კვირის პროგნოზი 19–25 იანვარი
ავტორი: „თბილისელები“ 11:34
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
დაძაბული პერიოდია. მოგებას ვერ მოგიტანთ ჯგუფური საქმეები. კარგი იქნება, თუ მეტად დაისვენეთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება კი, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძველს დაასრულებთ.
კურო ♉
ყურადღებას მიიპყრობს მატერიალური პრობლემები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტად დიპლომატიური იყავით. პატივისცემა, გააძლიერებს სასიყვარულო კავშირს.
ტყუპები ♊
კარგი დროა ფინანსურ პრობლემებში ჩასაღრმავებლად. სასიყვარულო ურთიერთობა, შესაძლოა სხვების განხილვის საკითხად იქცეს. ყურადღება გმართებთ როგორც გზებზე, ასევე ჯანმრთელობის მიმართაც.
კირჩხიბი ♋
არ დაკარგოთ, მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. სასიყვარულო ურთიერთობებში, ცვლილებები მოსალოდნელი არაა. შესაძლოა აღმოაჩინოთ შემოსავლის მიღების ახალი საშუალებები, თუმცა საქმის დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ.
ლომი ♌
ახალს ნურაფერს წამოიწყებთ და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში, მოიკლებს რომანტიკა. ნუ იქნებით აგრესიული და მეტად დაეყრდენით ინტუიციას.
ქალწული ♍
ენერგიის დაქვეითება, თქვენზე ცუდად აისახება. სასიყვარულო ურთიერთობაში, აგრესიული და ემოციური ნუ იქნებით. ამ პერიოდში, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.
სასწორი ♎
საქმეებში ნუ აჩქარდებით. მოერიდეთ კონფლიქტებს. არახელსაყრელი დროა ახალი საქმეების წამოსაწყებად და დიდი შენაძენების გასაკეთებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ამ პერიოდში ბევრ სიხარულს მოგიტანთ.
ღრიანკალი ♏
მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და ფრთხილად იყავით გზებზე მოძრაობისას. ცვლილებებია მოსალოდნელი საყვარელ ადამიანთან მიმართებაშიც, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება ნაადრევია.
მშვილდოსანი ♐
საქმეებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, დაგეხმარებათ ინტუიცია. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. რთული გახდება, საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება. ამიტომ, ხშირად დაისვენეთ.
თხის რქა ♑
ყურადღებას მოითხოვს ჯანმრთელობის საკითხები. არახელსაყრელი დროა, ახალი საქმის დასაწყებად. საყვარელ ადამიანთან, ნუ შექმნით დამატებით პრობლემებს. გადაადგილებები მინიმუმამდე შეამცირეთ.
მერწყული ♒
ყურადღებით იყავით, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. გაგიჭირდებათ მოლაპარაკებები. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრები კი, სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.
თევზები ♓
მოერიდეთ კამათს და ინტრიგებს. ახალი ინფორმაცია, დადებითად წაადგება თქვენს კარიერას. საქმეების სიმრავლის გამო, დრო არ დაგრჩებათ საყვარელი ადამიანთან ურთიერთობისათვის, რაც უკმაყოფილებას გამოიწევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



