ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  2 - 8 დეკემბერი

№49

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი და ინტელექტუალური მონაცემები და მეტად კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და ქმედითუნარიანი გახდებით. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. გაიზრდება მომხიბვლელობა და ვნებიანობა.

კურო ♉

საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების განსაკუთრებული სიმპათიის წყალობით წარმატება გელით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებში. თუ გამოიყენებთ ხელსაყრელ მომენტს, კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ.

ტყუპები ♊

გაიზრდება თქვენი იღბლიანობა, ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებით. კარგი პერიოდია ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. გარშემომყოფების მიმართ მეტად მომთმენი იყავით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ან საქორწინო ურთიერთობებს.

კირჩხიბი ♋

სჯობს შეამციროთ შეხვედრები, გადაადგილებები. პრობლემების წარმოქმნისას ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს თქვენი აგრესია, რაც არა ერთ კავშირსა და საქმეს მიაყენებს ზიანს. საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ნუ მიიღებთ.

ლომი ♌

კარგი დროა, პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. შეძლებთ აუცილებელი ინფორმაციის მიღებას. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. საქორწინო ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით შეძლებთ ოჯახის სრულად უზრუნველყოფას და ზედმეტ დანახარჯებისთვის თავის არიდებას.

ქალწული ♍

გაგიჭირდებათ პროფესიული და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. ამიტომ, იმუშავეთ ჯგუფურად, რათა გაუმკლავდეთ დასახულ ამოცანებს. პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები დროულად გააკონტროლეთ.

სასწორი ♎

გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა. თავდაჯერებულობას შეგმატებთ პროფესიული წარმატება. საქმეების გამო ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და დასვენებისათვის. მოერიდეთ გადამეტებულ ხარჯებს.

მორიელი ♏

თქვენი ენთუზიაზმი გადამდებად იმოქმედებს გარშემომყოფებზე. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ პირად და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება სწრაფად შეცვალოს ახალმა რომანმა.

მშვილდოსანი ♐

თქვენს წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება და დროის მცირე მონაკვეთში ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ ყველა ადრე დაწყებულ პროექტს. ცხოვრებისეული გეგმების შეცვლით კი, გაგიადვილდებათ ახალი მიზნების დასახვა.

თხის რქა ♑

დინამიკური და ენერგიული პერიოდია. თუ რეალისტი იქნებით, საფუძველს ჩაუყრით ახალ პროექტებსა და წამოწყებებს. მოგზაურობებისგან სჯობს თავი შეიკავოთ. ნუ დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას უცნობ ადამიანებთან, რადგან ამის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ ძველ პარტნიორთან.

მერწყული ♒

შესაძლოა მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც თქვენს კარიერაში და სოციალურ მდგომარეობაში ცვლილებებს გამოიწვევს. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება, თუმცა წარმატებისათვის აუცილებელია კოლეგებთან კარგი ურთიერთობის დამყარება და ჯგუფურად მუშაობა.

თევზები ♓

გაიზრდება თქვენი როლი ახლობლების, ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა და ნათესავების ცხოვრებაში, ამიტომაც მოგიწევთ ერთდროულად არა ერთ პრობლემაზე ფიქრი და ბევრი საქმის შესრულება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა