ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 5-11 აპრილი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.04, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროპროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი

საქმეში პრობლემები სერიოზული ცვლილებებისაკენ გიბიძგებთ. კარგი პერიოდია როგორც ფინანსური, ისე პიროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ერიდეთ საბანკო ოპერაციებს, რათა ფული არ დაკარგოთ. სასურველი არ არის უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა.

კურო

საეჭვო პროექტებისგან სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელი დროა რისკისთვის, კრედიტებისა და ვალების ასაღებად. გაიზრდება კრიტიკული სიტუაციების რაოდენობა. ნუ აჰყვებით ემოციებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მეტი თავშეკავებაა საჭირო.

ტყუპები

არაერთგვაროვანი პერიოდია.. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. ფინანსური საკითხების მოგვარება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. გადაწყვეტილებების მიღებისას დიდხანს არ იყოყმანოთ.

კირჩხიბი

სამსახურში ერიდეთ გაუგებრობებს, ორაზროვან სიტუაციებში მონაწილეობასა და კონფლიქტებს. დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში. მოგზაურობა ხარჯებს დაუკავშირდება, მიზნის მიღწევა კი პრობლემატური გახდება.

ლომი

ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება თქვენს უნარებსა და საქმიანობის სწორად რეკლამირებაზე. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან დიდია ვირუსით დაავადების ალბათობა. ნებისმიერი საქმიანი ვიზიტი სასიკეთოდ ჩაივლის. არახელსაყრელი დროა, ახალი საქმის დაწყებისთვის.

ქალწული

თავი შეიკავეთ ემოციებისგან, რადგან კონფლიქტები ცუდად იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე. ფარული საქმიანობა, მოლაპარაკებები თუ გარიგებები წარმატებას არ მოგიტანთ. ერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

სასწორი

ახალი იდეები და შემოთავაზებები არარეალური იქნება. შესაძლოა, დიპოლომატის როლში მოგიწიოთ ყოფნა. ხშირად დაისვენეთ და შეიმუშავეთ საქმეების მოგვარების გზები. მოგზაურობები და უცხოელებთან კონტაქტები სჯობს, დროებით გადადოთ.

მორიელი

პრაქტიკულად მიუდექით პირად და საქმიან მოვალეობებს, რაშიც დახმარებას საყვარელი ადამიანი გაგიწევთ, თუმცა ამისათვის აუცილებელი იქნება მასთან გულახდილი იყოთ. ნუ მიენდობით უცხო ადამიანებსა და ახალ ნაცნობებს.

მშვილდოსანი

უთანხმოებაა მოსალოდნელი საყვარელ ადამიანთან. გაჩნდება მატერიალური პრობლემებიც. მოგზაურობა რეკომენდებული არაა. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით.

თხის რქა

მოიმატებს საქმეებისა და პრობლემების რაოდენობა. ემოციური იქნებით მოქმედებებში, რის გამოც არაა გამორიცხული, შეცდომებიც დაუშვათ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი კი აზრებისა და მიზნების დალაგებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ფინანსური გარიგებებისთვის არახელსაყრელი დროა, რადგან შესაძლოა, არ გაგიმართოთ. ფრთხილად იყავით გადაადგილებებისას, რათა არ დაშავდეთ. ოჯახში არსებული პრობლემები კი სჯობს დროულად მოაგვაროთ.

თევზები

ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ, განსაკუთრებით ახალი ინფორმაციის მიღებისას. ოჯახში პრობლემების ან უთანხმოების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაგიუარესდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი