კვირის პროგნოზი 3-9 თებერვალი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.02
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
აქტიური პერიოდია, როდესაც ყველაფრის მოსწრება და შესრულება იქნება შესაძლებელი. პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ამ დროს დაწყებული მოგზაურობა, დამღლელი აღმოჩნდება.
კურო ♉
დატვირთული, აქტიური და შემოქმედებითი დროა, როდესაც არა ერთი პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი. ახლო მოგზაურობები დადებითად ჩაივლის, თუ გზებზე მოძრაობისას ყურადღებით იქნებით.
ტყუპები ♊
არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან შეცდომებს ვერ ასცდებით. ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული. ოჯახის წევრებთან გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება. უცხოეთში მიმოწერა და იქიდან მიღებული ინფორმაცია ახალ პერსპექტივებს გიქადით.
კირჩხიბი ♊
სასიამოვნო და აქტიური კონტაქტების პერიოდია. საქმეების სიმცირე, დასვენების საშუალებას მოგცემთ. კარგი დროა პოპულარობის გასაზრდელად და სოციალური სტატუსის ასამაღლებლად. ახლო მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.
ლომი ♌
რეალურად შეიგრძნობთ სიახლეების სურვილსა და ცხოვრებისეული ცვლილებების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორების მიმართ. კარგი პერიოდია დასვენებისათვის.
ქალწული ♍
სასიამოვნო ემოციებისა და კომუნიკაციების პერიოდია. შესაძლებელი იქნება ახალი იდეებისა და ფანტაზიების ხორცშესხმა. ყურადღება სჭირდება ფინანსებს, რათა ზედმეტად არ გაიზარდოს ხარჯი. გადაადგილებები, სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
სასწორი ♎
ყველაფერში დაიცავით ზომიერება. ენერგეტიკა დაქვეითებულია, რის გამოც მოგიწევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას და აკონტროლოთ ემოციები. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
მორიელი ♏
თავს მხნედ იგრძნობთ და გაგიადვილდებათ ბევრ ხალხთან შეხვედრა. რთული თემების განხილვისას ადვილად შეუცვლით მსმენელს აზრს. სახლში ჰარმონია დაისადგურებს. რომანტიკული განწყობა განაპირობებს პირადი კავშირების გაუმჯობესებასა და გამყარებას.
მშვილდოსანი ♐
დრო ხელს უწყობს ახალი პირადი ურთიერთობის დაწყებასა და გრძნობის გამხელას. დამოუკიდებლად მარტივად გაართმევთ თავს საქმეებს. გზებზე მოძრაობისას კი, მეტი სიფრთხილე გმართებთ.
თხის რქა ♑
შემოქმედებითი და წარმატებული დროა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს დაგიტოვებთ. მიზანდასახულობით და თავდაჯერებულობით ნებისმიერ საქმეს გაართმევთ თავს. სასიყვარულო პარტნიორი, ყოველმხრივ გაგიწევთ დახმარებას.
მერწყული ♒
გადაწყვეტილებების მიღებისას ზედმიწევნით განსაჯეთ ყველაფერი. გაგიადვილდებათ მეგობრული და საქმიანი კავშირების დამყარება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, დროულად მიმართეთ ექიმს.
თევზები ♓
ამ პერიოდში დასვენების საშუალება არ მოგეცემათ. მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გაძლიერებულ ყურადღებაში აისახება. არაა გამორიცხული მოულოდნელად საფუძველი ჩაეყაროს ახალ სასიყვარულო გრძნობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან