ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  21 - 27 ოქტომბერი

№43

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.10

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ოჯახის საქმეები ხელს შეგიშლით ძირითად საქმიანობაში. საყვარელი ადამიანის ფინანსური პრობლემების გამო, მოგიწევთ მისთვის დახმარების გაწევა. მეგობრები ვერ დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში, რის გამოც შესაძლოა ზოგიერთ მათგანთან გაგიუარესდეთ ურთიერთობა.

კურო ♉

ენერგიის მომატება სასიკეთოდ იმოქმედებს შრომისუნარიანობასა და სულიერ მდგომარეობაზე. მოერიდეთ დისკუსიებს, რათა არ დაკარგოთ დრო. გამოიყენეთ არსებული სიტუაცია საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მოგზაურობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს.

ტყუპები ♊

გაიზრდება ფარულისა და საიდუმლოსადმი ინტერესი. კარგი დროა სოციალური აქტივობისთვის და საქმიანი წრის გასაფართოებლად. ქალაქგარეთ გამგზავრება შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, დამატებითი მოვალეობების შესრულების გამო.

კირჩხიბი ♋

მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, თუ დამოუკიდებლად აირჩევთ სამომავლო მიზნებს. მთავარია, ყველა ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ. ძვირადღირებულ ნივთებს ნუ შეიძენთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასიყვარულო და საქორწინო სფეროში ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ.

ლომი ♌

პროფესიულ საქმეებში, რთული ამოცანები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. მეტად უსმინეთ ინტუიციას. გაიზედება კონტაქტებისა და გადაადგილებების რაოდენობა. სასიყვარულო ურთიერთობების, გართობისა და დასვენებისათვის არასაკმარისი ფინანსების გამო ნუ ინერვიულებთ.

ქალწული ♍

ყურადღებით იყავით იმ ადამიანთა მიმართ, ვისთანაც მოგიწევთ ურთიერთობა, რათა არ მოტყუვდეთ. მოგზაურობებში მშვენიერ გამოცდილებას დააგროვებთ, რაც დაგეხმარებათ მომავალ საქმეებსა და დასახული მიზნების მიღწევაში. საყვარელ ადამიანთან, ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ.

სასწორი ♎

ფინანსურ საკითხებში გაუგებრობები ან სამსახურეობრივი მოვალეობები მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. ახალი კავშირები დადებითად წაადგება თქვენს კარიერას. უცხოელებთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებთ. სწრაფად დაწყებული ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი, შეიძლება სწრაფადვე დასრულდეს.

მორიელი ♏

თუ მთელს დროსა და ენერგიას მიმართავთ კარიერისკენ, შესაძლოა ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის უკმაყოფილებას გადააწყდეთ. გადაღლამ კი, ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. მოგზაურობა დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი აღმოჩნდება.

მშვილდოსანი ♐

პარტნიორულ ურთიერთობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, თუ მანამდე დააგროვებთ საკმარის რეზერვებს, მაგრამ დაიცავთ ზომიერებას, რათა არ გაიფუჭოთ ავტორიტეტი. სასიყვარულო ურთიერთობის გაიდეალურება, ურთიერთობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს გახდის.

თხის რქა ♑

აქტიური პერიოდია. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და უსმინეთ ინტუიციას. განსაკუთრებული მოთმინება გმართებთ პირად ურთიერთობებში, რადგან დაკარგულს ვეღარ დაიბრუნებთ. ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში დასვენება კი, ადვილად გამოგიკეთებთ განწყობას.

მერწყული ♒

გუნება-განწყობის ხშირ ცვლილებებს ნუ დააბრალებთ ახლობლებს, რადგან არავინ მოისურვებს თქვენს გვერდით ყოფნასა და კრიტიკის მოსმენას. სირთულეები ელის საქმიან კავშირებს. ეცადეთ ეს დრო გამოიყენოთ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დასვენებისათვის.

თევზები ♓

მიუხედავად გაზრდილი თავდაჯერებულობისა, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. ეცადეთ ყველა საქმეს ერთად არ მოჰკიდოთ ხელი. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ინტრიგები და საიდუმლო ინფორმაციის გაგება. მოგზაურობაც კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა