ჰოროსკოპი და შეუცნობელი

10–16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

№24

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.06

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მოგიწევთ არა ერთი საჭირბოროტო საკითხის მოგვარება. ერიდეთ შემთხვევით ურთიერთობებს, განსაკუთრებით რომანტიულ სფეროში. გადაადგილებებისას ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რადგან იზრდება კონფლიქტების ალბათობა.

კურო ♉

შესაძლოა მცირედი პრობლემები თანამშრომლებთან. ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესება ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.

ტყუპები ♊

ნებისმიერ სასიკეთო შესაძლებლობას ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოიყენებთ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებშიც, თუმცა საეჭვო, ან სარისკო ფინანსურ შემოსავალზე სჯობს უარი თქვათ. შინაგანი განცდები გაიძულებთ დაასრულოთ ზოგიერთი ურთიერთობა.

კირჩხიბი ♋

ზედმეტ მოვალეობებს ნუ დაიკისრებთ. შეხვედრებისა და გადაადგილებების გაზრდილი რაოდენობა, შინაგან დაძაბულობას გაზრდის. ეცადეთ, დასვენებისთვის გამოიყენოთ ყოველი თავისუფალი წუთი. საყვარელ ადამიანთან კი შეიძლება გაგიჭირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკება და შეთანხმება.

ლომი ♌

გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. სამსახურში მოერიდეთ კამათსა და კოლეგებთან დაპირისპირებას. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა მოთმინებას მოითხოვს.

ქალწული ♍

შეასრულეთ მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქმეები. დაასრულეთ ძველი ვალდებულებები, რათა აიცილოთ უსიამოვნებები. მოგზაურობისას და გზებზე მოძრაობისას კი, აუცილებელია სიფრთხილე.

სასწორი ♎

შეიძლება თქვენს წინაშე შემოსავლის ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ გამოყენებას. საყვარელი ადამიანის სირთულეების მოგვარებაც შესაძლოა თქვენ მოგიწიოთ. საქმიანი გადაადგილებები და მოგზაურობები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ

მორიელი ♏

შესაძლებელი იქნება საკამათო საქმეებში გარკვევა და წარმატების მიღწევა. ენერგობალანსი დაქვეითებულია. მოერიდეთ რისკს, ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ძველი სასიყვარულო პრობლემები შეგახსენებთ თავს, რაც საყვარელ ადამიანთან პრობლემის მიზეზი გახდება.

მშვილდოსანი ♐

შესაძლოა სპეციალობის, ან სამსახურის გამოცვლის წინადადება მიიღოთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ ნაადრევია. საქმიან პარტნიორებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

თხის რქა ♑

ეცადეთ ეს დრო მშვიდად განვლოთ. საქმიან პარტნიორებთან ადგილი ექნება ორაზროვან სიტუაციებს. ახალი რომანტიკული ურთიერთობა სასურველ შედგეს ვერ გამოიღებს. პირად ცხოვრებაში კი, შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.

მერწყული ♒

გამოიყენეთ შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ მოერიდეთ რევოლუციურ წამოწყებებს. გადაადგილებები გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა მეგობრული, ან საქმიანი ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში.

თევზები ♓

სასურველია სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც მეტად გახსნილი და გულღია იყოთ, რათა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი შედეგი გამოიღოს. მოგზაურობისას ბევრ ადამიანს გაიცნობთ, გაიგებთ ახალი ინფორმაციას, გაეცნობით ახალ იდეებს და მიიღებთ სამოქმედო მოტივაციას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული