კვირის პროგნოზი 16 – 22 სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.09
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
საპასუხისმგებლო დროა, ეცადეთ გაბედულად იმოქმედოთ და არ მოდუნდეთ. დიდ სიამოვნებას მიიღებთ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისგან, მით უმეტეს, თუ გვერდს საყვარელი ადამიანი დაგიმშვენებთ.
კურო ♉
თუ წინასწარ დაფიქრდებით დეტალებზე და შეიმუშავებთ ზუსტ გეგმას, არ გაგიჭირდებათ მიზნის მიღწევა. წარმატებული აღმოჩნდება ჯგუფურად მუშაობა. კარგი დროა მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის. ეცადეთ, დასვენებისთვის გამოიყენოთ თავისუფალი დრო.
ტყუპები ♊
გაიზრდება საქმეების რაოდენობა. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გაგიხალისებთ ცხოვრებას. პარტნიორებთან ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. მოგზაურობისა და ახლო გადაადგილებებისას, შესაძლოა რომანტიკული ნაცნობობა და თავგადასავლები.
კირჩხიბი ♋
გაიზრდება გადაადგილებების და შეხვედრების რაოდენობა. გაზრდილი შრომისუნარიანობის მეშვეობით ადვილად დასძლევთ ნებისმიერ სირთულეებს. სასიკეთო დროა სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობებისათვის.
ლომი ♌
საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ. გაგიადვილდებათ ახალი კავშირების დამყარება და საჭირო ხალხის დაახლოება. მიუხედავად ზოგიერთი სირთულისა, ოპტიმიზმითა და პარტნიორების მხარდაჭერით ადრინდელი გეგმების განხორციელებას მოახერხებთ.
ქალწული ♍
კარგი დროა ახალი საქმეებისთვის, პირადი წამოწყებებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. არ აჰყვეთ ემოციებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ეცადეთ მეტი სიამოვნება მიიღოთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისგან.
სასწორი ♎
თქვენი ინიციატივით დამყარებული ახალი კავშირები ძველი პრობლემებისაგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საქმეების წარმოებისას, რათა არ განიცადოთ დანაკარგი. მოერიდეთ დიდ შენაძენებს.
მორიელი ♏
არ გაგიჭირდებათ სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. გამოიყენეთ ეს დღეები ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად. ახალი რომანტიკული ურთიერთობა კი, მხოლოდ თქვენს ფანტაზიაში პოვებს ადგილს.
მშვილდოსანი ♐
კარგი დროა გარეგნობისა და ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად, რამე თუ ამაზე იქნება დამოკიდებული საქმიანი კავშირების წარმატებით წარმართვა და ფინანსური მოგების მიღება. ყველა გადაწყვეტილება დინჯად მიიღეთ და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევები.
თხის რქა ♑
მოიმატებს გადაადგილებებისა და შეხვედრების რიცხვი. ეცადეთ მეტად რაციონალურად ხარჯოთ ფული. კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს სახლში გაატარებთ. კარგი დროა შორეული მოგზაურობისთვის.
მერწყული ♒
გაიზრდება შეხვედრებისა და მოლაპარაკებების რაოდენობა. არაა გამორიცხული სამუშაო ადგილის, ან სამუშაო პირობების შეცვლა. პირად ცხოვრებაში კი, თავს მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნობთ. დრო კარგია მოგზაურობებისთვის.
თევზები ♓
სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ ფინანსური სტაბილურობა. შემოსავლები გაიზრდება და დაუკავშირდება აქტიურ საქმიანობას. ახალ ნაცნობობას, შესაძლოა მოჰყვეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. ბუნებასთან კავშირი და დასვენება, ენერგიებს შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან