ჰოროსკოპი და შეუცნობელი

5-11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.05

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

არ გარისკოთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და აკონტროლეთ ემოციები. საყვარელ ადამიანთან მეტად გაგიადვილდებათ ურთიერთობა, თუ ზოგჯერ მის პრობლემებსაც მოისმენთ. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

კურო ♉

ნაყოფიერი პერიოდია. გარკვეული მოვლენები გაიძულებთ შეიცვალოთ ცხოვრების ჩვეული განრიგი. წარმატებას მოგიტანთ საყვარელი საქმე და ახალი ხალხის გაცნობა. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიის შესანარჩუნებლად, დაიოკეთ შეწინააღმდეგების სურვილი.

ტყუპები ♊

ნუ ეცდებით დიქტატორული თვისებების გამოვლენას, მომთმენი იყავით ახლობლებთან. ეს დრო არ უწყობს ხელს ახალი საქმეების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.

კირჩხიბი ♋

ახალი საქმის დაწყება დროებით გადადეთ. მეტი დრო დაუთმეთ საჭირო კავშირების დამყარებას. გადაადგილებები, შედეგიანი აღმოჩნდება. კარგი დროა სახლის კეთილმოწყობისათვის და ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის.

ლომი ♌

საქმეში შეიძლება ხელი უამრავმა წვრილმანმა შეგიშალოთ. წინასწარი გათვლების გარეშე სჯობს არაფერი მოიმოქმედოთ. პირად სფეროში სიმშვიდე მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. მოგზაურობა კი, დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

ქალწული ♍

ყოველდღიური და პროფესიული საქმეები მოითხოვს მთელს თქვენს ენერგიას. ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. ხარჯეთ მხოლოდ თქვენი დანაზოგი და არ გამოიყენოთ სხვისი ფული.

სასწორი ♎

ენერგიის უკმარისობა ემოციურ დისბალანსს გამოიწვევს, რაც შესაძლოა ცუდად აისახოს საქმიან ურთიერთობებზე. კარგია დროა ძველი კავშირების აღდგენისა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად.

მორიელი ♏

აუჩქარებლად იმოქმედეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. ძველი და დასასრულებელი საქმეების სიუხვე ცოტა დროს დაგიტოვებთ პირადი ურთიერთობებისთვის, რაც რჩეულის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მშვილდოსანი ♐

სიზარმაცე და მოდუნება ხელს შეგიშლით აქტიურ მოქმედებაში. გაიზრდება ფარული კავშირები, რამაც შეიძლება სასიყვარულო პარტნიორის ეჭვი და გაბრაზება გამოიწვიოს. მეტი ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

თხის რქა ♑

განმარტოებისა და დასვენებისათვის ცოტა დრო დაგრჩებათ, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე. სიფრთხილე გმართებთ საბუთებთან და უცხოეთთან დაკავშირებულ საქმეებში. თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან.

მერწყული ♒

ემოციურად დაძაბული პერიოდია. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი დაქვეითდება. შეამცირეთ გადაადგილებების და შეხვედრების რიცხვი. ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების სურვილები და რჩევები.

თევზები ♓

მომატებული ენერგია დაგეხმარებათ ახლებურად მოქმედებასა და განვითარებაში. არასასიკეთო დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. კარგი პერიოდია როგორც დასვენებისათვის, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და მკურნალობისათვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა