ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 18-24 აგვსტო

№33

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მოგიწევთ დათმობაზე წასვლა და ახალი მეთოდების მოფიქრება, მაგრამ შედეგი გაამართლებს მოლოდინს. ზედაპირული სასიყვარულო და რომანტიკული საუბრები და შეხვედრები, მალე დასრულდება.

კურო ♉

ყურადღებაა საჭირო საბუთების გაფორმებისას. მშვენიერი დროა სიყვარულის ახსნისა და პირად ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად. სერიოზული გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება, რეკომენდებული არაა.

ტყუპები ♊

ჩვეულ სამუშაო რიტმს დაარღვევს მოულოდნელი მოვლენები. წინასწარ დაალაგეთ გეგმები და მშვიდად იმოქმედეთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, შესაძლოა შეცვალოთ არსებული მდგომარეობა.

კირჩხიბი ♋

კარგად გააანალიზეთ არსებული მოვლენები. დაამყარეთ თქვენთვის აუცილებელი კავშირები. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში სიმშვიდე დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.

ლომი ♋

გაგიადვილდებათ პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა. საეჭვო კავშირებს ერიდეთ, რათა არავინ მოგატყუოთ. დაღლილობის შეგრძნებისას რიგიანად გამოიძინეთ, რათა აღიდგინოთ ენერგეტიკული ბალანსი.

ქალწული ♍

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ სირთულეს. დრო კარგია მოლაპარაკებებისთვის. სასიყვარულო პარტნიორისგან, სიურპრიზი გელით.

სასწორი ♎

ნუ აჩქარდებით, უსმინეთ შინაგან ხმას. თუ მეტად მომთმენი იქნებით საქმიან პარტნიორებთან, წარმატებით გაართმევთ თავს ნებისმიერი სირთულის ერთობლივ პროექტებს. საყვარელი ადამიანის მიმართ, მეტად ყურადღებიანი იყავით.

მორიელი ♏

ეცადეთ გაითვალისწინეთ სხვათა ინტერესები. ყურადღებით ჩაატარეთ ყველა ფინანსური ოპერაცია. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, სჯობს დინჯად იმოქმედოთ.

მშვილდოსანი ♐

მოუფრთხილდით რეპუტაციას. ნუ იკამათებთ. გაიზრდება პირადი შეხვედრებისა და გადაადგილებების რაოდენობა. დრო ხელს უწყობს ორგანიზმის გეგმიურ კვლევასა და მკურნალობის ჩატარებას.

თხის რქა ♑

კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. სითბოსა და მზრუნველობას იგრძნობთ ოჯახის წევრებისაგან, რაც მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. კარგი დროა, მოგზაურობებისთვის.

მერწყული ♒

მოიმატებს სასიხარულო მოვლენათა რიცხვი. ერიდეთ სპონტანურ ქმედებებს და ახალ სასიყვარულო თავგადასავლებს. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რაც ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

თევზები ♓

აქტიური და შედეგიანი დროა. გაზრდილი მომხიბვლელობისა და მიმზიდველობის მეშვეობით, ადვილად შეძლებთ გარშემომყოფების მართვას. მოგინდებათ განმარტოება და განვლილი პერიოდის გაანალიზება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა