ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.09

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

პარტნიორებთან შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა, რაც თქვენი კავშირის დაშლის საბაბი გახდება. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. გაგიჭირდებათ ახალი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება. მოგზაურობას კი, პრობლემები და სირთულეები მოჰყვება.

კურო ♉

ბევრ დროს წაგართმევთ სამუშაო, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობებში. სჯობს, გადადოთ მოგზაურობა, რათა არ შეგექმნათ პრობლემები.

ტყუპები ♊

სამსახურის საქმეებში წარმატებისათვის, გამოიყენეთ არაორდინარული გზები და მეთოდები. მოგზაურობაში შესაძლოა ამაღელვებელი სასიყვარულო რომანი წამოიწყოთ. კონტაქტები, გადაადგილებები, ახალი ნაცნობობა გაგიუმჯობესებთ განწყობას.

კირჩხიბი ♋

ენერგომაჩვენებელი დაქვეითდება. ჩანაფიქრის განსახორციელებლად დაიხმარეთ თანამოაზრეები. დაამყარეთ ახალი პარტნიორული კავშირები. სასიყვარულო ურთიერთობებში დროულად, მაგრამ დიპლომატიურად გაარკვიეთ გაუგებრობები და დააყენეთ თქვენი მოთხოვნები.

ლომი ♌

არაფერი შეცვალოთ, რადგან ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურებრივ საქმეებში გაუგებრობებს ადვილად მოაგვარებთ. სასიყვარულო სფეროში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და მეტად დიპლომატიური იყავით. მიღებული ინფორმაცია კი, აუცილებლად გადაამოწმეთ.

ქალწული ♍

ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანთან. ახალი ნაცნობების მიმართ ყურადღებით იყავით, რათა არ გიღალატონ ან საქმე არ გაგიფუჭონ. ენერგოპოტენციალი დაიწყებს კლებას და გაგიჭირდებათ დიდი დატვირთვების ატანა. არსებობს, ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობა.

სასწორი ♎

ნუ გარისკავთ. სათუთად მოეპყარით სასიყვარულო პარტნიორს. გაზრდილი ენერგოპოტენციალი დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და ძველი ურთიერთობების აღდგენაში. სიფრთხილე გმართებთ უცხოელებთან ურთიერთობისას.

მორიელი ♏

თუ არ მოთოკავთ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს, ბევრი წინააღმდეგობები შეგექმნებათ. ნურავის მოატყუებთ. ეს დრო დაუთმოთ დასვენებას და ენერგიის დაგროვებას. მეტად ჩაუღრმავდით სულიერ პრაქტიკებს და რელიგიას, რათა გადალახოთ შინაგანი არასტაბილურობა.

მშვილდოსანი ♐

ოჯახის პრობლემების მოგვარება ბევრ დროს წაგართმევთ. საჭირო ინფორმაციის მიღება, არ იქნება მარტივი. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში თავშეკავებული იყავით. მოგზაურობა, შეიძლება დიდ ხარჯებს დაუკავშირდეს.

თხის რქა ♑

არახელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისთვის. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა, სჯობს დროულად გაარკვიოთ. ფიზიკური ამტანიანობის დაქვეითებისას, დროულად მიაკითხეთ ექიმს და ხშირად მოაწყვეთ დასვენების საათები.

მერწყული ♒

ხშირად დაგეუფლებათ ცვლილებების სურვილი. თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, დროულად გამოხატეთ გრძნობები, რათა შემდგომ არავინ დაგწყვიტოთ გული. მოგზაურობა რეკომენდებულია მხოლოდ დასვენების მიზნით.

თევზები ♓

პარტნიორებს სიტყვაზე ნუ ენდობით. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიული ცოდნის ამაღლებას. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით, შეიძლება უეცრად მიიღოთ ფარული ინფორმაცია, რაც თქვენს ეჭვებს გაამართლებს. ჯანმრთელობის მდგრადობის შესანარჩუნებლად, დაიცავით დიეტა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი