ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 სექტემბერი

№39

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.09

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მეტად ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით. გაიზრდება ორგანიზებულობა და შემოქმედებითი უნარი. ადვილად იპოვით საერთო ენას და მიაღწევთ საწადელს ნებისმიერ ინსტანციაში. გააკონტროლეთ საკუთარი ქცევები.

კურო ♉

პერიოდი კარგია მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. აუცილებლად დაუთმეთ დრო დასვენებას. ფარული რომანტიკული ურთიერთობა, დამატებით სირთულეებს შეგიქმნით.

ტყუპები ♊

კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, ცოდნის გაღრმავებისათვის. კარიერულ ზრდაში დახმარებას გაგიწევენ მეგობრები. პირად ურთიერთობებში სჯობს დროულად გაერკვეთ. მოერიდეთ მძაფრ შეგრძნებებსა და ექსტრემალურ გართობას.

კირჩხიბი ♋

ხელმძღვანელი პირები დააფასებენ თქვენს ერთგულებასა და ნიჭს. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, იმპულსურად მოქმედებას, აზარტულ თამაშებს, ზღვარგადასულ დროსტარებას, უკანონო მოქმედებებსა და გაუაზრებელ რისკს.

ლომი ♌

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი საქმიანობისათვის, ახალი იდეების განხილვისა და ხორცშესხმისთვის. არ აჩქარდეთ და არ იყოთ ზედმეტად თავდაჯერებული. სასიკეთოდ ჩაივლის მივლინებები და მოგზაურობა.

ქალწული ♍

მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებსა და ახალი ინფორმაციის მიღებას. სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება გაგიცრუვდეთ იმედები. შორეული მოგზაურობა არა მარტო დასვენების საშუალება იქნება, არამედ ახალი და სასიკეთო ნაცნობობისაც.

სასწორი ♎

ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საზოგადოებაში. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. გადაამოწმეთ საბუთები, რათა არ გაგეპაროთ შეცდომები. პირად ცხოვრებაში ერთფეროვნება შესაძლოა დამღლელი მოგეჩვენოთ.

მორიელი ♏

პირად ურთიერთობებსა და ბიზნესში ნუ დაკარგავთ სიფრთხილეს და უსმინეთ ინტუიციას. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისა და გეგმაზომიერი მოქმედებებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობა კი, სჯობს დამოუკიდებლად გაარკვიოთ.

მშვილდოსანი ♐

წარმატება გელით არა ერთ სფეროსა, თუ საქმეში. ვალდებულების გრძნობა, მიზანდასახულობა და ქცევის ნორმების დაცვა დაგეხმარებათ წარუმატებლობის შიშის დაძლევაში. მოქმედება გაგიადვილდებათ თუ ინტუიციურად იგრძნობთ სხვა ადამიანების შესაძლებლობებს და გამოიყენებთ თქვენს საქმეში.

თხის რქა ♑

ადრე დაგეგმილი, კარგად გააზრებული და ახლა დაწყებული ახალი საქმე მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება. მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ, თუმცა ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.

მერწყული ♒

გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრების, მოლაპარაკებების რიცხვი. მოერიდეთ კამათსა და უთანხმოებას როგორც კოლეგებთან, ასევე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან. დინჯი ანალიზი და სწორი არგუმენტები დაგეხმარებათ საკუთარი პოზიციების დაცვაში.

თევზები ♓

შემოქმედებითად იაზროვნებთ და უამრავი ახალი და პერსპექტიული იდეა შეგაწუხებთ. ძალდატანება კი, უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე. შორეული მოგზაურობები სასიამოვნო ელფერს შეიძენს და სასურველ შედეგს გამოიღებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა