ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 4 - 10 ნოემბერი

№45

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 04.11

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, ძველი იდეების ხორცშესხმისთვის. საყვარელ ადამიანთან თუ არ იქნებით თბილი და გულღია, შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოთ. მოგზაურობა დიდ პერსპექტივებს გპირდებათ.

კურო ♉

თქვენი იდეები დიდი მოწონებას დაიმსახურებს. ერთობლივ ფინანსებთან დაკავშირებული საქმე მომგებიანი იქნება, ოღონდ წესრიგში მოიყვანეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. ახალი სასიყვარულო კავშირი ღრმა გრძნობებსა და სულიერ ერთიანობას გიქადით.

ტყუპები ♊

პროფესიულ საქმეებში ახალ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებთ. მოიმატებს შემოსავლებიც. სახლის საქმეები მთლიანად თქვენს პასუხისმგებლობას დაეყრდნობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესაძლოა საიდუმლოებით ფარული, მაგრამ ძალზე სასიამოვნო იყოს.

კირჩხიბი ♋

თქვენი შრომით ნელა, მაგრამ წარმატებულად ივლით მიზნისაკენ. გარშემომყოფები ყოველმხრივ დაგიჭერენ მხარს, თუმცა შესაძლოა ინტრიგებიც. საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა დასჭირდება. ეცადეთ ზედმეტი ენერგია არ ხარჯოთ.

ლომი ♌

დადებითი განწყობა აქტიურად მოქმედების საშუალებას მოგცემთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას და ახალ შენაძენებს. საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად ეცადეთ გაითვალისწინოთ მათი აზრი.

ქალწული ♍

გაზრდილი ინტელექტუალური შესაძლებლობები და შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვაში. მოთმინებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ადვილად დასძლევთ ბარიერებს. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.

სასწორი ♎

კარგი დროა ახალი იდეების გენერირებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად. არ გარისკოთ და არ დაარღვიოთ კანონი. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს.

მორიელი ♏

მეტი დრო დაუთმეთ პირად პრობლემებს, სასიყვარულო ურთიერთობას, გარეგნობის გაუმჯობესებასა და ავტორიტეტის ამაღლებას. გადაადგილებებმა და მოგზაურობებმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს თქვენი ძველი გეგმები და მიზნები.

მშვილდოსანი ♐

ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული და ოფიციალური საქმეების მოსაგვარებლადაც. რომანტიულ ურთიერთობებში შესაძლოა მოისურვოთ უჩვეულო გამოცდილების მიღება, რაც ბედიღბლის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

თხის რქა ♑

მეტად უსმინეთ შინაგან ხმას და დრო უქმად არ დახარჯოთ. სამსახურის საქმეებში სასიკეთო შესაძლებლობები გამოჩნდება, ოღონდ ნუ გექნებათ სწრაფი წარმატების იმედი. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით კარგ მეგობრობაში გადაიზრდება.

მერწყული ♒

კარიერაში წინსვლა მოითხოვს დამატებით ინფორმაციასა და ცოდნას. სხვის მაგივრად საქმეებს ნუ შეასრულებთ, რათა ზედმეტად არ გადაღალოთ ორგანიზმი. სასიყვარულო სფეროში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

თევზები ♓

კარგი დროა როგორც პირადი ცხოვრებისთვის, ისე ბიზნესისთვის. მაღალი აქტივობა დადებითად აისახება ახალი საქმეების დაწყებაზე და ჩანაფიქრების განხორციელებაზე. საყვარელ ადამიანთან ნუ იკამათებთ. მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს შინაგან სამყაროზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა