ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 2-8 თებერვალი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ყურადღებით იყავით, რათა არ დაუშვათ შეცდომები. გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების ჩატარება, ამიტომ სჯობს გადადოთ. საყვარელ ადამიანთან, გულახდილი საუბრები სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.

კურო ♉

წინააღმდეგობები შეიძლება შეგიქმნან ფარულმა მტრებმა. წვრილმანი პრობლემების გამო, არ ინერვიულოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კი, აუცილებელია არ იზარმაცოთ და დროულად გამოიყენოთ არსებული შანსები.

ტყუპები ♊

მოსალოდნელია კრიზისული სიტუაციები, რასაც სწრაფი გადაწყვეტა დასჭირდება. პირადი პრობლემების გამო, გაგიჭირდებათ მუშაობა და პროფესიული საქმეების შესრულება. კარგი დროა ქორწინებისათვის, თუმცა თქვენი კავშირი მეტად საქმიანი ხასიათის იქნება, ვიდრე რომანტიკული.

კირჩხიბი ♋

გაიზრდება თავდაჯერებულობა. სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მეგობრულ წრეში, რაც შეიძლება აისახოს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე. გააქტიურდება სასიყვარულო სფერო, თუმცა ამ დროს მეტად მგრძნობიარე და ეჭვიანი გახდებით.

ლომი ♌

წინასწარ არაფერი დაგეგმოთ, რადგან გარემოებათა გამო, შესაძლოა სულ სხვა მოვლენებს ჰქონდეს ადგილი. ქონებრივი საკითხები, წინა პლანზე წამოიწევს და ფინანსების ხარჯვას დაუკავშირდება. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ.

ქალწული ♍

ნუ ენდობით შუამავლებს. ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით. სამუშაო, კმაყოფილებასაც მოგანიჭებთ და მომგებიანიც აღმოჩნდება. უცხოელებთან ურთიერთობა კი, დადებით შედეგს გამოიღებს.

სასწორი ♎

დიპლომატიის უნარი დაგეხმარებათ ურთიერთობაში. სამსახურისა და კარიერის გამო, შესაძლოა დრო არ დაგრჩეთ სასიყვარულო ურთიერთობებისათვის, რაც რჩეულის უკმაყოფილებას გამოიწვევს. არ გადაიტვირთოთ.

მორიელი ♏

რთული პერიოდია. შესაძლოა, ადრე დაშვებულმა შეცდომებმა იჩინოს თავი. სიფრთხილე გმართებთ მეგობრებთან, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა ან არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციებში. საყვარელ ადამიანთან უთანხმოება კი, სჯობს დროულად მოაგვაროთ.

მშვილდოსანი ♐

ახალი ინფორმაციის გადამუშავება ან ცოდნის გაღრმავება, დადებითად წაადგება თქვენს კარიერას. მეტ ყურადღებას მოგთხოვთ ჯანმრთელობა. ოჯახის წევრებთან შეინარჩუნეთ ჰარმონიული ურთიერთობა. მოგზაურობისას, ყურადღება მიაქციეთ საბუთებს.

თხის რქა ♑

მოერიდეთ სხვების კრიტიკას. საქორწინო ურთიერთობაში, ბევრი საიდუმლო გაჩნდება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ფარული სასიყვარულო პარტნიორი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შორეული მოგზაურობა, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

მერწყული ♒

რთული დროა, როგორც საქმიან სფეროში მოღვაწეობისათვის, ასევე პირადი ურთიერთობებისათვის. აგრესია სიმშვიდით შეცვალეთ, რათა პრობლემები აიცილოთ თავიდან. მეტი დრო დაუთმეთ, ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პირადი ურთიერთობების გამოსწორებას.

თევზები ♓

დროა დაფიქრდეთ კარიერაზე, ჯანმრთელობასა და იმიჯზე. ნებისმიერ სირთულეს, ადვილად დააღწევთ თავს. კარგი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, გადაადგილებებისა და უცხოებთან საურთიერთოდ. მოჭარბებული ენერგია, სჯობს ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი