ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 15 – 21 ნოემბერი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.11, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, ამიტომ მოერიდეთ გადაღლასა და მძიმე ფიზიკურ ვარჯიშს. ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. დახმარებისათვის მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს. გაუმჯობესდება პირადი და საქორწინო ურთიერთობები.

კურო ♉

ახალ გაცნობილი ადამიანების მიმართ სიფრთხილეა საჭირო. რთულ სიტუაციაში აუცილებელი გახდება არჩევანის გაკეთება, რაზედაც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი კეთილდღეობა. მოერიდეთ დიდ ხარჯებს და ფული ხელმომჭირნედ ხარჯეთ. მოგზაურობა სასიკეთოდ აისახება როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე საქმეებზეც.

ტყუპები ♊

დაქვეითდება თქვენი ენერგოპოტენციალი. შეინარჩუნეთ არსებული მდგომარეობა, როგორც ურთიერთობებში, ასევე სამსახურსა და ბიზნესში. ფინანსებთან დაკავშირებით ნუ გარისკავთ. ახალი სასიყვარულო კავშირი კი, სტაბილური არ იქნება.

კირჩხიბი ♋

ეცადეთ, ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. კარგი დროა ხანმოკლე მოგზაურობებისთვის. მრავალფეროვანი შეხვედრები და გადაადგილებები ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანის პრობლემების მიმართ მეტად ყურადღებიანი გახდებით.

ლომი ♌

მოერიდეთ განმარტოებას და ეცადეთ აღადგინოთ ძველი კავშირები, რათა საკუთარი იდეების განხორციელებისას მეტი მოგება ნახოთ. ორგანიზმი დასუსტებულია, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაიტარეთ მკურნალობა. თავისუფალი დრო კი, დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.

ქალწული ♍

გაგიჭირდებათ ბევრ ხალხთან ურთიერთობაც. პრობლემების მოგვარებისას მოერიდეთ უკიდურესობებს. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოჯახური სიმყუდროვე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგი იქნება, თუ ამ დროს დაუთმობთ დასვენებას და ჯანმრთელობის აღდგენას.

სასწორი ♎

არ გადაიღალოთ. შესაძლოა რჩეული მეტად პრაქტიკულად მიუდგეს თქვენთან ურთიერთობას. პერიოდულად დაისვენეთ და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი. საყვარელ ადამიანთან უთანხმოების შემთხვევაში კი, ეცადეთ მეტად მომთმენი და გამგები იყოთ.

მორიელი ♏

გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევა-დარიგებები. დაამყარეთ ახალი კავშირები. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, ბევრ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ორგანიზმი დასუსტებულია. სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად თავშეკავებული და სერიოზული იყავით.

მშვილდოსანი ♐

რთული პერიოდია. რ ინერვიულოთ, რათა არ გაიუარესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. აუცილებელი ხარჯები ახლობლებთან კონფლიქტს გამოიწვევს. პირად ცხოვრებაში კი, ეცადეთ არ გამოთქვათ უკმაყოფილება, თუ თქვენი რჩეული საქმეების გამო მთელ ყურადღებას თქვენ ვერ დაგითმობთ.

თხის რქა ♑

მეტად უსმინეთ ინტუიციას და არავის ეკონფლიქტოთ. თქვენს კარიერასა და პირად ურთიერთობებს სასიკეთოდ წაადგება იმიჯისა და სტილის შეცვლა. არაა გამორიცხული გაუთვალისწინებელი სირთულეები და პრობლემები, ამიტომ გამოიჩინეთ წინდახედულება.

მერწყული ♒

ყურადღება გმართებთ ფინანსური საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, უცნობებთან ნუ იურთიერთებთ, რათა არავინ მოგატყუოთ. სასიყვარულო პარტნიორებთან, ნუ იკამათებთ.

თევზები ♓

მოგინდებათ განცალკევებით ცხოვრება და მუშაობა. ამისათვის, შესაძლოა მოგიწიოთ დამატებითი ფინანსების მოძიება და ძველი კავშირების გამყარება. ეცადეთ კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ დაიცვათ სამართლიანობა. კარგი პერიოდია სიყვარულისათვის, გართობისა და დასვენებისათვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი