ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  26 თებერვალი – 3 მარტი

№9

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.02

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი

მეტად უსმინეთ ინტუიციას და არავის ეკონფლიქტოთ. თქვენს კარიერასა და პირად ურთიერთობებს სასიკეთოდ წაადგება იმიჯისა და სტილის შეცვლა. მშვენიერ პერსპექტივებს შეგიქმნით უცხოელებთან თანამშრომლობა, ქველმოქმედება, ან ონლაინ ბიზნესი.

კურო

დასახული მიზნების მისაღწევად შესაძლოა მოგიხდეთ ბევრ სხვადასხვა წრისა და სტატუსის ადამიანთან ურთიერთობა. გადაადგილებები და მოგზაურობები სასიკეთო შედეგს გამოიღებს. მდგრადი ჯანმრთელობა კი, გაზრდის თქვენს შრომისუნარიანობას.

ტყუპები

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული. სახლში ნუ დაპატიჟებთ უცნობებს. სასიყვარულო სფეროში გაუგებრობები ადვილად მოგვარდება, თუ ზედმეტად ემოციური არ იქნებით. ჯანმრთელობის გაუარესება, ხელს შეგიშლით გადაადგილებებში.

კირჩხიბი

ზედმეტად მომთხოვნი ნუ იქნებით გარშემომყოფების მიმართ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მდგრადი ჯანმრთელობა და დადებითი განწყობა ხელს შეგიწყობთ ურთიერთობებში.

ლომი

თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაქვეითდება. გაგიჭირდებათ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება თქვენს პირად, ან სასიყვარულო ურთიერთობას. კარგი დროა კომპლექსური მკურნალობის დასაწყებად.

ქალწული

კარგი დროა ცოდნის მისაღებად, კავშირების დასამყარებლად და ახალი იდეების დასამუშავებლად. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საქმიან შემოთავაზებებს. მეგობრული კავშირი შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს.

სასწორი

გადაღლა და ნერვიულობა ცუდად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. შემოსავლის გასაზრდელად მოიფიქრეთ რამე ახალი და ინოვაციური საქმე. მეგობრებთან შეხვედრისას შესაძლოა ახალი ადამიანით მოიხიბლოთ. მოგზაურობა, შეიძლება სირთულეებს დაუკავშირდეს.

მორიელი

გარშემომყოფებთან ურთიერთობა დადებითად აისახება თქვენს პროფესიულ სამუშაოსა და კარიერაზე. ფინანსური საკითხების მოგვარებისას მოერიდეთ ფარულ საქმიანობასა და ინტრიგებს. გადაღლას ადვილად დაგავიწყებთ ქალაქგარეთ ბუნებაში სეირნობა.

მშვილდოსანი

მომრავლდება რთული სიტუაციების რაოდენობა, ამიტომ ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს. ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმეში. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად. მოგზაურობები კი სჯობს დროებით გადადოთ.

თხის რქა

ეცადეთ დაძლიოთ შინაგანი დაძაბულობა და გამოავლინოთ დიპლომატიის უნარი. მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება და გადაწყვეტილებების მიღება სჯობს გადადოთ სხვა პერიოდისათვის. მეგობრული ურთიერთობა შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს.

მერწყული

თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებენ ახლობლები და მეგობრები, მაგრამ მათ ურთიერთობებში ნუ ჩაერევით და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. გარკვეული გარემოებები გამოცდას მოუწყობს თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის ურთიერთობას. კარგი პერიოდია, ხანმოკლე მოგზაურობებისთვის.

თევზები

თავს ენერგიულად იგრძნობთ, მოიმატებს გონებამახვილობა, გაიზრდება თქვენი ორგანიზატორული თვისებები, შესაძლოა გაიზარდოს შემოსავალიც. ადვილი იქნება მხარდაჭერის მოპოვება. სჯობს არ გარისკოთ. სასიყვარულო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული