ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 1 – 7 ივლისი

№27

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.07

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

კონფლიქტების მოგვარებისას ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, ამიტომ წინასწარი გათვლების გარეშე სჯობს არაფერი მოიმოქმედოთ. პირად სფეროში სიმშვიდე მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. მოგზაურობები კი, დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

კურო ♉

გაგიადვილდებათ ახალი კავშირების დამყარება და მოლაპარაკებების ჩატარება, თუმცა ხელშეკრულებები დადება სჯობს გადადოთ. არაა სასურველი შორეული მოგზაურობის დაწყება. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა გაგიჩნდეთ უთანხმოება.

ტყუპები ♊

წინასწარ დაგეგმეთ ყველა ქმედება. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან გაგიჭირდებათ ყველაფრის განსაზღვრა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. საყვარელ ადამიანთან კი მეტად თავშეკავებული იყავით.

კირჩხიბი ♋

ფინანსური თუ სამსახურებრივი ცვლილებები დადებითად აისახება თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეთ. განმარტოება არაა მიზანშეწონილი. გაქვთ სხვაგან გამგზავრებისა და დასვენების კარგი პერსპექტივა.

ლომი ♌

ყურადღება გაამახვილეთ უმნიშვნელოვანეს და სასწრაფო საქმეებზე. არ გადაღალოთ ორგანიზმი. გადაადგილებები და მოგზაურობები დაუკავშირდება ფულის გაუთვალისწინებელ ხარჯს, მაგრამ მოგცემთ მოდუნებისა და ძალთა აღდგენის საშუალებას.

ქალწული ♍

გაიზრდება გადაადგილებების და კონტაქტების რაოდენობა. გაიცნობთ ახალ და სასიამოვნო ადამიანებს. ნებისმიერ წრეში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. არ იკონფლიქტოთ ახლობლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში გაიზრდება ტყუილების ალბათობა.

სასწორი ♎

თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება და შედეგი მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. მოერიდეთ სპონტანურ მოქმედებას. კარგ განწყობას დაგიბრუნებთ მეგობრებთან ურთიერთობა და ხშირი გადაადგილებები. დადებითად ჩაივლის მოგზაურობაც.

მორიელი ♏

სირთულეებს ადვილად გაართმევთ თავს. სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობაში, ყველა გაუგებრობა დროულად მოაგვარეთ. მოგზაურობა კი არა მარტო საინტერესო, არამედ ამაღელვებელიც შეიძლება აღმოჩნდეს და ბევრი საინტერესო შეგრძნება დაგიტოვოთ.

მშვილდოსანი ♐

კარიერაში დიდი წინსვლისა და ცვლილებების იმედი ჯერ ნუ გექნებათ. ეს დრო არ უწყობს ხელს სამსახურის გამოცვლას და რეფორმების დაწყებას. დასვენება სასიკეთოდ აისახება ჯანმრთელობაზე და დაგეხმარებათ სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებაში.

თხის რქა ♑

პერიოდი დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებით, კოლეგებთან წარმატებული თანამშრომლობითა და მეგობრებთან გართობით. მოგზაურობა ამ დროს თქვენს წინსვლასა და ფინანსურ ზრდას მოემსახურება. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება უცხოელთან ან შორს მცხოვრებ ადამიანთან.

მერწყული ♒

საქმეებში, ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები. განსაკუთრებით დიდი ყურადღება იქნება საჭირო საბუთებთან მუშაობისას. კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მოერიდეთ ურთიერთობების განხილვას, განსაკუთრებით საქორწინო და საქმიან პარტნიორთან, საყვარელ ადამიანთან. მოგზაურობა კი სჯობს გადადოთ.

თევზები ♓

კარგი დროა სახლის მოსაწესრიგებლად და გარემოს გადასანაწილებლად. მეტი თავდაჯერებულობისა და ეფექტურად მუშაობისათვის დაგჭირდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი გაგიძლიერებთ თავდაჯერებულობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული