ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 25 – 31 ივლისი

№30

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.07, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ენერგიის მოზღვავება, მიზანთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. რაიმე იდეაზე ჩაციკვლამ, შესაძლოა, თქვენი სასიყვარულო პარტნიორის, ან მეუღლის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სიტუაცია ადვილად გამოსწორდება, თუ მეტ დროს დაუთმობთ რჩეულს. მოგზაურობა, სჯობს, დროებით გადადოთ.

კურო ♉

საყვარელ ადამიანთან დიქტატორულ თვისებებს ნუ გამოავლენთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისას, ხარჯიც გაიზრდება. მოიმატებს საქმიანი შეხვედრებისა და გადაადგილებების რაოდენობა. მეტად უსმინეთ ინტუიციას.

ტყუპები ♊

მოიმატებს ენერგია და იღბლიანობა. შემოქმედებითი კონტაქტები, ახალი ინფორმაცია და გადაადგილებები გაგიხალისებთ ცხოვრებას. რომანტიკული ურთიერთობა კი, გაგიღვიძებთ სიხარულის შეგრძნებას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

კირჩხიბი ♋

ნუ გამოიყენებთ სამსახურებრივ მდგომარეობას პირადი მიზნებისთვის. ახალი საქმეები კარგ შემოსავალს გპირდებათ. სასიყვარულო სფეროში თავს შეგახსენებთ ადრინდელი შეცდომები, რაც კიდევ უფრო დაძაბავს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. კარგად ჩაივლის მოგზაურობა.

ლომი ♌

საქმეში წარმატებები გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. მარტოობაში თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუმცა მაინც მოგიწევთ ბევრ ხალხთან ურთიერთობა. საიდუმლო სასიყვარულო კავშირის დაწყება კი, სასიცოცხლო ინტერესს შეგმატებთ.

ქალწული ♍

ენერგია დაიწყებს დაქვეითებას, ამიტომ მეტი ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. არ გარისკოთ და გაუწიეთ დახმარება მათ, ვინც გთხოვთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ, შესაძლოა სულ სხვაგვარად დაგანახვოთ მოვლენები. ხელსაყრელი დროა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სასწორი ♎

გაგიადვილდებათ გარშემომყოფებთან, ახალ ადამიანებთან, პოტენციურ საქმიან პარტნიორებთან სანდო ურთიერთობის დამყარება. ოჯახის წევრები, დახმარებას გაგიწევენ. სასიყვარულო პარტნიორთან თავს მშვიდად იგრძნობთ. კარგია დასასვენებლად გამგზავრება.

მორიელი ♏

გაგიჭირდებათ ყოველდღიური სამუშაოების შესრულება. მეუღლესთან, ჯობს, დათმოთ პოზიციები, რათა სიყვარული არ გადააყოლოთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებებით და საქმიანი იდეებით აგავსებთ.

მშვილდოსანი ♐

მოიმატებს ენერგია. დადებითად წარიმართება ინფორმაციის გაცლის პროცესი. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ სწორად აარჩიოთ სიტყვები, რათა არ მოგიწიოთ ყველაფრის ახსნა. მოგზაურობებს ერიდეთ.

თხის რქა ♑

დაღლილობის შეგრძნებისას აუცილებლად დაისვენეთ. თქვენს ყურადღებას მიიქცევენ საინტერესო და ორიგინალური ადამიანები. სასიყვარულო პარტნიორი საიმედოობას ერთგულებით დაგიმტკიცებთ და არავის დააჩაგვრინებს თქვენს თავს.

მერწყული ♒

ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. ნებისმიერ ადამიანთან ადვილად იპოვით საერთო ენას და მიაღწევთ საწადელს. გუნება-განწყობის ცვლილებებისას, გააკონტროლეთ საკუთარი ქცევები. ადვილად მოიპოვებთ ლიდერის პოზიციას.

თევზები ♓

ხელსაყრელი დროა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის. საყვარელი ადამიანის, მეგობრებისა და ახლობლების წრეში გატარებული დრო, შეგმატებთ ხალისს. მივლინება დაგეხმარებათ კავშირების გაფართოებასა და წინსვლაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი