კვირის პროგნოზი 25 ნოემბერი – 1 დეკემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.11
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
მოიმატებს სასიცოცხლო ენერგია, გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მოერიდეთ ფარულ მეთოდებს. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისა და ადრე დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. მოგზაურობისას, ნუ მიენდობით ახალ გაცნობილ ადამიანებს.
კურო ♉
ყველა ღონე იხმარეთ, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ კარიერას, პროფესიონალურ საკითხებსა და ჯანმრთელობას. მოერიდეთ რისკსა და კაპიტალდაბანდებებს.
ტყუპები ♊
იდეებისა და ჩანაფიქრების რეალიზება გაგიადვილდებათ ძველი პარტნიორთა დახმარებით. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის და მოგზაურობისათვის. სასიყვარულო შეხვედრები და ურთიერთობები კი, სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
კირჩხიბი ♋
მშვიდ გარემოში შეძლებთ უკეთ დაინახოთ და გააანალიზოთ მოვლენები. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება კარიერული ზრდის სტიმული გახდება. გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ეცადეთ მეტად გულღია გახადოთ.
ლომი ♌
სიმშვიდე და დადებითი განწყობა სტაბილური ჯანმრთელობისა და ნაყოფიერი მუშაობის საწინდარი გახდება. არსებობს კარიერაში წინსვლის ალბათობა. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები.
ქალწული ♍
საქმეებში წარმატება კარგი განწყობისა და სულიერი სიმშვიდის საწინდარი გახდება. რაც არ უნდა დამღლელად მოგეჩვენოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, უარი არ თქვათ მათზე. ეს დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში და ფინანსურ წარმატების მოპოვებაში.
სასწორი ♎
საქმიანი აქტიურობა და მიზანდასახულობა, წარმატებების საწინდარი გახდება. გაიზრდება სიცოცხლისუნარიანობაც, რის შედეგად გაუმჯობესდება განწყობა. ახლობლებთან ერთად დაწყებული ახალი პროექტები, მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ.
მორიელი ♏
წარმატება გელით შემოქმედებით სფეროში. თუ არ დაიზარებთ და გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, წარმატებას მიაღწევთ ფინანსურ საკითხებში. გაიფართოვეთ თვალსაწიერი, გამოიყენეთ სხვათა გამოცდილება, რათა თქვენი საქმიანობა მეტად პერსპექტიული და მომგებიანი გახდეს.
მშვილდოსანი ♐
თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. საქმეში წინსვლისათვის აუცილებელი იქნება დამატებითი ცოდნის მიღება და ახლობლების დახმარება.
თხის რქა ♑
პირადი პრობლემების გამო, გაგიჭირდებათ პროფესიული საქმეების შესრულება. გადაწყვეტილებების მიღებისას, გონივრულად განსაჯეთ ყველაფერი. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში თავშეკავებული იყავით და ეცადეთ წინასწარ არ გაამხილოთ თქვენი გეგმები.
მერწყული ♒
მიზნების მიღწევაში ახლობლები დაგეხმარებიან. კარგი დროა გადაადგილებებისთვის და ახალი კავშირების დასამყარებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, ცვლილებები მოსალოდნელი არაა.
თევზები ♓
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუკავშირდება ახალ შემოთავაზებებს. ადვილად მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას. სამსახურში ცვლილებები თქვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან