ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 25.01, 2021 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის დღეების ასტროპროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

 

ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რემონტის დაწყება, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ყავისფერი, იასამნისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, კუჭი.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის.
სამშაბათი
ამ დღეს დაწყებული საქმეები კარგად დასრულდება. კარგია ვაჭრობა, ინტიმური კავშირები. არ ვარგა სესხის აღება, ადგილსამყოფლის შეცვლა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, მთვარის ქვა, აქატი. სიზმრები ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის.
ოთხშაბათი
მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. ატარეთ მწვანე, იისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, მალაქიტი, რუხი ტოპაზი, გიშერი. კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;
ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
ამ დღეს სავსემთვარეობაა, მძიმე ენერგეტიკული დღე, ასევე, მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება, რაც გამოიწვევს კონფლიქტების, ცდუნებების, შეცდომების დაშვებისა და ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობას. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ თეთრი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, ლაზურიტი. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის;
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის.
პარასკევი
ტრავმული და ავარიული დღეა. იყავით ფრთხილად. კარგია თმის მოვლა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა. სუსტება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.
შაბათი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა ახალი ნაცნობობა, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის;
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.
კვირა
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სარისკო ქმედებებს. ატარეთ ყავისფერი, ვერცხლისფერი, კრემისფერი, ყვითელი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი