ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 15 - 21 აპრილი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.04

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მოიმატებს მომხიბვლელობა. ადრე დახარჯული შრომა თავის შედეგებს გამოიღებს. პირად ცხოვრების დიდ ნაწილს შეგნებულად დაუმალავთ გარშემომყოფებს, რისი მეშვეობითაც თავს აარიდებთ მითქმა-მოთქმას. მოგზაურობა ახალ პერსპექტივებს დაგისახავთ.

კურო ♉

ამ პერიოდში ჩამოყალიბებული იდეები მომავალში ადვილად განხორციელდება. შესაძლოა მოგიწიოთ სადმე გამგზავრება, რაც სასიკეთოდ შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას. სასიყვარულო ურთიერთობები კი, გაგახარებთ სიმშვიდითა და სტაბილურობით.

ტყუპები ♊

არა ერთ სასიამოვნო მოვლენას ექნება ადგილი. გაზრდილი ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი, რომანტიკულობა და მჭევრმეტყველება ყველგან წარმატების მომტანი იქნება. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა, შეხვედრები და მოლაპარაკებები.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა კაპიტალდაბანდებებისთვის და იდეების განხორციელებისათვის. სამსახურში გაითვალისწინეთ სხვათა სურვილებიც და პრეტენზიებიც და ეცადეთ ყველა ადამიანთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი მიზნების მიღწევისას.

ლომი ♌

ყურადღება დაუთმეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ნებისმიერი საქმიანი ვიზიტი თუ მივლინება სასიკეთოდ ჩაივლის. მიუხედავად ამისა, არახელსაყრელი დროა შორეული მოგზაურობისათვის და ახალი საქმის დაწყებისთვის.

ქალწული ♍

კარგი დროა მოგზაურობისთვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის. არაა გამორიცხული ახალი, სასიამოვნო და კომფორტული სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბება. მოერიდეთ პირადი ცხოვრების გამომზეურებას, რათა თავი დაიზღვიოთ ჭორებისა და ზედმეტი ემოციებისაგან.

სასწორი ♎

მოსალოდნელია ბევრი გადაადგილებები, შეხვედრები და ურთიერთობები. კარგი დროა მოგზაურობისა და ახალი პარტნიორების გასაცნობად. საყვარელი ადამიანი არა მარტო სულიერ სიმშვიდეს, არამედ ფინანსურ დახმარებასაც გაგიწევთ.

მორიელი ♏

მოქმედებისას მოერიდეთ იმპულსურობასა და ემოციურობას, რათა თავი აარიდოთ შეცდომებს. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი აზრებისა და მიზნების დალაგებაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

მშვილდოსანი ♐

ოპტიმისტური განწყობა და მდგრადი ჯანმრთელობა შემოქმედებითად მუშაობისკენ გიბიძგებთ. მეტი დრო დაუთმეთ განათლებასა და საჭირო კავშირების დამყარებას. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება. საქორწინო ურთიერთობებში კი, არსებული კონფლიქტები სწრაფად მოგვარდება.

თხის რქა ♑

მეტად უსმინეთ შინაგან ხმას და დრო უქმად არ დახარჯოთ. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. მოიმატებს შეხვედრების რაოდენობაც. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ქორწინებისათვის და მოგზაურობისათვის.

მერწყული ♒

მოერიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან კამათს. ადვილად მოგვარდება საოჯახო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, კარგ შედეგს გამოიღებს ვარჯიში. მოგზაურობა საინტერესოდ ჩაივლის.

თევზები ♓

შემოსავალს რამდენიმე წყაროდან მიიღებთ, მაგრამ ხარჯვისას სჯობს ყველაფერი წინასწარ გადაანაწილოთ. ენერგია საკმარისი გექნებათ, რათა ბევრ საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. მგზავრობისა და დასვენებისას, შესაძლოა ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი