4-10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. გაიზრდება ორგანიზებულობა და შემოქმედებითი უნარი. ადვილად იპოვით საერთო ენას და მიაღწევთ საწადელს ნებისმიერ სიტუაციაში. გააკონტროლეთ ქცევები.
კურო ♉
პერიოდი კარგია მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. დაუთმეთ დრო დასვენებას. ფარული რომანტიკული ურთიერთობა, სირთულეებს შეგიქმნით.
ტყუპები ♊
კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, ცოდნის გაღრმავებისათვის. კარიერულ ზრდაში დახმარებას გაგიწევენ მეგობრები. პირად ურთიერთობებში სჯობს დროულად გაერკვეთ. მოერიდეთ ექსტრემალურ გართობას.
კირჩხიბი ♋
ხელმძღვანელი პირები დააფასებენ თქვენს ერთგულებასა და ნიჭს. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, იმპულსურად მოქმედებას, აზარტულ თამაშებს, ზღვარგადასულ დროსტარებას, უკანონო მოქმედებებსა და გაუაზრებელ რისკს.
ლომი ♌
კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი საქმიანობისათვის, ახალი იდეების განხილვისა და ხორცშესხმისთვის. არ აჩქარდეთ და არ იყოთ ზედმეტად თავდაჯერებული. სასიკეთოდ ჩაივლის მოგზაურობა.
ქალწული ♍
მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებსა და ახალი ინფორმაციის მიღებას. სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება გაგიცრუვდეთ იმედები. მოგზაურობა არა მარტო დასვენების საშუალება იქნება, არამედ ახალი და სასიკეთო ნაცნობობისაც.
სასწორი ♎
კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. გადაამოწმეთ საბუთები, რათა არ გაგეპაროთ შეცდომები. პირად ცხოვრებაში ერთფეროვნება შესაძლოა დამღლელი მოგეჩვენოთ.
მორიელი ♏
პირად ურთიერთობებსა და ბიზნესში იყავით ფრთხილი და უსმინეთ ინტუიციას. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისა და გეგმაზომიერი მოქმედებებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობა, სჯობს დამოუკიდებლად გაარკვიოთ.
მშვილდოსანი ♐
წარმატება გელით არა ერთ სფეროსა თუ საქმეში. მიზანდასახულობა დაგეხმარებათ წარუმატებლობის შიშის დაძლევაში. მოქმედება გაგიადვილდებათ თუ ინტუიციურად იგრძნობთ სხვა ადამიანების შესაძლებლობებს და გამოიყენებთ თქვენს საქმეში.
თხის რქა ♑
ადრე დაგეგმილი, კარგად გააზრებული და ახლა დაწყებული საქმე მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება. მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.
მერწყული ♒
გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრების, მოლაპარაკებების რიცხვი. მოერიდეთ უთანხმოებას როგორც კოლეგებთან, ასევე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. დინჯი ანალიზი და სწორი არგუმენტები დაგეხმარებათ საკუთარი პოზიციების დაცვაში.
თევზები ♓
უამრავი ახალი და პერსპექტიული იდეა შეგაწუხებთ. ძალდატანება, უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე. მოგზაურობები სასიამოვნო ელფერს შეიძენს და სასურველ შედეგს გამოიღებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან