ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  29 ნოემბერი - 5 დეკემბერი

№48

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.11, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ოჯახში და სასიყვარულო ასპარეზზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. მოგზაურობა თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებას შემატებს. შესაძლოა მოისურვოთ იმიჯის, ცხოვრებისა და ურთიერთობის სტილის შეცვლა.

კურო ♉

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, შეხვედრებისათვის, ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გააკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს.

ტყუპები ♊

ყველაფერი ზედმიწევნით გადაამოწმეთ, რადგან მაღალია დეზინფორმაციის, საბუთებში შეცდომებისა და დანაკარგების ალბათობა. კარგი დროა საკუთარ კომპლექსებში და ემოციურ პრობლემებში გასარკვევად.

კირჩხიბი ♋

არახელსაყრელი დროა სამსახურის შესაცვლელად, ახალი საქმის დასაწყებად და ბინის გამოცვლისთვის. ახალი რომანი, დიდ პრობლემებს გამოიწვევს. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ და ყურადღება არ მოადუნოთ გადაადგილებებისას და მგზავრობისას.

ლომი ♌

სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა შეგეცვალოთ სამომავლო პრიორიტეტები, მიზნები და გეგმები. ახალი რომანი ძალას შეგმატებთ და გააძლიერებს შემოქმედებით უნარებს. არ ენდოთ უცნობებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.

ქალწული ♍

კარგი დროა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში არასტაბილური კავშირები შეიძლება გაწყდეს. ნუ აჩქარდებით და უსმინეთ შინაგან ხმას. დრო არ უწყობს ხელს უცხოელებთან ურთიერთობასა და მოგზაურობას.

სასწორი ♎

ახალი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად მარტო ნუ იმოქმედებთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ უახლოეს მეგობრებს. მოერიდეთ პრეტენზიების წაყენებას, რათა კრიტიკა არ დაიმსახუროთ. ბუნებასთან კონტაქტი სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ.

მორიელი ♏

გაბედულად იმოქმედეთ, ნუ მოდუნდებით. სჯობს არ გარისკოთ და ყველა საკითხი შეათანხმეთ პირად, ან საქმიან პარტნიორებთან. სასიყვარულო ურთიერთობის არსებული ფორმა აღარ დაგაკმაყოფილებთ, თუმცა ცვლილებები მხოლოდ ქაოსს გამოიწვევს.

მშვილდოსანი ♐

არაერთგვაროვანი პერიოდია, როდესაც დიდია ცდუნების ალბათობა. არ გარისკოთ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. უცხოეთიდან ან უცხოელებისგან მიღებულ ინფორმაციას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

თხის რქა ♑

საჭიროების შემთხვევაში სჯობს დროულად წახვიდეთ დათმობებზე, რათა საქმიან, სამსახურებრივ და პირად ურთიერთობებში შეინარჩუნოთ კეთილგანწყობა და ნდობა. სჯობს მოერიდოთ შორეულ მოგზაურობებს და შეძლებისდაგვარად გადადოთ სამედიცინო ოპერაციები.

მერწყული ♒

კარგი დროა ინფორმაციის დასაგროვებლად, ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან, ან უცხოეთში მყოფ მეგობრებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. პირად ურთიერთობებში კი, რეფორმებს ნუ დაიწყებთ და ეცადეთ მეტად რბილი და ტაქტიანი იყოთ

თევზები ♓

საქმიან პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს კატეგორიული ნუ იქნებით. არსებობს მოტყუებისა და ინტრიგების ალბათობაც, თუმცა კოლეგების მხარდაჭერით შეძლებთ საქმის სწრაფად გამოსწორებას. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა მთლიანად დაიმონებს თქვენს გონებას და გაგიძლიერებთ ფანტაზიას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული