ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 22 – 28 ნოემბერი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.11, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

საქმიან სფეროში, ნებისმიერი წამოწყება, ფინანსურ კეთილდღეობის საწინდარია. პირადი პრობლემებისა და გაუგებრობების გარკვევისას, ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით. ერიდეთ მოგზაურობას.

კურო ♉

მოიმატებს ოპტიმიზმი, გაუმჯობესდება თქვენი გუნება-განწყობა. მოერიდეთ რისკს. დასვენების კარგი საშუალება იქნება, ოჯახის წევრებთან გულახდილი საუბარი. სასიყვარულო ურთიერთობები კი, ღრმა და ემოციურ ხასიათს ატარებს.

ტყუპები ♊

კონტაქტები და შეხვედრები, შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებებისას, რადგან არსებობს ტრავმის მიღების ალბათობა. სასიყვარულო და საქორწინო სფეროში კი, ურთიერთობა საქმიან ელფერს შეიძენს.

კირჩხიბი ♋

ყურადღებიანი იქნებით ყველა სახის წვრილმანების მიმართ, ამიტომ ძნელი იქნება თქვენი მოტყუება. გაიზრდება თავდაჯერებულობა და აზარტულობა. შესაძლოა, გაუარესდეს ან დასრულდეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და უცხოელებთან ურთიერთობას.

ლომი ♌

ადვილად იპოვით საერთო ენას, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ბევრ დროს მოითხოვს ურთიერთობა, გადაადგილებები, ოჯახთან დაკავშირებული საქმეები. საყვარელ ადამიანთან კი, პრობლემებს შეგიქმნით ავადმყოფური ეჭვიანობა.

ქალწული ♍

კარგი დროა, შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად, ძველი კავშირების აღსადგენად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ნუ დაარღვევთ კანონებს და ნუ გარისკავთ. ბევრ დროს წაგართმევთ სახლის საქმეები. სასიყვარულო ურთიერთობა კი, თავდაჯერებულობას და ქმედითუნარიანობას შეგმატებთ.

სასწორი ♎

მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობასა და იმიჯს. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი სამსახური დაიწყოთ ან დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. ეცადეთ დროულად გამოხატოთ გრძნობები და მიიღოთ გადაწყვეტილება სასიყვარულო ურთიერთობაში.

მორიელი ♏

ბევრ ძალასა და დროს მოგთხოვთ სამსახურისა და ბიზნესის საქმეები. თუ არ დაიზარებთ და გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, წარმატებას ადვილად მიაღწევთ, ფინანსურ საკითხებში. პირად ურთიერთობებს კი, მეტი ყურადღება სჭირდება.

მშვილდოსანი ♐

ადვილად მიიზიდავთ გარშემომყოფთა ყურადღებას. ფინანსურ საკითხებში, ცდუნებების მიუხედავად, ეცადეთ არ გარისკოთ. პერიოდულად, აუცილებლად განმარტოვდით და დაისვენეთ, რათა არ გადაღალოთ ნერვული სისტემა.

თხის რქა ♑

არ გაგიჭირდებათ ლიდერის თვისებებისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. გაიზრდება შემოსავლები. იმიჯის შეცვლა, ახალი ნივთების შეძენა და შორეული მოგზაურობა სჯობს გადადოთ . საყვარელ ადამიანს კი, მეტი გულისყურით მოეპყარით

მერწყული ♒

თავს ენერგიულად იგრძნობთ და არა ერთი საქმის შესრულებას შეძლებთ. გადაადგილებები, მოგზაურობები, შეხვედრები და მოლაპარაკებები კმაყოფილებასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ. გაიზრდება სასიყვარულო ურთიერთობებისა და რომანტიკული განცდების მოთხოვნილება.

თევზები ♓

ენერგიული და იდეებით აღსავსე იქნებით. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესსა და სამსახურის საქმეებში, შეიძლება რთული არჩევანის გაკეთება დაგჭირდეთ. მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ ეჭვიანობას, კრიტიკასა და ძალდატანებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი