის დაუპირისპირდეთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი ურთიერთობა მის შესაძლებლობებს დაგანახვებთ. მოგზაურობა გადადეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი